მიწის მადლი (ნორვ. "Markens Grøde") — ნორვეგიელი ნობელიანტი მწერლის, კნუტ ჰამსუნის, 1917 წლის რომანი. ის მოგვითხრობს კაცის ისტორიას, რომელიც ნორვეგიის ერთ-ერთ სოფელში დასახლდება. წიგნი დაიწერა ნორვეგიული ახალი რეალიზმის პოპულარული სტილით,რომელიც დომინირებდა მე-20 საუკუნის დასაწყისში.რომანმა აჩვენა ჰამსუნის ზიზღი თანამედროვეობისადმი და მიდრეკილება პრივიტიზმისა და აგრარუტი ცხოვრების წესისკენ.ჰამსუნი ხაზს უსვამდა მის პერსონაჟებსა და ბუნებრივ გარემოს შორის ურთიერთობას.მიწის მადლი ასახავს(ისააკს) და მის ოჯახს,როგორც თანამედროვეობის აღფრთოვანებულს,მაგრამ ზოგჯერ ისინი კონფლიკტში არიან მასთან.რომანი მოიცავს ორ ნაწილს სახელწოდებით პირველი წიგნი და მეორე წიგნი. პირველი წიგნი გოკუსირებულია თითქმის მხოლოდ ისააკისა და მისი ოჯახის ისტორიაზე,ხოლო მეორე წიგნი იწყება აქსელის გასაჭირით და მთავრდება ისააკის ოჯახზე ფოკუსირებით.

„მიწის მადლი“

ავტორი კნუტ ჰამსუნი
ენა ნორვეგიული ენა
გამოცემის თარიღი 1917[1]

