კორეული დამწერლობა

(გადამისამართდა გვერდიდან ჰანგული)

კორეული დამწერლობა, ჰანგილი (კორ. 한글) ან ჩოსონგილი (კორ. 조선글) — კორეული ენის ანბანი, რომელმაც კორეაში ჩინეთიდან შემოსული არაანბანური ჰანჯა შეცვალა.

კორეული დამწერლობა
ტიპი: ანბანი
ენები: კორეული ენა
შექმნა სეჯონ დიდი
დროის პერიოდი: 1444-დან დღემდე
წინამორბედი დამწერლობები: artificial script
კორეული დამწერლობა
ISO 15924 კოდი: Hang
ჰანგილზე დაწერილი გვერდი ჰუმნიმ ჯეონგ-ეუმიდან 나랏말ㅆ̖미-ს აქვს ტონური მახვილის ნიშანი

ჰანგილი არის ფონეტიკური ანბანური დამწერლობა, მაგრამ მას მარცვლოვანი დამწერლობის გავლენაც ეტყობა, რაც ასოების მარცვლოვან ბლოკებში გაერთიანებაში გამოიხატება. ანბანი შედგება 14 თანხმოვნისგან და 10 ხმოვნისგან. ჰანგილი ფონეტიკური დამწერლობაა, ანუ ყოველ ბგერას თითო ასო შეესაბამება. ასოთა მოხაზულობა შემუშავდა სხვა დამწერლობებისგან დამოუკიდებლად.

დასახელებები

რედაქტირება
  • თანამედროვე დასახელება ჰანგილი შემოიტანა ჯუ შიგიონგიმ 1912 წელს. იგი ძველ კორეულად ნიშნავს დიდ დამწერლობას (დიდი 한 დამწერლობა 글) და ამავე დროს თანამედროვე კორეულად კორეულ დამწერლობას.
  • ჩრდილოეთ კორეაში დამწერლობას ჩოსონგილს უწოდებენ, ჩრდილო კორეის თვითდასახელების შესაბამისად.
  • თავდაპირველად კი ანბანს ჰუნმინ ჯონგიმ (კორ. 훈민정음, 訓民正音) ეწოდებოდა.

ჰანგილი შექმნეს მეცნიერთა ჯგუფმა 1443 წელს ჯოსონის დინასტიის მეოთხე მეფის სეჯონ დიდის დავალებით. მეფემ ახალი ანბანის საჭიროება იმით ახსნა, რომ კორეული ენა ძალიან განსხვავდებოდა ჩინურისგან და უბრალო ხალხს უჭირდა იეროგლიფების შესწავლა. იმ დროს წერა-კითხვა მხოლოდ მცირერიცხოვანმა ელიტამ იცოდა, ახალი ანბანის სწავლა კი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. სიახლეს თავდაპირველად განათლებული ელიტა წინააღმდეგობით შეხვდა და მხოლოდ ჰანჯას ცნობდა.

ანბანის შექმნის პროექტი დასრულდა 1446 წელს და გამოქვეყნდა დოკუმენტში სახელად „ჰუნმინ ჯონგიმ“, რაც ნიშნავს „ხალხისთვის ბგერების სწორად გამოყენებაზე“. სწორად ამ დოკუმენტის სახელიდან წარმოიშვა ანბანის სახელიც. სამხრეთ კორეაში ანბანის გამოსვლის დღედ 9 ოქტომბერი ითვლება, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში 15 იანვარი. ამ დღეს ჰანგილის დღეს აღნიშნავენ.

1940 წელს ნაპოვნია 1446 წლის დოკუმენტი, სადაც ახსნილია ანბანის მოხაზულობის დიზაინი. თანხმოვნების მოხაზულობა ფონეტიკურ არტიკულაციას შეესაბამება, ხოლო ხმოვნების ინის და იანის იდეოლოგიის თანახმად.

