ღმერთებს სწყურიათ

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ღმერთებს სწყურიათ (ფრანგ. Les dieux ont soif) 一 ფრანგი მწერლის, ანატოლ ფრანსის 1912 წლის რომანი, რომლის მოქმედებაც 1793-1794 წლების პარიზში მიმდინარეობს და მჭიდროდაა გადაჯაჭვული საფრანგეთის რევოლუციასთან დაკავშირებულ მოვლენებთან.

„ღმერთებს სწყურიათ“
Les dieux ont soif

პირველი გამოცემა
ავტორი ანატოლ ფრანსი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი ისტორიული რომანი
გამოცემის თარიღი 1912
მედია ბეჭდური

წიგნის სიუჟეტი მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის რევოლუციურ საფრნაგეთში მიმდინარეობს. მისი მთავარი გმირი, ევარის გამელინი, პროფესიით მხატვარია, რომელიც რადიკალ რევოლუციონერად იქცევა, მხარს უჭერს ტერორს, თუმცა, საბოლოოდ, თავადვე აღმოჩნდება ამ ტერორის მსხვერპლი. წიგნში მრავალი ისტორიული პერსონაა წარმოჩენილი, განსაკუთრებით 一 მაქსიმილიან რობესპიერი.

გამელინის მხატვრის პროფესია სიმბოლურად აისახება თავად ნაწარმოების თემატიკაზეც. მისი მაგნუმ ოპუსი ელექტრასა და ორესტეს გამოსახულებაა, რომელთაგან ორივე თავად მხატვარს წააგავს. გამელინს, ისევე, როგორც ორესტეს, საკუთარი პრინციპების გამო, შეუძლია მოკლას საკუთარი ოჯახი. ხოლო პროტაგონისტის სიყვარულის ობიექტი, ელოდი, მოგვიანებით გაიგივებულია ელექტრასთან 一 ის საკუთარ შეყვარებულში, ერთდროულად, ძალაუფლებასა და მიმტევებლობას აფასებს, რითაც საფრანგეთს სიმბოლიზირებს.[1]

ნაწარმოების სათაური აღებულია კამილ დესმულენის სტატიიდან, ჟურნალ Le Vieux Cordelier-ის ბოლო ნომრიდან, სადაც ის იაკობინელებს აკრიტიკებდა. ეს მონაკვეთი, თავის მხრივ, მინიშნებაა აცტეკთა ახსნა-განმარტებაზე, ადამიანის მსხვერპლშეწირვის აუცილებლობასთან დაკავშირებით.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Shaw, Harry E. (1983). The forms of historical fiction: Sir Walter Scott and his successors. Cornell University Press, გვ. 105. ISBN 0801415926. 
  2. Carlyle, Thomas (1902). The French revolution: a history in three parts (III. The Guillotine). G.P. Putnam, გვ. 173.