ანატოლ ფრანსი (ფრანგ. Anatole France; ნამდვილი სახელი და გვარი ანატოლ ფრანსუა ტიბო, ფრანგ. Anatole François Thibault; დ. 16 აპრილი, 1844, პარიზი — გ. 12 ოქტომბერი, 1924, სენ-სირ-სიურ-ლუარი) — ფრანგი რომანტიკოსი და კრიტიკოსი. 1921 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.

ანატოლ ფრანსი
ფრანგ. Anatole France
დაბადების თარიღი 16 აპრილი, 1844(1844-04-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16]
დაბადების ადგილი პარიზი[1] [17]
გარდაცვალების თარიღი 12 ოქტომბერი, 1924(1924-10-12)[1] [17] [2] [18] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [19] [13] [14] [15] [16] (80 წლის)
გარდაცვალების ადგილი Q22994052?[1]
დასაფლავებულია Neuilly-sur-Seine Old Communal Cemetery[20]
ფსევდონიმი Anatole France და Anatolis Fransas[21]
საქმიანობა მწერალი[1] [16] [22] , პოეტი[16] , რომანისტი, ბიბლიოთეკარი, ლიტერატურული კრიტიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, პროზაიკოსი, ბიოგრაფი და კრიტიკოსი[16]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[23]
ალმა-მატერი პარიზის სტანისლასის კოლეჯი
Magnum opus Thaïs და ღმერთებს სწყურიათ
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[24] [25] , მონტიონის პრემია, Vitet Prize, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[26] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[26] და Grand Prize for the Best Novels of the Half-Century[27]
მეუღლე Valérie Guérin de Sauville და Emma Laprévotte
პარტნიორ(ებ)ი Léontine Lippmann
შვილ(ებ)ი Suzanne Thibault
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფრანსი დაიბადა ბუკინისტის ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიყვარა წიგნი და ეზიარა ლიტერატურას. თხუთმეტი წლის ჭაბუკმა გამოსცა პირველი წიგნი "ალფრედ დე ვინის პოეზია". 1872 წელს დაწერა პირველი რომანი "ჟან სერვიენის სურვილი", რომელშიც პარიზის კომუნა გააკრიტიკა. ამ დროისთვის პოეზიით უფრო იყო გატაცებული და ყველა ადრინდელი ლექსი, რომელსაც ჟურნალ პარნასში აქვეყნებდა, შეკრიბა და გამოშვა სათაურით "მოოქრული ლექსები". ამავე პერიოდში აქვეყნებს ლორიულ დრამას "კორინთული ქორწინება".

ფრანსი ცნობილი ხდება რომან "სილვესტრ ბონარის დანაშაულის" გამოცემის შემდეგ, 1881 წელს. ამ რომანით უკვე დაისახა ფრანსის შემოქმედების გზა, წერის მანერა და სტილი – ჰუმანიზმით გაჟღენთილი თბილი ირონია და სკეპტიციზმი. მისი რომანებიდან აღსანიშნავია "თაისი", "დედოფალ პედოკის დუქანი", "ჟერომ კუანიარის აზრები", "ეპიკური ბაღი". ამ რომანების უმეტესობა ბურჟუაზიულ სამყაროსადმი ავტორის ირონიულ დამოკიდებულას ამჟღავნებს. ამ პერიოდში ფრანსი ჟურნალ "დროში" თანამშრომლობს, როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი. აქ გამოქვეყნებული წერილები ცალკე წიგნად გამოიცა სათაურით "ლიტერატურული ცხოვრება".

