კნუტ ჰამსუნი (ნორვ. Knut Hamsun; ნამდვილი გვარი პედერსენი; დ. 4 აგვისტო, 1859, ქალაქი ლომი ― გ. 19 თებერვალი, 1952, ნორჰოლმი) — ნორვეგიელი მწერალი, 1920 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში. 70 წელზე ხანგრძლივი ლიტერატურული მოღვაწეობის მანძილზე ავტორი ცნობიერების, საგნის, პერსექტივისა და გარემოს ცვალებადობას იკვლევდა. მისი შემოქმედება ოცზე მეტ რომანს, ერთ პოეტურ კრებულს, მოთხრობებს, პიესებს, სამოგზაურო ჩანაწერებს, ესეებს და სხვა არამხატვრულ ტექსტებს მოიცავს.

კნუტ ჰამსუნი
ნორვ. Knut Hamsun
დაბადების თარიღი 4 აგვისტო, 1859(1859-08-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი Vågå[14] ან Lom Municipality[14] [15]
გარდაცვალების თარიღი 19 თებერვალი, 1952(1952-02-19)[15] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (92 წლის)
გარდაცვალების ადგილი Grimstad
დასაფლავებულია Nørholm[16]
საქმიანობა მწერალი, პოეტი, რომანისტი, დრამატურგი, კრიტიკოსი და მწერალი[12]
მოქალაქეობა ნორვეგია[17]
Magnum opus შიმშილი და მიწის მადლი
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[18] [19] და Goethe Medal for Art and Science
მეუღლე Marie Hamsun და Bergljot Bech
შვილ(ებ)ი Arild Hamsun, Ellinor Hamsun, Tore Hamsun და Victoria Hamsun Charlesson
ხელმოწერა
საიტი hamsunsenteret.no/en/

ჰამსუნმა პირველმა გამოიყენა შინაგანი მონოლოგისა და ცნობიერების ნაკადის ტექნიკები, რითაც ფსიქოლოგიური ლიტერატურის პიონერად ითვლება. მან გავლება მოახდინა ისეთ მწერლებზე, როგორებიც არიან თომას მანი, ფრანც კაფკა, მაქსიმ გორკი, შტეფან ცვაიგი, ჰენრი მილერი, ჰერმან ჰესე და ერნესტ ჰემინგუეი.[20] ისააკ ბაშევის ზინგერი მასზე ამბობდა: „თავისი შემოქმედების ყველა ასპექტით [ჰამსუნი] თანამედროვე ლიტერატურის მამაა — იქნება ეს სუბიექტურობა, ფრაგმენტულობა, მოგონებების გამოყენების ტექნიკა თუ მისი ლირიციზმი. XX საუკუნის მთელი მოდერნისტული პროზა ჰამსუნისგან მომდინარეობს.“[21]

ახალგაზრდა ჰამსუნი უარყოფდა რეალისტურ და ნატურალისტურ ტენდენციებს. მისი აზრით, მოდერნისტული ლიტერატურის მთავარი მიზანი ადამიანს გონების სიღრმეებისა და სირთულეების კვლევა უნდა ყოფილიყო; და მწერალს „სისხლის ჩურჩული და ძვლების ვედრება“ უნდა აღეწერა.[21] თავისი რომანებით, როგორებიცაა „შიმშილი“ (1890), „მისტერიები“ (1892), „პანი“ (1894) და „ვიქტორია“ (1898), ჰამსუნი „XX საუკუნის მიწურულის ნეორომანტიკული რევოლუციის ლიდერად“ ითვლება.[22] ნორვეგიული ახალი რეალიზმის გავლენა იგრძნობა მწერლის შემდგომ ნამუშევრებში, რომლებშიც იგი სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს და ადგილობრივ დიალექტურ ფორმებს, ირონიასა და იუმორს იყენებს.[23]

ჰამსუნი ღიად უჭერდა მხარს ადოლფ ჰიტლერსა და ნაცისტურ იდეოლოგიას.[24][25] გერმანიის მიერ ნორვეგიის ოკუპაციის მხარდაჭერისთვის მას ბრალი წაუყენეს სამშობლოს ღალატში, თუმცა არ გაასამართლეს ფსიქოლოგიური და ასაკთან დაკავშირებული პრობლემებს გამო.[26][27]

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ხელმოკლე გლეხის ოჯახში. 14 წლიდან ეწეოდა მოხეტიალე ცხოვრებას, მრავალი პროფესია გამოიცვალა, ბედის საძებნელად ორჯერ იყო ამერიკაში. 1898 იმოგზაურა ფინეთში, რუსეთში, ირანში, თურქეთში, იყო კავკასიაში, კერძოდ საქართველოში. ამ მოგზაურობის ერთგვარი მხატვრული ანგარიში იყო პიესა „დედოფალი თამარი“ და შთაბეჭდილებები „ზღაპრულ ქვეყანაში“ (1903). 1918 სამუდამოდ დასახლდა ნორჰოლმში. ჰამსუნის ადრეულ შემოქმედებაში აშკარაა ბ. ბერნსონის, ხოლო მოგვიანებით - დოსტოევსკის, ნიცშესა და სტრინდბერგის გავლენა.

