სინესთეზია (ბერძნ. συναίσθησις — ერთდროული შეგრძნება, ერთობლივი გრძნობა, თანაშეგრძნება) — ფსიქოლოგიაში აღქმის მოვლენა, როდესაც ერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანებისას მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური შეგრძნების პარალელურად ჩნდება სხვა გრძნობის ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნებაც. მაგ. ფერადი ყნოსვა, ფერადი სმენა და ა.შ.

როგორ შეიძლება აღიქვას ადამიანმა სინესთეზიით სხვადასხვა ასოები და ციფრები

კვლევის ისტორია

რედაქტირება

ფერადი სმენის მიმართ ინტერესი, ანტიკური საბერძნეთიდან იღებს სათავეს. ისააკ ნიუტონი თვლიდა რომ მუსიკალური და ფერადი ტონები საერთო სიხშირეებში ერთიანდებოდნენ. როგორც გოეთე თავის წიგნში „ფერთა თეორია“. მიუხედავად იმისა რომ ეს იდეა მცდარი იყო,

პირველი სამედიცინო აღწერა ფერადი სმენის შედგა 1812 წელს გერმანიაში. ფსიქოფიზიკის მამამ გუსტავ ფეხნერმა 1871 წელს პირველმა შეადგინა ემპირიული მიმოხილვა ამ თემის შესახებ სადაც მონაწილეობას იღებდა 73 სინესთიტი. (ფრანსის გალტონის შემდეგ) . საუკუნეების განმავლობაში სინესთეზია აქტიური კვლევის საგანი იყო. თუმცა ბიჰევიორიზმის დაბადებამ რომელმაც ტაბუ დაადო სუბიქტური გამოცდილების მნიშვნელობას, სინესთეზია მეცნიერულ ჩრდილში მოაქცია 1930 წლიდან 1980 წლამდე.

1980 იანი წლებიდან კოგნიტურმა რევოლუციამ შინაგანი სუბიექტური ნაწილები ისევ პატივსაცემ საგნად აქცია და მეცნიერები დაუბრუნდნენ სინესთეზიას. აშშ-ში ლერი მაკსის და რიჩარდ ციტოვიჩის მიერ, და მოგვიანებით ინგლისში სიმონ ბარონ-კოჰენი და ჯეფრი გრეი, 1990 იან წლებში აქცენტი კეთდებოდა გრაფიმ - ფერის სინესთეზიაზე. ახლა კი ის ბევრი კვლევის და სამეცნიერო წიგნის, გაზეთის დოკუმენტური ფილმის, და ნოველების თემაც კი არის.