1890–1895 წლებში, როცა იმპერიალისტური რეაქცია გაძლიერდა, ფრანსის შემოქმედებაში ერთგვარი გარდატეხა ხდება. მისი მსუბუქი და კეთილმოსურნე ირონია უფრო მძაფრდება და კრიტიკის ფორმას იღებს. დრეიფუსის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანობისა და სიმათლის ძიებაში ფრანსი ზოლას ბანაკს უერთდება და დრეიფუსის გამართლებას მოითხოვს. 1901 წელს ამთავრებს მუშაობას დიდ რომანზე "თანამედროვე ისტორია". ფრანსის სოციალური მისწრაფებანი უფრო მკაფიოდ ჩანს მოთხრობაში "კრენკბიი" და რომანში "თეთრ ქვაზე", სადაც ავტორი სოციალიზმის თემას ეხება.

რუსეთის 1905 წლის რევოლუციამ დიდი გავლენა მოახდინა ფრანსზე. მისი სტატიები სავსეა ენთუზიაზმითა და იმედით. მაგრამ რევოლუციის მარცხმა და მოახლოებული ომის საშიშროებამ მის რომანებს ისევ პესიმისტური და სკეპტიკური ელფერი მისცა ("პინგვინთა კუნძული", "ანგელოზთა აჯანყება", "ღმერთებს სწყურიათ"). აქ უფრო მკვეთრად ჩნდება ფრანსის პესიმიზმისათვის მახასიათებელი თემა "მარადიული ბრუნვისა".

ბოლო წლებში დაწერილ წიგნებში "პატარა პიერი", "სიცოცხლე ყვავილებში" ისევე, როგორც ბევრად ადრე დაწერილ რომანში "ჩემი მეგობარი წიგნი", ფრანსი ბავშვობის სუფთა და ბედნიერ წლებს უბრუნდება.

1896 წელს ფრანსი არჩეულ იქნა საფრანგეთის აკადემიის წევრად. 1921 წელს მას ნობელის პრემია მიენიჭა. იგი გარდაიცვალა 1924 წელს.

ანატოლ ფრანსის ნაწარმოებები ქართულად

რედაქტირება
  • თაისი (Thaïs, 1890). —
  • ჟერონ კუანიარის აზრები (Les Opinions de Jérôme Coignard, 1893). —
  • პინგვინთა კუნძული (L’Île des Pingouins, 1908). — 1986 მთარგმნელი მანანა მიქელაძე
  • ღმერთებს სწყურიათ (Les dieux ont soif, 1912). — 1988 მთარგმნელი გერონტი ქიქოძე
  • ანგელოზთა აჯანყება (La Révolte des anges, 1914). — 1988 მთარგმნელი ნესტან იორდანიშვილი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II;გამომც. საბჭოთა საქართველო, 1976; გვ: 541-542

ავტობიოგრაფიული ციკლი

რედაქტირება
  • პატარა პიერი (Le Petit Pierre, 1918). — 1981 მთარგმნელი ნესტან იორდანიშვილი
  • სიცოცხლის ყვავილობა (La Vie en fleur, 1922). — 1981 მთარგმნელი ნესტან იორდანიშვილი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Лилеева И. А. Франс // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 8.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Anatole France
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 IMSLP — 2006.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 Discogs — 2000.
  9. 9.0 9.1 NooSFere — 1999.
  10. 10.0 10.1 Pinson G., Thérenty M. Médias 19 — 2011. — ISSN 1927-0178
  11. 11.0 11.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  12. Léonore databaseministère de la Culture.
  13. 13.0 13.1 GeneaStar
  14. 14.0 14.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  15. 15.0 15.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 The Fine Art Archive
  17. 17.0 17.1 Франс Анатоль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1978. — Т. 28 : Франкфурт — Чага. — С. 7–8.
  18. Франс Анатоль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  19. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  20. https://actu.fr/societe/toussaint-ces-10-celebrites-enterrees-dans-des-cimetieres-des-hauts-de-seine_46066982.html
  21. Czech National Authority Database
  22. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  23. RKDartists
  24. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  25. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1921/
  26. 26.0 26.1 Léonore databaseministère de la Culture.
  27. Les "douze meilleurs romans français du demi-siècle" / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 1950. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694