ჰამსუნი იმთავითვე დაუპირისპიედა ნატურალიზმს თავისი ფანტაზიითა და ფსიქოლოგიური ანალიზით; ამავე დროს, მის ნაწარმოებებში აშკარად ჩანს სინამდვილის ეროტულგრძნობადი აღქმა-წვდომა, ბუნების ექსტაზური განცდა-შეგრძნება. ჰამსუნის რომანებში გამოხატულია ქვეცნობიერი სულიერი ცხოვრების უწვრილმანესი ნიუანსები. მისი თხრობის ხელოვნება ახდენს ყველა იმ სტილური საშუალების სინთეზირებას, რომელიც მოპოვებულია ნატურალიზმიდან მოყოლებული იმპრესიონიზმის ჩათვლით და ჰამსუნის ნაწარმოებებს განუმეორებელ მიმზიდველობას სძენს.

ჰამსუნმა პირველი დიდი პოპულარობა მოიპოვა მოთხრობით „შიმშილი“ (1890), რომელიც ნორვეგიულ ლიტერატურაში თავისებურ გადატრიალებას მოასწავებდა, როგორც თემატურ-მოტივური, ისე სტილურ-მითოლოგიური თვალსაზრისით: ნაწარმოები ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს და იშვიათი ნიმუშია ამბივალენტური, შინაგანად წინააღმდეგობრივი, უკიდურესად ზეგრძნობიერი ადამიანის სულიერი ცხოვრების ასახვისა. ჰამსუნის საუკეთესო რომანებად მიჩნეულია „მისტერიები“ (1892), „პანი“ (1894), „ვიქტორია“ (1898), „მიწის მადლი“ (1917, ნობელის პრემია, 1920) და სხვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჰამსუნი იმთავითვე გერმანოფილობას ამჟღავნებდა, ამასთან, იგი პირველად გერმანიაში აღიარეს მსოფლიო მასშტაბის მწერლად, II მსოფლიო ომის დროს კი მან აშკარად გამოავლინა თავისი სიმპატიები ნაციზმის მიმართ. 1945 ჰამსუნს ნორვეგიაში სამშობლოს ღალატი წაუყენეს ბრალდებად და დააპატიმრეს, შემდეგ კი ღრმა მოხუცებულობის გამო სასჯელი ფულადი ჯარიმით შეუცვალეს.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

რომანები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ბიბლიოგრაფიული

თხზულებები

სხვა

ლიტერატურა რედაქტირება

  • კაკაბაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 599.
  • Ferguson, Robert. 1987. Enigma: The Life of Knut Hamsun. Farrar, Straus and Giroux.
  • Haugan, Jørgen. 2004. The Fall of the Sun God. Knut Hamsun - a Literary Biography Oslo: Aschehoug.
  • Humpal, Martin. 1999. The Roots of Modernist Narrative: Knut Hamsun's Novels Hunger, Mysteries and Pan. International Specialized Book Services.
  • Kolloen, Ingar Sletten. 2009. Knut Hamsun: Dreamer and Dissident . Yale University Press. ISBN 978-0-300-12356-2
  • Larsen, Hanna Astrup. 1922. Knut Hamsun Alfred A. Knopf.
  • Shaer, Matthew. 2009. Tackling Knut Hamsun. Review of Sletten, Dreamer and dissenter and Žagar, The dark side of literary brilliance. In Los Angeles Times, 25 October 2009.
  • D'Urance, Michel. 2007. Hamsun. Editions Pardès, Paris, 128 p.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 IMSLP — 2006.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
  8. 8.0 8.1 Eesti biograafiline andmebaas ISIK
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  12. 12.0 12.1 12.2 The Fine Art Archive — 2003.
  13. 13.0 13.1 Munzinger Personen
  14. 14.0 14.1 Knut HamsunNorsk biografisk leksikon.
  15. 15.0 15.1 Гамсун Кнут // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  16. https://hamsun-selskapet.no/2019/08/13/dikterstua-pa-norholm-og-andre-hoydepunkter-fra-ibsenhamsun-dagene-i-grimstad-7-10-august-2019/
  17. LIBRIS — 2013.
  18. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1920/
  19. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  20. The St. Petersburg Times - A complex legacy. Sptimes.ru (2009-11-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 2022-03-07.
  21. 21.0 21.1 ისააკ ბაშევის ზინგერი (1967). შიმშილის შესავალი
  22. The new encyclopædia Britannica: Volum 5
  23. Hal May, Contemporary Authors, Volum 119, Gale, 1986
  24. Woodard, Rob. (2008-09-10) The Nazi novelist you should read en. ციტირების თარიღი: 2021-04-29
  25. Hagen, Erik Bjerck (2020-02-26), "Knut Hamsun", Store norske leksikon, http://snl.no/Knut_Hamsun. წაკითხვის თარიღი: 2021-04-29
  26. - Dommen mot Hamsun holder ikke juridisk nb. ციტირების თარიღი: 2021-04-29
  27. Rottem, Øystein (2020-02-25), "Knut Hamsun", Norsk biografisk leksikon, http://nbl.snl.no/Knut_Hamsun. წაკითხვის თარიღი: 2021-04-29