ფრანკო-პროვანსული ენა
ფრანკო-პროვანსული ენა (ფრანგ. francoprovençal; იტალ. francoprovenzale; არპიტანული ენა ან რომანდიული) — რომანული ენა, რომელიც გავრცელებულია დასავლეთ შვეიცარიაში, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და იტალიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილებში. იმყოფება გადაგვარების ზღვარზე, რამეთუ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მასზე მოლაპარაკე საზოგადოება გადავიდა სტანდარტულ ფრანგულ ენაზე. დღეისათვის ფრანკო-პროვანსული დინამიკის ყველაზე დიდი რაოდენობა თავმოყრილია იტალიის ავტონომიურ რეგიონში — ვალე-დ-აოსტაში. ამ ენაზე საუბრობენ აგრეთვე ალპური ხეობების დასახლებულ ადგილებში, ტურინის პროვინციაში, ფოჯას ორ იზოლირებულ ქალაქში, და შვეიცარიის რომანდიაში.
ფრანკო-პროვანსული ენა Arpitan | |
გავრცელებულია | იტალია საფრანგეთი შვეიცარია |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 113,400 |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები |
დამწერლობის სისტემა | ლათინური |
ენის კოდები | ISO 639-3: FRP |
რუკა | |
| |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-FRP}} |
ფრანკო-პროვანსული ენა წარმოადგენს გალურ-რომანულ ენას და კლასიფიცირდება როგორც საფრანგეთის რეგიონული ენა, თუმცა მასზე მოლაპარაკეთა რაოდენობა აქ უმნიშვნელოა. ორგანიზაციები ამ ენის შენარჩუნებას ცდილობენ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების, განათლების, სამეცნიერო გამოკვლევებისა და პუბლიკაციების ხარჯზე.