სეჯონგის გარდაცვალების შემდეგ ჰანგილმა ნელ-ნელა დაკარგა თავისი პოპულარობა. 1504 წელს იგი საერთოდ აიკრძალა ოფიციალურ დოკუმენტებში გამოსაყენებლად, ხოლო 1506 წელს მეფე ჯუნგჯონგმა საერთოდ გააუქმა ონმუნის (ანუ „სახალხო ანბანის“) სამინისტრო. ამ პერიოდიდან ჰანგილს მხოლოდ ქალები და ნაკლებად განათლებული ხალხი იყენებდა.

ჰანგილის მეორე დაბადება XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა, როდესაც კორეა სულ უფრო და უფრო ექცეოდა იაპონიის გავლენის ქვეშ, ჰანგილი გახდა კორეული ეროვნული მოძრაობის სიმბოლო. გაბოს რეფორმის (갑오 개혁) 1894 წელს შემდეგ ჰანგილის გამოყენება ოფიციალურ დოკუმენტებში აღდგა. 1910 წელს კორეის იაპონიის მიერ ანექსიის შემდეგ ჰანგილის სწავლება დაიწყო სკოლებში. ეს იაპონიის კულტურული ასიმილაციის პოლიტიკისთვის დაპირისპირების ფორმად იქცა.

1933 წელს მოხდა ჰანგილის სტანდარტიზაცია, ხოლო 1940 წელს სხვა ენებზე ტრანსკრიფცია. ამ პერიოდის კორეული დამწერლობა წარმოადგენდა ჰანგილის და ჰანჯის შენაზავს, ლექსიკური ფუძეები იწერებოდა ჰანჯაზე, ხოლო გრამატიკული ფორმები ჰანგილზე.

1945 წლიდან, როდესაც კორეა იაპონიისგან განთავისუფლდა, ჰანგილი გახდა ოფიციალური დამწერლობა. დღეს ჰანჯა სამხრეთ კორეაში გამოიყენება მხოლოდ დასახელებებში და ლოზუნგებში, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში საერთოდ აღარ გამოიყენება.

ჯამო ან ნასორი არის ჰანგილის შემადგენელი ნაწილები. ჯა ნიშნავს ასოს, ხოლო მო დედას. მთლიანად კი სიტყვა ნიშნავს ბლოკებს, რომლისგანაც შედგება სიტყვა.

სულ არსებობს 51 ჯამო, აქედან 24 შეესაბამება ანბანის ასოებს, ხოლო დანარჩენი 27 ჯამო არის ორი ან სამი ასოს კომბინაცია (დიგრაფები და ტრიგრაფები). 24 მარტივი ჯამოდან 14 თანხმოვანია (კორ. ჯა-იმ 자음, 子音) და 10 ხმოვანი (მო-იმ 모음, 母音). 16 დიგრაფიდან 5 ძლიერი თანხმოვანი წარმოიქმნება გაორმაგებული უბრალო თანხმოვნებისგან, დანარჩენი 11 კი სხვადასხვა ასოებისგან წარმოიქმნება. ჯამოს 10 ხმოვანი ჯგუფდება 11 დიფტონგად. ამრიგად ჰანგილი ასე გამოიყურება:

  • 14 მარტივი თანხმოვანი: ㄱㄴㄷㄹㅁㅂㅅㅇㅈㅊㅋㅌㅍㅎ, მოძველებულები: ㅿㆁㆆㅱㅸㆄ
  • 5 ორმაგი თანხმოვანი: ㄲㄸㅃㅆㅉ, მოძველებულები: ㅥㆀㆅㅹ
  • 11 დიგრაფა: ㄳㄵㄶㄺㄻㄼㄽㄾㄿㅀㅄ, მოძველებულები: ㅦㅧㅨㅪㅬㅭㅮㅯㅰㅲㅳㅶㅷㅺㅻㅼㅽㅾㆂㆃ მოძველებული ტრიგრაფები: ㅩㅫㅴㅵ
  • 6 მარტივი ხმოვანი: ㅏㅓㅗㅜㅡㅣ, მოძველებულები: ㆍ
  • 4 დარბილებული ხმოვანი: ㅑㅕㅛㅠ
  • 11 დიფტონგი: ㅐㅒㅔㅖㅘㅙㅚㅝㅞㅟㅢ, მოძველებულები: ㆎㆇㆈㆉㆊㆋㆌ

