ვლადიმერ ნაბოკოვი

ვლადიმერ ვლადიმერის ძე ნაბოკოვი (რუს. Владимир Владимирович Набоков; დ. 22 აპრილი, 1899 ― გ.2 ივლისი, 1977) — რუსი-ამერიკელი მწერალი. პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები დაწერა რუსულად, თუმცა საერთაშორისო აღიარება, როგორც პროზაიკოსს, ინგლისურ ენაზე დაწერილმა რომანებმა მოუტანა.

ვლადიმერ ნაბოკოვი
რუს. Владимир Владимирович Набоков
დაბადების თარიღი 10 (22) აპრილი, 1899[1]
დაბადების ადგილი სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნია, რუსეთის იმპერია[2]
გარდაცვალების თარიღი 2 ივლისი, 1977(1977-07-02)[3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [1] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი მონტრე[2]
დასაფლავებულია Cemetery of Clarens[19]
ფსევდონიმი Владимир Сирин
საქმიანობა რომანისტი, პოეტი, მწერალი[20] , ზოოლოგი, მთარგმნელი, დრამატურგი, ავტობიოგრაფი, სცენარისტი, ლეპიდოპტეროლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ჟურნალისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, საჭადრაკო კომპოზიტორები, მოჭადრაკე, ლიტერატურათმცოდნე[21] , ენტომოლოგი[21] და man of letters[21]
ენა რუსული ენა და ინგლისური ენა
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 აშშ
ალმა-მატერი ტრინიტის კოლეჯი და კემბრიჯის უნივერსიტეტი[22]
ჟანრი სატირა
Magnum opus ლუჟინის დაცვა, სებასტიან ნაიტის რეალური ცხოვრება, ლოლიტა, ფერმკრთალი ალი და ხსოვნა, ლაპარაკი
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[22]
მეუღლე ვერა ნაბოკოვა
შვილ(ებ)ი დიმიტრი ნაბოკოვი[8]
ნათესავ(ებ)ი Serge Nabokov და Vladimír Petkevič
ხელმოწერა
საიტი vladimir-nabokov.org

ნაბოკოვის საყოველთაოდ ცნობილი ნამუშევარი ინგლისურ ენაზე უდავოდ „ლოლიტაა“ (1955), რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრული ნაწარმოები, მას მოსდევს ასევე „მკრთალი ცეცხლი“ (Pale Fire, 1962).

ნაბოკოვს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ლეპიდოპტერიაში. მას უკუთვნის საჭადრაკო პრობლემათა გარკვეული რაოდენობაც.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვლადიმერ დიმიტრის ძე ნაბოკოვისა და მისი მეუღლის, ელენა ივანოვნა რუკავიშნიკოვას უფორისი ვაჟი, ვლადიმერ ნაბოკოვი სანქტ-პეტერბურგის ცნობილ არისტოკრატთა ოჯახში დაიბადა. მან აქვე გაატარა ადრეული ბავშვობა და ყრმობა. ოჯახის წევრები რუსულად, ინგლისურად და ფრანგულად საუბრობდნენ და ნაბოკოვი ადრეული ასაკიდან სამ ენაზე მეტყველებას შეეჩვია.

ნაბოკოვის ოჯახი 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს პეტერბურგიდან ყირიმში აფარებს თავს 18 თვის განმავლობაში. ყირიმში თეთრების დამარცხების შემდეგ კი ისინი დასავლეთ ევროპაში გაიხიზნენ. რუსეთიდან 1919 წელს ემიგრაციის შემდეგ ოჯახი ცოტა ხნით ინგლისში სახლდება, სადაც ვლადიმერი კემბრიჯში, ტრინიტის კოლეჯში იწყებს სლავური და რომანული ენების შესწავლას. 1923-ში კემბრიჯში სწავლის დასრულების შემდეგ ის ბერლინში გადადის, სადაც მცირე რეპუტაციას იხვეჭს რუს ემიგრანტთა შორის როგორც პოეტი და ნოველისტი, ვლადიმერ სირინის ფსევდონიმით. 1925 წელს აქვე მან ვერა ლონიმზე იქორწინა. 1934 წელს მათ გაუჩნდათ ვაჟი, დმიტრი.

