ელექტრა
ელექტრა (ბერძნ.: Ηλέκτρα) — ბერძნულ მითოლოგიაში არგოსიელი დედოფლისწული; მეფე აგამემნონისა და დედოფალი კლიტემნესტრას ქალიშვილი; იფიგენეიას, ქრიზოთემისისა და ორესტეს და. სოფოკლეს და ევრიპიდეს ამავე სახელწოდების ტრაგედიების მთავარი გმირი. ფსიქოლოგიური კონცეფცია "ელექტრას კომპლექსი" მის სახელს ატარებს.