ჯამოს მოხაზულობა

რედაქტირება

ჰანგილის იერსახე მეცნიერულად იყო დამუშავებული და, როგორც წესი, ყოველი ასოს წარმოთქმის ახსნა შეიძლება მოხაზულობის მიხედვით.

მაგალითად ㅌ (წარმოითქმის როგორც ) აგებულია სამი ჰორიზონტალირი შტრიხისგან. ზედა შტრიხი მიუთითებს, რომ ㅌ ხშული ბგერაა, როგორც ㆆ -, ㄱ გ, ㄷ დ, ㅂ ბ, ㅈ ჯ, ყოველ მათგანს გააჩნია ზედა შტრიხი. შუა შტრიხი მიუთითებს, რომ ბგერა ფშვინვიერია, როგორც ㅎ ჰ, ㅋ ქ, ㅍ ფ, ㅊ ჩ. მრუდი ქვედა შტრიხი კი მიუთითებს, რომ ㅌ წინაენისმიერი ბგერაა, როგორც ㄴ ნ, ㄷ დ, და ㄹ ლ/რ. მოძველებულ თანხმოვნებს ᇰ და ᇢ-ს ორგვარი წაკითხვის წესი აქვთ და შედგებიან ორი ელემენტისგან და იწერებიან ერთი მეორეზე, წარმოითქმიან კი ასე: [ŋ]/ყრუ ᇰ-სთვის და [m]/[w] ᇢ-სთვის.

ჯამოს ხმოვნებში კი მოკლე შტრიხი ერთვის მთავარ ხაზს, რაც მიუთითებს, რომ ასოს გააჩნია დარბილებული წყვილი. თუ კი შტრიხი ორია, მაშინ ბგერა იწყება მოკლე ი-თ (y). შტრიხის მდებარეობა მიუთითებს ინის და იანის რომელ საწყის მიეკუთვნება იგი, თუ შტრიხი ზემოთაა ან მარჯვნივ, მაშინ ბგერა ნათელ საწყისს მიეკუთვნება, ხოლო თუ ქვემოთ ან მარცხნივ, მაშინ ბნელს. თანამედროვე ჯამოში დამატებითი ვერტიკალური ხაზი აღნიშნავს უმლაუტს და ასხვავებს ㅐ [ε], ㅔ [e], ㅚ [ø], ㅟ [y] -ს ㅏ ([a]), ㅓ ([ʌ]), ㅗ ([o]), ㅜ ([u])-სგან. თუმცა შესაძლოა, რომ ეს არ არის წინასწარ განსაზღვრული დიზაინი, არამედ ㅣ([i])-ზე დამთავრებული დიფტონგების ბუნებრივმა ჩამოყალიბებამ მოიტანა.

ჯამოს გარდა ჰანგილში გამოიყენება ე.წ. დიაკრიტიკული ნიშანი, რომელიც გადმოსცემს ტონურ მახვილს. აღმავალი ტონური მახვილიანი ბგერის მარცხნივ (ვერტიკალურად წერისას) იწერებოდა ·, ხოლო დაღმავალი მახვილისას :. ახლა ეს ნიშნები აღარ გამოიყენება.

თანხმოვანი ჯამოს დაწერა

რედაქტირება

ასოები, რომლებიც თანხმოვან ბგერებს აღნიშნავენ, იყოფიან 5 ჯგუფად, ყოველ ჯგუფს აქვს თავისი საბაზისო ფორმა. დამატებითი შტროხების მეშვეობით ამ ბაზიდან ახალი ასოები წარმოიქმნება. ჰუნმინ ჯონგ-უმ ჰერიეში ბაზური ფორმები წარმოიქმნება ენის, ხახის, კბილების და ყელის არტიკულაციით.