1922 წელს რუსმა მონარქისტებმა შეცდომით ნაბოკოვის მამა მოჰკლეს, რუსეთიდან დევნილი კონსტიტუცურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, პაველ მილიუკოვის, რომელიც ნაბოკოვების ოჯახს აფარებდა თავს, ნაცვლად. შეცდომით მომხდარი სასტიკი მკვლელობის ეპიზოდმა მრავალჯერ ჰპოვა გამოძახილი ნაბოკოვის ნაწარმოებებში, რომელთა გმირებს ხშირად იგივე ბედი ხვდებათ წილად.

ნაბოკოვი სინესთეტი (ინგ. synaesthesia) იყო და შეგრძნებათა აღქმის დარღვევის ამგვარ მოვლენას ის თავის რამდენიმე ნაშრომშიც აღწერს. თავის მემუარში „მყარი აზრები“ (ინგ. Strong Opinions), ის აღნიშნავს, რომ მის მეუღლესაც სინესთეზიის ნიშნები ჰქონდა - მათი „გონების თვალი“ ფერებს გარკვეულ ასოებთან აიგივებდა. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ დმიტრისიაც იგივე მოვლენა ახასიათებდა და, რომ ფერების ასოებთან მისეული აღქმა მშობლების მიერ აღქმულ ფერთა ნაზავი იყო, რაც ნაბოკოვის თქმით „გენების აქვარელით ხატვას“ ჰგავდა.

ნაბოკოვი ოჯახთან ერთად 1937-ში ბერლინიდან პარიზში გადადის, 1940-ში კი გერმანული ჯარების შემოტევას ის აშშ-ში გაურბის. აქ ის ხვდება ედმუნდ ვილსონს, რომელმაც ნაბოკოვის შრომები ამერიკელ გამომცემლებს გააცნო. ამ დროიდან იწყება ნაბოკოვის საერთაშორისო აღიარება.

ნაბოკოვი ველესლის კოლეჯში 1941 წელს იწყებს მუშაობას შედარებით ლიტერატურაში რეზიდენტ პროფესორად. ეს თანამდებობა მისთვის სპეციალურად შეიქმნა - ის უზრუნველყოფილი იყო შემოსავლით, ჰქონდა თავისუფალი დრო წერითი შემოქმედებისათვის და ლეპიდოპტერიისთვის. მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც ველესლის რუსული განყოფილების ჩამომყალიბებელს. მას მიჰყავდა ლექციათა სერია მე-19 საუკუნის რუს მწერალთა შესახებ. ქვეყნის მასშტაბით ლექციათა ტურის შემდეგ ნაბოკოვი ისევ ველესლის უბრუნდება 1944-45 სასწავლო წელს პროფესორად. ის აქ მსახურობდა 1948 წლამდე, როგორც რუსულის განყოფილების ერთადერთი წარმომადგენელი და კითხულობდა კურსებს რუსულ ენასა და ლიტერატურაში. მისი კურსები საყოველთაოდ პოპულარული იყო განპირობებული, როგორც მისი სწავლების განსაკუთრებული სტილითა, ასევე საზოგადოდ ომის პერიოდში რუსეთისადმი გაზრდილი ინტერესის გამოც. 1948 წელს ნაბოკოვი ველესლის ტოვებს და ხდება კორნელის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის განყოფილების თავმჯდომარე. 1945-ში ის აშშ-ს ნატურალიზებული მოქალაქე ხდება. ლოლიტას წარმატების შემდეგ ნაბოკოვს საშუალება მიეცა ევროპაში გადასულიყო. 1960 წლიდან ცხოვრების ბოლომდე ის მონრო პალას ოტელში (მონრო, შვეიცარია) ცხოვრობდა. იქვე გარდაიცვალა 1977 წელს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Литераторы Санкт-Петербурга. ХХ век / под ред. О. В. Богданова
  2. 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118586114 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. Field A., Albert M. Encyclopædia Britannica
  5. SNAC — 2010.
  6. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  7. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 Lundy D. R. The Peerage
  9. NooSFere — 1999.
  10. გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
  11. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  12. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  13. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  15. Babelio — 2007.
  16. Munzinger Personen
  17. The Fine Art Archive
  18. Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 591–596. — ISBN 5-94848-262-6
  19. https://www.montreux.ch/habiter-et-decouvrir/territoire/cimetieres
  20. The Fine Art Archive — 2003.
  21. 21.0 21.1 21.2 Czech National Authority Database
  22. 22.0 22.1 Guggenheim Fellows database