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

წიგნი პირველი რედაქტირება

რომანი იწყება ნორვეგიელი კაცის ისააკის ისტორიით,რომელიც საბოლოოდ გადასახლდა მიწის ნაკვეთზე,რომელსაც იგი მიწათმოქმედებისთვის შესაფერისად თვლიდა.მან დაიწყო ფარდულების შექმნა და სთხოვა თანასოფლელ ლაპებს(მომთაბარე ძირძველ მოსახლეობას)მისთვის დასახმარებლად ქალი გამოეგზავნათ.საბოლოოდ "დიდი ყავისფერთვალება სავსე ტანის დაკურდღლის ტუჩის მქონე" გოგონა მივიდა სახლში და დასახლდა.ინგერს შეეძინა ორი ვაჟი ელესევსი და სივერტი.ერთ დღეს ლენსმენდი გეისლერი მივიდა მათ ფერმაში და აცნობა რომ ისინი იმყოფებოდნენ შტატების მიწაზე და დაეხმარა მათ შეძენვაში.მათ ფერმას დაარქვეს sellanraa.მალევე ,გეისლერი გაათავისუფლეს ლენსმანდის თანამდებობიდან უფროსის საყვედურობის შემდეგ.ერთ დღეს როცა ისააკმა დატოვა ფერმა ხარის გასაყიდად ინგერმა გააჩინა შვილი და მოკლა რადგან ის დაიბადა კურდღლის ტუჩით და ამის გამო მთელი ცხოვრება დაიტანჯებოდა.ერთ დღეს ოლინი,ინგერის ნათესავი ეწვია ფერმას და გაარკვია,რომ ინგერმა შვილი მოკლა.ახალშობილთა მკვლელობის ამბავი მალევე გავრცელდა.ერთ დღეს ,ლენსმანდი და მამაკაცი გამოჩნდნენ მათ კართან,რათა გამოეძიათ და ეპოვათ მტკიცებულებები დანაშაულთან დაკავშირებით .ოლინი დასთანხმდა ემსახურა ფერმაში მანამ სანამ ინგერი სასჯელს მოიხდოდა.გეისლერი ერთ დღეს დაბრუნდა სპილენძის მოპოვებით დაინტერესებული.როგორც ჩანს გეისლერი ფერმაში მხოლოდ მადნის მოპოვების სურვილით არ მოსულა ასევე აპირებდა ინგერის ციხიდან რაც შეიძლება მალე გათავისუფლებას.ბრედე ოლსენი ლენსმანდის თანაშემწე ახლა დასახლდა მიწაზე შუა გზაზე სელარნაასა და სოფელს შორის.მის ფერმას ბრეიდაბილკი ერქვა.იმავდროულად ინგერმა ციხეში კიდევ ერთი ბავშვი გააჩინა და ლეოპოლდინი დაარქვა.მეორე დღეს გეისლერი დაბრუნდა სელნაარში.მან პირველად მიმართა სპილენძის ტრაქტის საკითხს.მან მიწა 200 დალერად იყიდა ისააკისგან,მისთვის ეს თანხა დღემდე გაუგონარი ფული იყო.გეისლარმა ასევე ესაუბრა იმაზე, თუ როგორ წარუდგინა მოხსენება მეფესა და გუბერნატორს საქმის შესახებ,რომ გამოეშვათ ინგერი ვადაზე ადრე.ისააკი გაოგნებული იყო გეისლერის კეთილშობილებით.ერთ დღეს ისაკაი ჩადის სოფელში ინგერთან შესახვედრად მას აღარ ქონდ აკურდღლის ტუჩი მხოლოდ რამდენიმე შრამი მის სახეზე.ასევე თან ახლდა მისი ქალიშვილი რომელიც ისააკს მანამდე ნანახი არ ყავდა.სელნარსაა და ბრეიდბლიკს შორის ახალი ჩამოსახლებული ჩამოვიდა.მისი სახელი იყო აქსელი.მან თავის ფერმას Maaneland დაარქვა .აქსელს ბრედმა შესთავაზა რომ მის ქალიშვილს მასთან ემუშავა.ინგერმა ცოტა ხანში ისევ გააჩინა ქალიშვილი სახელად რებეკა .როდესაც ოლინე ერთ დღეს მათთან მივიდა ოჯახს უთხრა რომ ბიძკა სივერტი(ამის პატივსაცემად ქვია სახელი ამათ შვილს) ძალიან ცუდად იყო.და სერვენტს უნდა დაემკვიდრებინა მისი ქონება.საბოლოოდ ბიძა კვდება და მისი ქონების ბედი გაურკვეველი რჩება.გეისლერი რამდენიმე შახტის მთხრელთან ერთად ერთ დღეს ფერმაში ცხენებით მივიდნენ .გეისლერი ისე იქცეოდა როგორც ისაკაის ადვოკატი და გაყიდა ისააკის მიწის ნაწილი ოთხი ათას კრონად.ისააკი ისევ გაკვირვებული იყო გეისლერის სულგრძელობით.მალევე ვრცელდება ინფორმაცია,რომ Breidablik ის გაყიდვას აპირებდნენ.ნამდვილი კიზეზი აღმოჩნდა ის, რომ ბრედს პრობლემები ქონდა სოფლის ბანკთან და მაღაზიებთან,მაგრამ ისე აჩვენეს თითქოს თავისი ნებით ყიდდა.პირველი წიგნის ბოლო ნაეილი მოგვითხრობს ,რომ ისააკმა კიდევ ერთი საოცრება თავისი ფერმისთვის,ამჯერად,სათიბი მანქანა.ის ცდილობს მის აწყობას მაგრამ ვერ ახრხებს და დახმარებას თხოვს ელესევს პრობლემის აღმოფხვრაში. ხალხი ამ ფუფუნების სანახავად მთელი კუთხიდან შეიკრიბა.

წიგნი მეორე რედაქტირება

ისააკი Breidablik-ის აუქციონზე გავიდა.აქსელმა, ყველას გასაკვირად,ფერმა შეიძინა,მაგრამ მან თქვა რომ სხვისი სახელით ყიდულობდა.ამასობაში ელესევსმა დატოვა ფერმა და ქალაქში დაბრუნდა სამუშაოსთვის ,რომელიც მისთვის აღარ იყო ხელმისაწვდომი. სამ სექტემბერს აქსელმა ვერსად ვერ იპოვა ბარბო და ძებნის შემდეგ ნაკადის ნაპირზე აღმოაჩინა.მას აინტერესებდა რა დაემართა ბავშვს ,რომელზეც ბარბო იყო ორსულად.მისი თქმით ის ნაკადულთან იმყოფებოდა და ღვიის ყლორტებს აგროვებდა,როდესაც მოულოდნელად მშობიარობის დროს ბავშვი მდინარეში ჩავარდა .უკვე გვიანი იყო რადგან ბავშვი უკვე დამხვრჩვალიყო.აქსელი წავიდა ბავშვის მოსაძებნელად და იპოვა იგი ქსოვილშო გახვეული ხახვისა და ყლორტების ქვეშ.სახლში გაიქცა ნიჩბის მოსატანად რო ბავშვი სათანადოთ დაემარხა.აქსელი და ბარბო კამათობდნენ, რადგან ის აგრძელებდა მტკიცებას,რომ ბავშვი დაიხრჩო,როდესაც ის წყალში ჩავარდა.კამათის დროს ბარბომ აღიარა რომ კიდევ ერთი ბავშვი მოკლა და ნავიდან გადააგდო. ერთ დღეს აქსელი ტყეში გადადიოდა ხეების დასახმობად,როცა დაინახა,რომ ბრედი ადიოდა ბორცვზე,სავარაუდოდ სატელეგრაფო ხაზთან დაკავშირებული რაღაცის გამოსასწორებლად.. აქსელმა ხის ჭრა დაიწყო როდესაც უცებ ფეხი ქვის ნაპრალშო გაეჭედა და ხე ზედ დაეცა.დღე და ღამე ქარბუქი იდგა.აქსელი ცდილობდა თავის განთავისუფლებას ,მაგრამ ვერ ახერხებდა.ალეწსმა დაუყვირა ბრედს იმ იმედით,რომ ის მალე დაბრუნდებოდა თავისი საქმიდან.რა თქმა უნდა,რამდენიმე საათის შემდეგ ბრედი გამოჩნდა მაგრამ უბრალოდ დააიგნორა,თითქოს არ იცოდა სიტუაციის შესახებ.როდესაც მთელი იმედი დაკარგა,ოლანმა აქსელი იპოვა.მან გაათავისუფლა და დაეხმარა სახლში დაბრუნებაში.უკან დაბრუნებისას ისინი შეხვდნენ ბრედს,მაგრამ მან განაცხადა რომ აქსელს არ უნიშნებია რო დახმარება ჭირდებოდა. მეორე დღეს ახალი ამბები გავრცელდა,რომ მაანლენდის ქვემოთ ახალი ჩამოსახლებული გადმოვიდა.როგორც ჩანს, ის ძალიან მდიდარი იყო და ამ ადგილას მაღაზიის გახსნას აპირებდა.მას არონსონი ერქვა და თავის ადგილს სტორბორგი უწოდა.გაზაფხული მოვიდა და ინჟინრებმა და მუშებმა შვედეთიდან დაიწყეს მაღაროზე მუშაობა.სტორბორგი აყვავდებოდა იმით ,რომ ყველა ეს მუშა თავის სავაჭრო პუნკტში ნივთებს ყიდულობდა.მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია,რომ მადნის მოსავლიანობა არ იყო ისეთი კარგი,როგორც დაპირებული იყო.შახტაში აურზაური და მუშათა გაფიცვა დაიწყო.ახლა როცა მაღარო უნაყოფოდ ითვლებოდა ,ინჟინერს სურდა გეისლერის საკუთრებაში არსებული არსებული მიწის სამხრეთით წყლის შეძენა. საბოლოოდ,ბარბოსთან სამხილი აღმოაჩინეს და ის დააკავეს ბერგენში,სოფელში სადაც ის იმყოფებოდა.ახლა ბარბოსა და აქსელის სასამართლო პროცესის დრო დადგა .გასაოცარია,რომ ლენსმანდის ცოლი,ქალბატონი ჰეიერდალი,წინ წამოიწია ბარბოსთვის შესანიშნავი,მჭერმეტყველი სიტყვით,რამაც ყველა შოკში ჩააგდო.ამან საფიც მსაჟულზეც იმოქმედა და ბარბო და აქსელი შეიწყალა. იმავდროულად,არონსენი აღშფოთებული იყო,რომ გეისლერი უარს ამბობდა თავისი მიწის ნაკვეთის მიყიდვაზე სამთო კომპანიისთვის. მისი სავაჭრო ბიზნესი დიდ გაცვლაზე იყო დამოკიდებული,მაგრამ აღარ იყო ბევრი მომხმარებელი.საბოლოოდ არონსენმა ,რომელმაც ვეღარ გაუძლო,მიჰყიდა თავისი ადგილი ელესევსს,რომელმაც გადაწყვიტა ,რომ ფერმერი გამხდარიყო.გეისლერმა საბოლოოდ გაყიდა თავისი მიწა და მაღარო კვლავ ამუშავდა. მოგვიანებით არონსენი ბრუნდება ელესევსთან ფერმის საყიდლად მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ ბარბოს გამოასახლებენ ქალბატონი ჰეირდალისბსახლიდან კამათის შემდეგ,რომლის დროსაც ქალბატონმა ჰეირდალმა აღმოაჩინა ,რომ ბარბო ხშირად იპარებოდა წვეულებებზე სამუშაო საათებში.ქალბატონი ჰეირდალი აღშფოთებული იყო ,რომ ეს მიიღო მას შემდეგ რაც ,ბარბო დაპატიმრებისგან იხსნა.ამის შემდეგ ბარბო გაუბედავად მიდის აქსელთან.მაგრამ სამწუხაროდ მისი ადგილი მის არყოფნაში ოლინმა დაიკავა.ოლინს ნამდვილად არ სურდა ადგილის დატოვება და აქსელს თხოვა ექიმის გამოძახება რადგან ცუდად გრძნობდა თავს.ოლინი იმ დღეს გარდაიცვალა. როდესაც ელესევსი სახლშო დაბრუნდა ,ის პირადად ესაუბრა სივერტს და უამბო მას დიადი გეგმები - ის აპირებდა ახალი ცხოვრების დაწყებას ამერიკაში.სივერტი შოკში ჩავარდა და ძმას ურჩია არ წასულიყო,მაგრამ მიხვდა ,რომ ეს უშედეგო იყო,ელესევსი იმ დღეს წავიდა ნავით და აღარ დაბრუნებულა.ის ,რაც ოდესღაც უნაყოფო მიწა იყო,ახლა მდიდარია დასახლებებით და ყველაფერი ერთი პიონერით დაიწყო.

ძირითადი თემები რედაქტირება

ჰამსუნის პერსონაჟები ხშირად იყვნენ გარიყულები და მაწანწალები,რომლებიც ეწინააღმდეგებიდნენ ცივილიზაციას .ეს ძირფესვიანი პიროვნებები,არიან ჰამსუნის ანარეკლები.რომანი “მიწის მადლი” გამოხატავს ბუნებას,ძველი სკოლის ფილოსოფიას,და გლეხურ ცხოვრებას.მისი ნამუშევრები აყალიბებს მარტოვ აგრარულ ფასეულობებს ინდუსტრიული საზოგადოების ღირებულებებთან,რავ გამოხატავს ღრმა ზიზღს ცივილიზაციის მიმართ,რაც ამტკიცებს,რომ ადამიანების სრულყოფილება ნიადაგშია.რომანმა აჩვენა ჰამსუნის პრივიტიმიზმის კეთილგანწყობა და თანამედროვეებისადმი ზიზღი.ის ეწინააღმდეგებოდა ნატურალიზმსა და რეალიზმს და სურდა “თანამედროვე ლიტერატურა რომ წარმოედგინა ადამიანის კომპლექსები და ტვინის სირთულეები”.ჰამსუნს სჯეროდა ,რომ ინდივიდის ნამდვილი ბუნების გამოვლენა მხოლოდ სუბიექტური და ირაციონალურო მიდგომით შეიძლებოდა.ჰამსუნის პოლიტიკური შეხედულებები ხშირად იყო გამოხატული მის წიგნებში განსაკუთრებით მიწის მადლში. პერსონაჟი ისააკი შეესაბამება ჰამსუნის ხედვას იდეალური ინდივიდის შესახებ.მას მცირე კავშირი აქვს ინდუსტრიულ საზოგადოებასთან ან თანამედროვეობასთან და როდესაც აქვს ეს უარყოფითად მთავრდება.მაგალითად,როდესაც მას შეატყობინეს,რომ სახელმწიფოსგან სჭირდებოდა სასოფლო სამეურნეო მიწის შეძენა,ისააკი დაბნეული იყო,რადგან ეს არასდროს მოსვლია აზრადი.სააკი იყო მიწის პიონერი,მან არაფრით დაიწყო და მისგან დიდი მეურნეობა ააშენა.

სქოლიო რედაქტირება