მარტივი ფშვინვადი გაორმაგებული

ჯგუფების დასახელება ჩინური ფონეტიკიდან არის აღებული:

  • უკანა სასისმიერი თანხმოვნები (아음, 牙音 აუმ - უკანა კბილის ბგერა):
    • ㄱ (გ) ㅋ (ქ)
    • ბაზური ფორმა: ㄱ გამოიყურება, როგორც ხახაზე მიდებული ენა, ㅋწარმოიქმნება ㄱ-სთვის შუაში კლაკნილი შტრიხის დამატებით, რაც მიუთითებს ფშვინვადობაზე.
  • წინაენისმიერი თანხმოვნები (설음, 舌音 სოლიმი - ენის ბგერა):
    • ㄴ (ნ) , ㄷ (დ), ㅌ (თ), ㄹ (ლ/რ)
    • ბაზური ფორმა: ㄴ გამოიყურება, როგორც ნუნებზე მიდებული ენა, ㄴ-სგან წარმოქმნილი ასოები მსგავსი არტიკულაციით წარმოითქმის. ㄷ-ში ზედა შტრიხი მიუთითებს ხშულობაზე, ㅌ-სი კლაკნილი შტრიხი - ფშვინვადობაზე, ხოლო ㄹ ასახავს ენის მოხრას ამ ბგერის წარმოთქმისას.
  • ბაგისმიერი თანხმოვნები (순음, 唇音 სუნუმი - ბაგის ბგერა):
    • ㅁ (მ), ㅂ (ბ), ㅍ ([ფ])
    • ბაზური ფორმა: ㅁ ასახავს ერთმანეთთან კონტაქტისას ტუჩების ფორმას. ㅂ ასოს თავი მიუთითებს ბგერის ხშულობაზე, ხოლო ㅍ ასოში კლაკნილი - ფშვინვადობაზე.
  • სისინა ბგერები (치음, 齒音 ჩიუმი - კბილის ბგერა):
    • ㅅ (ს), ㅈ (ჯ), ㅊ (ჩ)
    • ბაზური ფორმა: ㅅ თავდაპირველად გამოიყურებოდა სოლისებრი ʌ-სავით, ეს გამოსახავს კბილს გვერდიდან. ㅈ ასოს ზედა შტრიხი მიუთითებს ბგერის ხშულობაზე, ხოლო ㅊ-ს კლაკნილი - ფშვინვადობაზე.
  • ხორხისმიერი ბგერები (후음, 喉音 ხუიმი - ყელის ბგერა):
    • ㅇ ([ʔ, ŋ]), ㅎ (ჰ)
    • ბაზური ფორმა: ㅇ ასახავს ყელს. თავდაპირველად ㅇ იწერებოდა ორ ასოდ - უბრალო რგოლი ㅇ, რაც სიჩუმეს ნიშნავს და ㆁ უკანაენისებრი ნ-ს აღსანიშნად. ამის გარდა ადრე არსებობდა ასო ㆆ, რომელიც ხორხისმიერ ბგერას აღნიშნავდა, ამ ასოსგან წარმოიქმნა ასო ㅎ, რომლის კლაკნილიც ფშვინვადობაზე მიუთითებს და გამოითქმის როგორც ჰ.

ხმოვანი ჯამოს დაწერა

რედაქტირება

ხმოვნების დაწერა სამი ელემენტისგან შედგება:

  • ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ინ-ის საწყისის კვინტესენციას მიწას ასახავს.
  • მზის სიმბოლო წერტილი, როგორც იანის კვინტესენცია, ფუნჯით წერისას წერტილი მოკლე შტრიხად გარდაიქმნება.
  • ვერტიკალური ხაზი - ადამიანის სიმბოლო, როგორც მიწასა და ცის შორის არსებული.

წერტილი, ახლა კი მოკლე შტრიხი ემატება მარტივ ჯამოს განსასხვავებლად:

  • მარტივი ხმოვნები:
    • ჰორიზონტალური: უკანა და შუა რიგის ხმოვნები.
      • ნათელი ㅗ (ო)
      • ბნელი ㅜ (უ)
      • ბნელი ㅡ (ɯ, არალაბიალიზებული ი)
    • ვერტიკალური: წინა რიგის ხმოვნები. (ㅓ ო ენის განვითარების პროცესში უკანა რიგში გადავიდა).
      • ნათელიㅏ (ა)
      • ბნელი ㅓ (ღია ო)
      • ნეიტრალური ㅣ (ი)
  • შედგებილი ჯამო. ო ან უ ა-ს ან ო-ს წინ იქცევა [w] ბგერად. შედგენილი ხმოვნების ასახვისას ხმოვანთა ჰარმონია უნდა იყოს დაცული:
    • ㅘ = ㅗ + ㅏ
    • ㅝ = ㅜ + ㅓ
    • ㅙ = ㅗ + ㅐ
    • ㅞ = ㅜ + ㅔ
  • შედგებილი ჯამო, ㅣ-ი-თ დამთავრებული, თავდაპირველად დიფტონგები იყვნენ, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელ ხმოვნებად იქცნენ:
    • ㅐ = ㅏ + ㅣ
    • ㅔ = ㅓ + ㅣ
    • ㅙ = ㅘ + ㅣ
    • ㅚ = ㅗ + ㅣ
    • ㅞ = ㅝ + ㅣ
    • ㅟ = ㅜ + ㅣ
    • ㅢ = ㅡ + ㅣ
  • დარბილებული ხმოვნები: ასეთი ბგერები აისახება ასოზე დამატებითი შტრიხით. 7 ძირითადი ხმოვნიდან 4 რბილდება.
მარტივი დარბილებული

მარტივი დარბილებული ხმოვნები:

    • ㅑ ჲა ㅏ ა-დან
    • ㅕ ჲო ㅓ ღია ო-დან
    • ㅛ ჲო ㅗ ო-დან
    • ㅠ ჲუ ㅜ უ-დან

დარბილებული დიფტონგები:

    • ㅒ ჲე ㅐ ღია ე-დან
    • ㅖ ჲე ㅔ ე-დან

XV საუკუნის კორეულ ენაში ხმოვნების ჰარმონია უფრო გამოიკვეთებოდა ვიდრე დღეს. გრამატიკულ მორფემებში ხმოვნები იცვლებოდა მიმდებარე ბგერების თანახმად და იყოფოდა ერთმანეთთან ჰარმონიულ ორ ჯგუფად. ამას გავლენა ჰქონდა ენის მორფოლოგიაზეც. კორეული ფონოლოგია ამ ორ ჯგუფს ინის და იანის პოზიციიდან ხსნიდა. თუ კი სიტყვის ფუძეში "ნათელი" (იან) ხმოვანი იყო, მაშინ ამ ფუძესთან გამოსაყენებელი სუფიქსების უმეტესობასაც "ნათელი" (იან) ხმოვანი უნდა ჰქონოდა და პირიქით. ასევე არსებობდა მესამე ნეიტრალური ჯგუფი, ასეთი ხმოვნების მქონე სიტყვას შეესაბამებოდა "ნათელი" (იან) და "ბნელი" (ინ) სუფიქრები.

ნეიტრალური ხმოვანია ㅣ (ი). ინ-ხმოვნებია: ㅡㅜㅓ (ɯ, უ, ღია ო). იან-ხმოვნებია: ㆍㅗㅏ (ე, ო, ა). უწერტილო ასოები ㅡㆍㅣ ისე უნდა იყოს არჩეული, რომ აღნიშნავდეს ცას, მიწას და ადამიანს. (ასო ე ㆍახლა აღარ გამოიყენება.)

