საფრანგეთის აკადემია
საფრანგეთის აკადემია (ფრანგ. Académie française) — სამეცნიერო დაწესებულება საფრანგეთში, რომლის მიზანია ფრანგული ენის ენის ჩამოყალიბებისა და სალიტერატურო ნორმების კვლევა. არის საფრანგეთის ინსტიტუტის ნაწილი.
შექმნის ისტორია
რედაქტირება1635 წელს კარდინალ რიშელიეს წყალობითა და მეფის პატრონაჟით საფრანგეთის აკადემია ჩამოყალიბდა. აკადემიის პირველი წევრები იყვნენ:
- ვალენტინ კონრარი,
- ჟან დემარე,
- ჟან გომბო,
- ფრანსუა დე ბუარობერი,
- ჟან შაპლენი,
- ნიკოლა ფარე,
- ანტუან გოდო,
- ფრანსუა მეინერი (François Maynard),
- მარენ ლერუა დე გომბერვილი,
- გიიომ კოლტე (Guillaume Colletet),
- ჟან-ლუი გეზ დე ბალზაკი,
- ონორა დე ბიუეი დე რაკანი,
- კლოდ ფავრ დე ვოჟლა,
- მარკ-ანტუან ჟირარ დე სენტ-ამანი,
- ვენსან ვუატიური.
1694 წელს აკადემიამ გამოსცა ლექსიკონი, ცნობილი სახელწოდებით: „საფრანგეთის აკადემიის ლექსიკონი“ (Dictionnaire de l'Académie française).
1793 წელს, საფრანგეთის რევოლუციისას აკადემია განადგურდა, ხოლო ორი წლის შემდეგ აღდგა, როგორც საფრანგეთის ინსტიტუტის ნაწილი.
აკადემიის წევრების ამჟამინდელი სია
რედაქტირება
|
|
წინააღმდეგობა რეგიონული ენებისადმი
რედაქტირება2008 წლის ივნისში საფრანგეთის ხელისუფლების მიერ წამოყენებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც აღიარებდა და დაიცავდა ქვეყნის რეგიონულ ენებს (ესენია: ბასკური, ოქსიტანური, ბრეტონული, ფრანკო-პროვანსული, ალზასური გერმანული, ფლამანდრიული ჰოლანდიური, კორსიკული) აკადემია წინ აღუდგა.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2012 წლის 11 ივნისიდან, ეკტორ ბიანჩოტის სიკვდილის შემდეგ.
- ↑ აკადემიის დუაიენი (უხუცესი).
- ↑ მუდმივი მდივანი.
- ↑ 2012 წლის 7 მარტიდან, ფელისიენ მარკოს სიკვდილის შემდეგ.
- ↑ 2013 წლის 21 აპრილიდან ფრანსუა ჟაკობის სიკვდილის შემდეგ.
- ↑ Allen, Peter (16 August 2008). „France's L'Académie française upset by rule to recognise regional tongues“. The Daily Telegraph. London. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2020.