ლოლიტა (რომანი)

(გადამისამართდა გვერდიდან ლოლიტა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლოლიტა (მრავალმნიშვნელოვანი).

„ლოლიტა“ (ინგლ. Lolita) — ვლადიმერ ნაბოკოვის რომანი. პირველად დაიწერა ინგლისურად და გამოიცა პარიზში 1955 წელს, შემდეგ კი ავტორმა რუსულად თარგმნა და 1958 წელს ნიუ-იორკში გამოსცა. რომანმა სახელი გაითქვა ინოვაციური წერის სტილითა და სკანდალური თემით: „ლოლიტაში“ მოთხრობილია საშუალო ასაკის მამაკაცზე — ჰუმბერტ ჰუმბერტზე, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდება 12 წლის გოგო, სახელად დოლორეს ჰეიზი, და მასთან ინტიმურ ურთიერთობას იწყებს.

რომანის პირველი გამოცემის გარეკანი

რომანი მყისვე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები გახდა და ნაბოკოვს უდიდესი წარმატება მოუხვეჭა. მცირე ხანში რომანი კლასიკის ჟანრში მოხვდა და XX საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე სკანდალური ნაწარმოები გახდა. სახელი „ლოლიტა“ პოპკულტურაში სექსუალურად გათვითცნობიერებული ახალგაზრდა გოგოს სინონიმი გახდა. რომანის კინოვერსია პირველად 1962 წელს გადაიღეს, მეორედ კი — 1997 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება