ნაგიბ მაჰფუზი

(გადამისამართდა გვერდიდან ნაჯიბ მაჰფუზი)

ნაგიბ მაჰფუზი (დ. 11 დეკემბერი, 1911 — გ. 30 აგვისტო, 2006) — ეგვიპტელი მწერალი. 1988 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში და პირველი არაბი ნობელიანტი გახდა.[23] იგი თანამედროვე არაბულ ლიტერატურაში ერთ-ერთი პირველი მწერალია, რომელიც ეგზისტენციალურ თემებს იკვლევს. 70 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე მას გამოქვეყნებული აქვს 34 რომანი და 350 მოთხრობა, ამასთანავე უამრავი საგაზეთო სტატია და ფილმის სცენარი, რომელთა მიხედვითაც ეგვიპტური და უცხოური ფილმებია გადაღებული. ქართულ ენაზე თარგმნილია მისი რომანები: „მირამარი“, „როდოპოსი“ და „ჩვენი უბნის შვილები“.

ნაგიბ მაჰფუზი
არაბ. نجيب محفوظ
დაბადების თარიღი 11 დეკემბერი, 1911(1911-12-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბადების ადგილი კაირო, ეგვიპტე[12]
გარდაცვალების თარიღი 30 აგვისტო, 2006(2006-08-30)[13] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (94 წლის)
გარდაცვალების ადგილი გიზის მუჰაფაზა
დასაფლავებულია კაირო
საქმიანობა რომანისტი, სცენარისტი, მთარგმნელი, დრამატურგი[10] , მწერალი[10] , ინტელექტუალი, ჟურნალისტი, ნოველისტი და ავტობიოგრაფი
მოქალაქეობა Khedivate of Egypt
 ეგვიპტის სასულთნო
Kingdom of Egypt
Republic of Egypt
გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა
 ეგვიპტე
ალმა-მატერი კაიროს უნივერსიტეტი
ჟანრი მოთხრობა
Magnum opus Respected Sir, ნუბიის რაფსოდია, მირამარი, Midaq Alley, ჩვენი უბნის შვილები, The Thief and the Dogs, კაიროს ტრილოგია, არაბული ღამეები და დღეები, Khufu's Wisdom, The Day the Leader was Killed, ძიება, The Beggar, The Harafish, The Journey of Ibn Fattouma, Adrift on the Nile, Dreams of departure, Mirrors (novel), The Beginning and the End, Karnak Café, Stories from Our Neighbourhood, Wedding Song, Autumn Quail, Akhenaten, Dweller in Truth და The Mirage
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[14] [15] , Orden al Mérito Docente y Cultural Gabriela Mistral, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი[16] , Grand Collar of the Order of the Nile, Honorary doctorate from the University of Cairo[17] , Cavafy Award და იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენის დიდი ოფიცერი
მეუღლე Atiyatullah Ibrahim[18]

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

მაჰფუზი საშუალო ფენის მუსლიმურ ოჯახში კაიროში, ჯამალიის კვარტალში დაიბადა. მას ოთხი ძმა და ორი და ჰყავდა, რომელთა შორის ყველაზე უმცროსი იყო. მომავალი მწერლის მამა, აბდელ-აზიზ იბრაჰიმი სამოქალაქო სამსახურში მსახურობდა, ხოლო დედა ალ-ალზარის შეიხის ქალიშვილი იყო.[24]

მაჰფუზის მშობლები ღრმად მორწმუნე მუსლიმები იყვნენ და შვილებს ისლამური წესების მკაცრი დაცვით ზრდიდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში მაჰფოუზმა ბავშვობის პერიოდის გახსენებისას ოჯახში არსებულ მკაცრ რელიგიურ გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ამ ოჯახის წევრი ხელოვანი გახდებოდა.“[24]

მაჰფუზი ბევრს კითხულობდა. მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს ეგვიპტელმა მწერლებმა, ტაჰა ჰუსეინმა და სალამა მოსამ.[25]

მაჰფუზი 1930-1934 წლებში კაიროს უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა. 1936 წელს მან გადაწყვიტა, სწავლა შეეწყვიტა და პროფესიონალი მწერალი გამხდარიყო. მან დაიწყო რედაქტორობა ჟურნალ „al-Risala“-ში, ხოლო ჟურნალებში „Al-Hilal“ და „Al-Ahram“ მოთხრობებს აქვეყნებდა.

სამოქალაქო სამსახური

რედაქტირება

1934 წელს კაიროს უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხით დამთავრების შემდეგ მაჰფუზი ეგვიპტის სამოქალაქო სამსახურს შეუერთდა, სადაც 1971 წლამდე სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. თავდაპირველად იგი კაიროს უნივერსიტეტში კანცელარიის მოხელედ დასაქმდა, ხოლო 1938 წლიდან ისლამური შემოსავლების სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იყო.[26] 1950-იან წლებში მაჰფუზს სხვადასხვა დროს ცენზურის კომიტეტის პრეზიდენტის, კინოს ხელშემწყობი ფონდის ხელმძღვანელის და კულტურის მინისტრის მრჩევლის პოზიციები ეკავა.[27]

სამწერლობო მოღვაწეობა

რედაქტირება
 
ნაჯიბ მაჰფუზი 1960-იან წლებში

70 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე მაჰფუზს 34 რომანი, 350 მოთხრობა, 5 პიესა და უამრავი სცენარი აქვს გამოქვეყნებული. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „კაიროს ტრილოგიაა“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან ეგვიპტის 1952 წლის რევოლუციამდე კაიროში მცხოვრები ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელთა ცხოვრებას ასახავს. დასავლურ სამყაროში მაჰფუზის ნამუშევრები ნობელის პრემიის მიღების შემდეგ გახდა ცნობილი. [28]

სტილი და თემები

რედაქტირება

მაჰფუზის ადრეულ ნაშრომებში მოქმედება უმეტესად კაიროში ხდება. უოლტერ სკოტის ზეგავლენით მაჰფუზი რომანების სერიის სახით ეგვიპტის ისტორიის დაწერას გეგმავდა. მან დაწერა კიდეც სამი რომანი, თუმცა, მოგვიანებით გადაწყვიტა მისი თანამედროვე მოვლენები აღეწერა, რათა აესახა თუ როგორი ფსიქოლოგიური გავლენა აქვს სოციალურ ცვლილებას უბრალო ადამიანებზე.[29]

მაჰფუზის პროზა მისი იდეების პირდაპირი გამოხატულებაა. მწერლის ნამუშევრები უამრავ თემას შეეხება, მათ შორის ტაბუდადებულ და საკამათო თემებსაც ვხვდებით, როგორიცაა სოციალიზმი, ჰომოსექსუალიზმი, ღმერთი, რაზე წერაც აკრძალული იყო ეგვიტეში.[29]

მაჰფუზის ნამუშევრები XX საუკუნეში ეგვიპტის განვითარებას შეეხება და აღწერს, თუ როგორ აისახებოდა დასავლური და აღმოსავლური სამყაროების კულტურული და ინტელექტუალური გავლენა ეგვიპტელ ხალხზე. მწერალი საზღვარგარეთულ ლიტერატურას ბავშვობიდანვე დიდი ენთუზიაზმით ეცნობოდა. იგი ინტერესით კითხულობდა დასავლურ დეტექტივებს და რუს კლასიკოსებს, აგრეთვე თანამედროვე მწერლებსაც ეცნობოდა, რომელთა შორის იყვნენ მარსელ პრუსტი, ფრანც კაფკა და ჯეიმზ ჯოისი. მაჰფუზის მოთხრობებში მოქმედება თითქმის ყოველთვის კაიროს პოპულარულ უბნებში ხდება, სადაც მისი პერსონაჟები, რომლებიც ძირითადად უბრალო ადამიანები არიან, ცდილობენ ფეხი აუწყონ საზოგადოების მოდერნიზაციას. მწერალი დასავლური ღირებულებების მიმართ მათ დამოკიდებულებას აღწერს.[29]

1950-იანი წლების ძირითადი ნაშრომი მწერლისთვის „კაიროს ტრილოგიაა“, რომელიც პირველი მსოფლიო ომიდან მეფე ფარუკ I-ის ტახტიდან ჩამოგდებამდე სამი თაობის მანძილზე ეგვიპტური ოჯახის ცხოვრებას აღწერს. ტრილოგიის დასრულების შემდეგ, მაჰფუზი რამდენიმე წლის მანძილზე აღარ წერდა. მან ლიტერატურული მოღვაწეობა 1959 წელს განაახლა.[29]

ასევე პოპულარობით სარგებლობს მაჰფუზის 1966 წლის რომანი „ნილოსის დინება“, რომელიც გამალ ნასერის მმართველობის პერიოდში ეგვიპტური საზოგადოების დეკადანსს აკრიტიკებს. რომანი ეგვიპტის მესამე პრეზიდენტმა, ანვარ ალ-სადათმა პრეზიდენტ ნასერის მხარდამჭერთა მხრიდან პროვოკაციის თავიდან ასარიდებლად აკრძალა. რომანის მიხედვით ეგვიპტელმა რეჟისორმა, ჰუსეინ კამალმა 1971 წელს ფილმი გადაიღო.

მწერლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია რომანი „ჩვენი უბნის შვილები“, რომელიც ალეგორიულად კაცობრიობის სულიერ ისტორიას ასახავს. რომანი თავდაპირველად ყოველდღიურ ჟურნალ „Al-Ahram“-ში სერიების სახით იბეჭდებოდა. რელიგიურ ავტორიტეტთა მკაცრი წინააღმდეგობის გამო, რომელთაც რომანი ღვთისგმობად მიიჩნიეს, ეგვიპტეში მისი გამოცემა აიკრძალა.[30] „ჩვენი უბნის შვილები“ სრული სახით პირველად 1967 წელს ლიბანში გამოქვეყნდა, ხოლო ეგვიპტეში – 2006 წელს.

1960-იან წლებში მაჰფუზმა თავის ეგზისტენციალურ რომანებში კიდევ უფრო განავითარა კაცობრიობის ღმერთისგან დაშორების თემა. 1961 წლის რომანი „ქურდი და ძაღლები“ მარქსიზმის მიმდევარი ქურდის ბედისწერაზეა, რომელიც ციხიდან გამოვიდა და შურისძიებას გეგმავს.[29]

1960-იან და 1970-იან წლებში მაჰფუზმა აქტიურად დაიწყო რომანებში შინაგანი მონოლოგების ჩართვა. 1967 წლის რომანში „მირამარი“ ერთდროულად რამდენიმე მთხრობელს ვხვდებით, სადაც თითოეული პერსონაჟი განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებას გამოხატავს.

 
ნაჯიბ მაჰფუზი 1982 წელს

რომანის „სასწაულების ხეივანი“ მიხედვით 1995 წელს მექსიკელმა რეჟისორმა, ხორხე ფონსმა ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს სელმა ჰაიეკი ასრულებს.

პოლიტიკური გავლენა

რედაქტირება

მაჰფუზის ნაშრომებში ხშირად გვხვდება პოლიტიკური თემები. მწერალმა აღნიშნა, რომ პოლიტიკას აზროვნების ღერძად მიიჩნევს და ამიტომ, არცერთი მისი ნაშრომი გვერდს არ უვლის ამ თემას.[31]

მაჰფუზი თავისი შემოქმედების საშუალებით მხარს უჭერდა ეგვიპტურ ნაციონალიზმს, მეორე მსოფლიო ომამდელ პერიოდში სიმპათიას გამოხატავდა ეროვნული ლიბერალური პარტიის მიმართ. მწერალი სოციალისტური და დემოკრატიული იდეალებით იყო მოხიბლული, ამასთანავე იგი გმობდა ისლამურ ექსტრემიზმს.[29] მაჰფუზი მხარს უჭერდა 1952 წლის რევოლუციის იდეებს, თუმცა მას იმედი გაუცრუვდა, რადგან რევოლუციის გამოცდილება მის საწყის იდეას არ შეესაბამებოდა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

მაჰფუზს მტკიცედ სწამდა, რომ ქორწინება ლიტერატურულ კარიერაში ხელს შეუშლიდა, ამიტომ 43 წლის ასაკამდე არ დაქორწინებულა.

„მე მეშინოდა ქორწინების... განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავდი, თუ როგორი დაკავებულები იყვნენ ჩემი დაოჯახებული დები და ძმები. შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ქორწინება მთელ დროსა და თავისუფლებას წამართმევდა.“[32]

მწერალი 1943 წელს დაქორწინდა.[33] წყვილს ორი ქალიშვილი შეეძინა. ოჯახი კაიროში, ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდა. მწერალი პირადი ცხოვრების საჯარო გახმაურებას თავს არიდებდა.[29]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ევა გურგენიშვილი, „პირველი არაბი ნობელის პრემიის ლაურეატი“, „აღმოსავლეთი“, №7, გვ.42

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118576259 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  9. 9.0 9.1 AlKindi
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 The Fine Art Archive
  11. 11.0 11.1 Munzinger Personen
  12. Махфуз Нагиб // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. http://news.bbc.co.uk/1/hi/world/middle_east/5297470.stm
  14. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1988/
  15. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  16. https://www.siv.archives-nationales.culture.gouv.fr/siv/rechercheconsultation/consultation/ir/pdfIR.action?irId=FRAN_IR_026438
  17. https://cu.edu.eg/page.php?pg=contentFront/SubSectionData.php&SubSectionId=244
  18. https://honna.elwatannews.com/news/details/2030254/%D8%A3%D8%AE%D9%81%D9%89-%D8%B2%D9%88%D8%A7%D8%AC%D9%87-%D9%85%D9%86%D9%87%D8%A7--%D9%84%D9%85%D8%AF%D8%A9-10-%D8%B3%D9%86%D9%88%D8%A7%D8%AA-%D9%81%D9%8A-%D8%B0%D9%83%D8%B1%D9%89-%D8%B1%D8%AD%D9%8A%D9%84%D9%87-%D9%85%D9%86-%D9%87%D9%8A-%D8%B2%D9%88%D8%AC%D8%A9-%D9%86%D8%AC%D9%8A%D8%A8-%D9%85%D8%AD%D9%81%D9%88%D8%B8
  19. 19.0 19.1 https://www.alquds.co.uk/%EF%BB%BF%D8%B7%D9%87-%D8%AD%D8%B3%D9%8A%D9%86-%D9%88%D9%86%D8%AC%D9%8A%D8%A8-%D9%85%D8%AD%D9%81%D9%88%D8%B8-%D8%A7%D9%84%D8%A3%D8%B3%D8%AA%D8%A7%D8%B0-%D9%88%D8%A7%D9%84%D8%AA%D9%84%D9%85%D9%8A/
  20. 20.0 20.1 https://almanassa.com/stories/3979
  21. 21.0 21.1 https://www.alquds.co.uk/%EF%BB%BF%D9%85%D8%A7-%D8%A8%D9%8A%D9%86-%D9%8A%D9%82%D8%B8%D8%A9-%D9%81%D9%8A%D9%86%D9%8A%D8%AC%D8%A7%D9%86-%D9%88%D8%A3%D9%88%D9%84%D8%A7%D8%AF-%D8%AD%D8%A7%D8%B1%D8%AA%D9%86%D8%A7/
  22. 22.0 22.1 https://m.youm7.com/amp/2016/8/30/%D8%A8%D8%A7%D9%84%D8%A3%D8%B3%D9%85%D8%A7%D8%A1-%D9%84%D9%88-%D8%B9%D8%A7%D9%8A%D8%B2-%D8%AA%D9%83%D9%88%D9%86-%D8%B2%D9%89-%D9%86%D8%AC%D9%8A%D8%A8-%D9%85%D8%AD%D9%81%D9%88%D8%B8-%D8%A7%D9%82%D8%B1%D8%A3-%D9%84%D9%87%D8%A4%D9%84%D8%A7%D8%A1/2864179
  23. nobel prize in literature 1988.
  24. 24.0 24.1 Rasheed El-Enany (25 June 1993). Naguib Mahfouz: The Pursuit of Meaning. Psychology Press. ISBN 978-0-415-07395-0. ციტირების თარიღი: 25 September 2012. 
  25. Charlotte El Shabrawy (Summer 1992). „Naguib Mahfouz, The Art of Fiction No. 129“. The Paris Review. ციტირების თარიღი: 25 September 2012.
  26. El-Enany, Rasheed. "Naguib Mahfouz: His Life and Times". Cairo:AUC Press, 2007. pp 170–174
  27. (1993) Nobel Lectures: Literature, 1981–1990. World Scientific, გვ. 121. ISBN 978-981-02-1177-6. ციტირების თარიღი: 26 September 2012. 
  28. The Novel~Tea Book Club discussion. ციტირების თარიღი: 24 October 2013.
  29. 29.0 29.1 29.2 29.3 29.4 29.5 29.6 Naguib Mahfouz (1911–2006). AUC Press. ციტირების თარიღი: 26 October 2013.
  30. Hafez, Sabry: "Introduction" to The Cairo Trilogy. Cairo: American University in Cairo Press, 2001. pg xxxiv.
  31. Rasheed El-Enany, Naguib Mahfouz: The Pursuit of Meaning, Routledge, 1992, p. 23.
  32. El Shabrawy, Charlotte. „Naguib Mahfouz, The Art of Fiction No. 129“. The Paris Review. ციტირების თარიღი: 24 October 2013.
  33. El-Enany, Rasheed. "Naguib Mahfouz: His Life and Times". Cairo:AUC Press, 2007. p 172