მო იენი (ჩინ.: 莫言; დ. 17 თებერვალი, 1955, შანდუნი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) — თანამედროვე ჩინელი მწერალი, ჰონკონგის ღია უნივერსიტეტის საპატიო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი[6]. 2012 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში როგორც ავტორს, რომელიც„ჰალუცინაციური რეალიზმის საშუალებით ხალხურ ზღაპრებს, ისტორიასა და თანამედროვეობას აერთიანებს.“[7]. სამშობლოს გარეთ იენი ყველაზე მეტად ცნობილია რომანით „წითელი სორგო“, რომლის მიხედვითაც 1988 წელს ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.[8].

მო იენი
ჩინ.: 管谟业
დაბადების თარიღი 17 თებერვალი, 1955(1955-02-17)[1] (69 წლის)
დაბადების ადგილი გაომი
ფსევდონიმი Mo Yan[2]
საქმიანობა მწერალი[3] , რომანისტი, მასწავლებელი და სცენარისტი
ენა Mandarin
მოქალაქეობა  ჩინეთი
ალმა-მატერი სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ხელოვნების აკადემია და პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტი
Magnum opus Red Sorghum, The Republic of Wine და Life and Death Are Wearing Me Out
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[4] [5], ნონინოს საერთაშორისო პრემია, ჰონგ-კონგის ჩინური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და Fukuoka Asian Culture Prize
ნათესავ(ებ)ი Guan Shiren

ჩინური კრიტიკა მის ნაწარმოებებს მიაკუთვნებს „ფესვების მეძებარ ლიტერატურასთან და მაგიურ რეალიზმთან“[9]. ინგ ლი ჰუა მას უწოდებს „უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი და ნაყოფიერი ჩინელი მწერალი დღეს“, რომლის წარმატების საიდუმლოც არის — მკაცრის და მიწიერის გარდაქმნა რაღაც დახვეწილში ლირიკული სიხარულის მისაღწევად, სადაც შეღწეულია მისი შრომა[10]. ჰარვარდ გოლდბლათი ამტკიცებს, რომ მისი სახელი იცის ყველა კომპეტენტურმა ჩინელმა, და მო იენის პატარა დედულეთს ადარებს ფოლკნერის იოკნაპატავას, მითითებით, რომ მწერალმა მიიღო ამბიციური პროექტი მეოცე საუკუნის ჩინური ისტორიის ქრონიკებით თავის ბესტსელერებში[11].

ბიოგრაფია რედაქტირება

მო იენი — ეს ფსევდონიმია, ჩინურიდან თარგმნისას ნიშნავს „გაჩუმდის“. ნამდვილი სახელი — გუან მოიე (ჩინ.: 管谟业)[12].

დაიბადა, ინგ ლი ჰუას მონაცემების მიხედვით, 1955 წელს გაომში თანამედროვე საქალაქო ოლქი ვეიფანი შადუნის პროვინციაში (ამ ადგილის სოფელში მიმდინარეობს მისი ნაწარმოებების რიგითი ამბები), 11 წლისას „ლიტურატურული რევოლუციის“ გამო დაეტოვებინა სკოლა. 1976 წელს, რამდენიმე უარყოფითი პასუხის შემდეგ შეძლო მომხდარიყო ჯარში, სადაც ის პოლიტიკურ მუშათა პერსონალს შეუერთდა. ჯარში მან განათლების მიღება განაგრძო.

ჩინეთის მწერალთა ასოციაციაში 1986 წელს მოხვდა. შეიარაღებული ძალები 1997 წელს დატოვა და გადავიდა გაზეთის რედაქტორის წოდებაზე სამუშაოდ.

ამჟამად მო იენი იკავებს ჩინელ მწერალთა ასოციაციაში თავჯდომარის მოადგილეს თანამდებობას.

შემოქმედება რედაქტირება

 

1980 წლების მეორე ნახევარში ლიტერატურაში აქტიურად შესული მო იენი და მასთან ერთად რამდენიმე თანამედროვე, როგორც წესი თანამედროვე ჩინური ლიტერატურის 5 თაობიდან განეკუთხვენება მეოთხეს[13].

მო იენმა ლიტერატურული კარიერა 1981 წელს დაიწყო და პირველი ნაწარმოები ტრადიციულ-რეალისტურ მანერაში შექმნა, მესამე პირში თხრობით. უკვე 1980-იანებში ის თვალნათლივ ცვლის წერის ხერხებს.

მკითხველის ყურადღების ქვეშ მოქცეული მო იენის პირველი ნაწარმოები გახდა მოთხრობა „ბოლოკი, წითელი გარედან და გამჭვირვალე შიგნიდან“, ამბავი სადაც მთხრობელის ხმა, მიმდინარეობისას ეხამება სოფლელი ობოლი-ბიჭის სახეს, რომელსაც ბუნების აღქმის დიდი მგრძნობელობა გააჩნია.

ნაწარმოები „წითელი სორგო“, გამოქვეყნებულია 1986 წელს, მინიჭებული ჰქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული პრემია „წლის საუკეთესო მოთხრობა“ და მიიღო მსოფლიო აღიარება ისევე როგორც მისმა ეკრანიზაციამ, რომელიც ერთ წელიწადში განახორციელა ჯანგ იმოუმ[14]. არც ისე დიდ ნაწარმოებში იშლება ერთი ოჯახის ისტორია 1930-იან წლებში ანტი-იაპონური ომის ფონზე, მთხრობელად გვევლინება შვილიშვილი, მოვლენების მონაწილე. ეპიზოდებში ირღვევა ხაზოვანი თანმიმდევრობა.

მოი იენის ერთ-ერთი ბოლო წიგნია „დავიღალე დაბადებით და სიკვდილით“[15] არჩევს ურთიერთობას ფერმერისა და მიწას შორის, და მისი სხვა ნაწარმოებებთან შედარებით ნაკლებ ძალადობას შეიცავს და მეტ განჭვრეტას. ისტორია, რომელსაც უმრავლესობა მო იენის სუაკეთესო ნაწარმოებად აღიქვამს, მონაყოლია თაღლითის მიერ, რომელიც აწამეს მიწის რეფორმის დროს 1950 წელს და რომელიც 50 წლის მანძილზე ადევნებს თვალყურს მოვლენებს, იგი იბადება სხვადასხვა სახლის ცხოველების სახით[16].

ამ ნამუშევარს მიენიჭა ნიუმენის პრემია ჩინურ ლიტერატურაში. 2011 წელს კი მწერალმა მაო დუნის პრემია აიღო წიგნისთვის „ბაყაყი“. 2012 წელს დამტკიცდა ნობელის პრემიის ფლობელად ლიტერატურაში.

მწერლის პირადი აღიარების მიხედვით მის ნაწარმოებებზე დიდი გავლენა იქონიეს რაბლემ, გარსია მარკესმა და იულიამ ფოლკნერმა[9].

მო იენის შემოქმედება გადათარგმნილია 10-ზე მეტ ენაზე, ინგლისურის, ფრანგულის, გერმანულის და ნორვეგიულის ჩათვლის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Babelio — 2007.
  2. https://www.nobelprize.org/prizes/facts/facts-on-the-nobel-prize-in-literature/
  3. Deutsche Nationalbibliothek Record #11926689X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/2012/
  5. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  6. 莫言
  7. «The Nobel Prize in Literature 2012 — Prize Announcement». Nobelprize.org. 11 Oct 2012.(ინგლისური)
  8. Hong gao liang.(ინგლისური)
  9. 9.0 9.1 Хузиятова Н. К. Мо Янь // Духовная культура Китая (энциклопедия). В 6 т. Т. 3. Литература. Язык и письменность. М.: Вост. лит. 2008. С. 360.
  10. Li-Hua Ying. Historical Dictionary of Modern Chinese Literature. The Scarecrow Press, 2010. P. 140, 141
  11. Howard Goldblatt. Mo Yan. // Encyclopedia of Modern China. In 4 vol. Vol. 2. P. 617—618.
  12. Holding Up Half the Sky. დაარქივებული 2013-06-27 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  13. Духовная культура Китая (энциклопедия). В 6 т. Т. 3. Литература. Язык и письменность. М.: Вост. лит. 2008. С. 172
  14. Erin Carlson.. (2012-10-11) Chinese Author Mo Yan Wins 2012 Nobel Literary Prize. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-22. ციტირების თარიღი: 2012-10-11.
  15. варианты английских переводов: Fatigue of Life and Death или en:Life and Death Are Wearing Me Out
  16. Li-Hua Ying. Historical Dictionary of Modern Chinese Literature. The Scarecrow Press, 2010. P. 142