ჯამოს თანმიმდევრობა

რედაქტირება

ჰანგილში ჯამოს თანრიგში ხმოვნები და თანხმოვნები არაა არეული. თანამედროვე თანრიგი დააკანონა ჩოი სეჯინმა 1527 წელს. ეს მანამდე მოხდა სანამ ორმაგი თანხმოვნები წარმოიქმნებოდა და ㅇ და ㆁ არ იყო გაყოფილი, ამიტომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეული თანმიმდევრობა განსხვავდება.

სამხრეთკორეული თანრიგი

რედაქტირება

თანხმოვან ჯამოს სამხრეთკორეული თანრიგი:

ㄱ ㄲ ㄴ ㄷ ㄸ ㄹ ㅁ ㅂ ㅃ ㅅ ㅆ ㅇ ㅈ ㅉ ㅊ ㅋ ㅌ ㅍ ㅎ

ხმოვან ჯამოს სამხრეთკორეული თანრიგი:

ㅏ ㅐ ㅑ ㅒ ㅓ ㅔ ㅕ ㅖ ㅗ ㅘ ㅙ ㅚ ㅛ ㅜ ㅝ ㅞ ㅟ ㅠ ㅡ ㅢ ㅣ

ჩრდილოეთკორეული თანრიგი

რედაქტირება

თანხმოვან ჯამოს ჩრდილოეთკორეული თანრიგი:

ㄱ ㄴ ㄷ ㄹ ㅁ ㅂ ㅅ ㅇ ㅈ ㅊ ㅋ ㅌ ㅍ ㅎ ㄲ ㄸ ㅃ ㅆ ㅉ ㅇ

ხმოვან ჯამოს ჩრდილოეთკორეული თანრიგი:

ㅏ ㅑ ㅓ ㅕ ㅗ ㅛ ㅜ ㅠ ㅡ ㅣ ㅐ ㅒ ㅔ ㅖ ㅚ ㅟ ㅢ ㅘ ㅝ ㅙ ㅞ

ჯამოს სახელები

რედაქტირება

ჰანგილში ასოთა თანრიგს ეწოდება განადა (가나다 순) პირველი სამი ასოს სახელით. ჩრდილოეთ კორეაში სახელების სტანდარტიზაცია მოხდა, როდესაც ჰანგილი ოფიციალურ დამწერლობად აღიარეს.

თანხმოვანთა სახელები

რედაქტირება

თანამედროვე თანხმოვნების სახელები ორი მარცვლისგან შედგება.

თანხმოვანი სახელი
გიჲოკ (기역), ან გიიკ (기윽) ჩრდილო კორეაში
ნიინ (니은)
დიგიტ (디귿)
რიილ (리을)
მიუმ (미음)
ბიიპ (비읍)
სიოტ (시옷)
იინგ (이응)
ჯიიტ (지읒)
ჩიიტ (치읓)
ქიიქ (키읔)
თიუთ (티읕)
ფიიფ (피읖)
ჰიიტ (히읗)

ორმაგი ჯამოების დასახელება სამხრეთ კორეაში იწყება 쌍 -სსანგით, რაც ორმაგს ნიშნავს და ჩრდილოეთ კორეაში კი 된 ტვენით, რაც მაგარს ნიშნავს.

ასო სამხრეთ კორეული სახელი ჩრდილოეთ კორეული სახელი
სსაბგგიიოკ (쌍기역) დოენგიუკ (된기윽)
სსანგდიგუტ (쌍디귿) დოენდიუტ (된디읃)
სსანგბიუპ (쌍비읍) დოენბიუპ (된비읍)
სსანგსიოტ (쌍시옷) დოენსიუტ (된시읏)
სსანგჯიუტ (쌍지읒) დოენჯიუტ (된지읒)

ჩრდილოეთ კორეაში ხანდახან დასახელების ალტერნატიული ვარიანტი გამოიყენება, პირველ ბგერას ემატება (არალაბიალიზებული) უ ㅡ, მაგალითად: 그 - კუ, 쓰 - სსი და ა.შ.

ხმოვანთა სახელები

რედაქტირება

ხმოვნების დასახელება შეიცავს თვით ხმოვანს და წინ ყრუ ㅇ ეწერება.

ასო სახელი
(아)
(애)
ჲა (야)
ჲე (얘)
(어)
(에)
ჲო (여)
ჲე (예)
(오)
ვა (와)
ვე (왜)
ვე (외)
ჲო (요)
(우)
ვო (워)
ვე (웨)
ვი (위)
ჲუ (유)
(으)
ვი (의)
(이)

მოძველებული ჯამო

რედაქტირება

რიგი ჯამოები აღარ გამოიყენება. ზეგის ბგერა გაქრა კორეული ენიდან, ხოლო ზოგი ჩინურ ბგერებს აღნიშნავდა, რომლებიც კორეულში არადროს არ იყო. ყველაზე ხშირად შემდეგი მოძველებული ჯამოები გამოიყენებოდა:

  • ㆍ ან 丶 - (არეა-ა 아래아 „დაბალი ა“) გამოითქმის როგორც ყრუ ა ([ʌ] ან [ə]).
    • ㆎ - (არეა-აე) გამოითქმის როგორც აი.
  • ㅿ - (ბანსიოს 반시옷) - ზ
  • ㆆ - (იორინ ხიიტ 여린 히읗) ხორხისმიერი პაუზა,ㅎ-ს მაგვარი ბგერა
  • ㆁ - (იესიინ 옛이응) ყრუ [ŋ]-ს ბგერა, ახლა იწერება ㅇ-თი
  • ㅸ - (გაბიეოუნ ბიეუპ 가벼운 비읍) — გამოითქმის როგორც - ჶ [f].

შემდეგი სამი ასო ჩინურ ბგერებს აღნიშნავდა:

  • ㅱ - მოკლე უ
  • ㆄ - ფ
  • ㅹ - ფფ

მოძველებული ორმაგი ჯამოები:

  • ㆅ - (სსანგხიიტ 쌍히읗) [ɣ̈ʲ] ან [ɣ̈].
  • ㆀ - (სსანგიინ 쌍이응) - ჩინური ბგერა

თავდაპირველად ხანგულში ყვეა ორმაგი ჯამო ჩინურ ბგერებს ასახავდა, მხოლოდ მოგვიანებით მიიღეს მათ თანამედროვე მნიშვნელობა.

მარცვლების ბლოკები

რედაქტირება

ჰანგილში ასოები ყოველთვის ჯგუფდებიან მარცვლებად. ყოველი მარცვალი აუცილებლად იწყება თანხმოვნით. მარცვალი შეიძლება შედგებოდეს 2, 3 ან იშვიათად 4 ჯამოსგან. პირველი თანხმოვანი არის საწყისი (초성, 初聲 ჩოსონგ), მას მოსდევს ხმოვანი ან დიფტონგი, რომელსაც შუა (중성, 中聲 ჯუნგსონგ) ეწოდება, ბოლოში შესაძლოა იყოს თანხმოვანი ან დიგრაფა, მას დამხურავი (종성, 終聲 ჯონგსონგ) ეწოდება. თუ მარცვალში არაა პირველი თანხმოვანი, იგი უნდა დაიწყოს ㅇ ყრუ ასოთი.

ㅇ როგორც ცხვირისებრი გამოითქმის მხოლოდ მარცვლის ბოლოში. ყველა ორმაგი ასო (ᆻ-ს და ᆩ-ს გარდა) შეიძლება მხოლოდ მარცვლის თავში დაიწეროს. ასოს მდებარეობა მარცვალში განისაზღვრება ასოს მოხაზულობით.

  • რთული ჯამოების კომპონენტები, როგორებიცაა ㅄ, ㅝ ან მოძველებული ㅵ, ㆋ იწერება მარცხნიდან მარჯვნივ.
  • შუა ასოები იწერება საწყისი ასოების მარჯვნივ ან ქვეშ, ხოლო თუ დიფტონგია, შეუძლია მარჯვნივაც და ქვემოთაც იყოს: თუ შუა ასო ჰორიზონტალურია ㅡ, მაშინ იწერება საწყისის ქვეშ, თუ ვერტიკალური ㅣ, მაშინ მარჯვნივ, ხოლო თუ ორივე სტილს შეიცავს ㅢ მაშინ ქვემოდან და მარჯვნიდან ესაზღვრება.
საწყისი შუა
საწყისი
შუა
საწყისი შუა 2
შუა 1

დამხურავი ჯამო, თუ იგი მარტოა, ყოველთვის ქვემოთ იწერება:

საწყისი შუა
დამხურავი
საწყისი
შუა
დამხურავი
საწყისი შუა 2
შუა 1
დამხურავი

მარცვლები ყოველთვის ფონეტიკური თანრიგით იწერება: საწყისი, შუა, დამხურავი. ამიტომ:

  • ჰორიზონტალური შუათი მარცვლები ზემოდან ქვემოთ იწერება: 읍 იპ
  • ვერტიკალური შუათი და მარტივი დამხურავით იწერება საათის ისრის მიხედვით: 쌍 სსანგ
  • ორმაგი შუათი ცვლიან დაწერის მიმართულებას: 된 ტვენ
  • დამხურავი დიგრაფით იწერება მარცხნიდან მარჯვნივ ზემოდან ქვემოთ: 밟 პალპ

მოძველებული ჯამოების გამოკლებით ჰანგილში შესაძლოა 11 172 მარცვალი.

ორთოგრაფია

რედაქტირება

XX საუკუნემდე ჰანგილს არ ჰქონდა ორთოგრაფიის წესები. დამხურავი თანხმოვნის შემდეგი სიტყვის საწყის ხმოვანთან გადაბმის, სხვადასხვა დიალექტებისა და რიგი მიზეზების გამო კორეულად სიტყვა შესაძლოა სხვადასხვანაერად დაიწეროს. მეფე სერჯონი ამჯობინებდა მორფოფონემიკურ გამოთქმას, თუმცა კორეულში ფონემიკური იყო გავრცელებული. დროთა განმავლობაში ორთოგრაფია ნაწილობრივ მორფოფონემიკური გახდა, ეს ჯერ არსებით სახელებს შეეხო, მოგვიანებით კი ზმნებს.

  • გამოთქმა და თარგმანი:
ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ამის გაკეთება
[mo.tʰa.nɯn.sa.ɾa.mi]
  • ფონემიკური ორთოგრაფია:
모타는사라미
/mo.tʰa.nɯn.sa.la.mi/
  • მორფოფონემიკური ორთოგრაფია:
못하는사람이
|mos.ha.nɯn.sa.lam.i |

1933 წელს შემოიღეს მორფოფონემიკური ორთოგრაფია.

ჰანგილზე წერა შესაძლოა როგორც ზემოდან ქვემოთ, ასევე მარცხნიდან მარჯვნივ. თავდაპირველად ჩინეთიდან შემოსული სტანდარტი იყო ზემოდან ქვემოთ წერა, ხოლო ჯუ სიგიონგმა შემოიტანა მარცხნიდან მარჯვნივ წერის სტილი, რაც დღეს პრაქტიკულად სტანდარტად იქცა.

არსებობს ჰანგილის კალიგრაფიული სტილი, რომელიც ძალიან წააგავს ჩინურ კალიგრაფიას. კალიგრაფიული წერა გამოიყენება წიგნებსა და ჟურნალებში. არსებობს კორეული კალიგრაფიული კომპიუტერული შრიფტებიც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება