დიაკრიტიკული ნიშნები
(გადამისამართდა გვერდიდან დიაკრიტიკული ნიშანი)
დიაკრიტიკული ნიშნები (ძველბერძ. διακριτικός — „განსხვავების მიმნიშნებელი“) — სტრიქონზედა ან სტრიქონქვეშა (იშვიათად — სტრიქონშივე ჩასმული) გრაფიკული ნიშნები, რომლებიც შემოღებულია ანბანურ დამწერლობაში რომელიმე ასოს მნიშვნელობის დასაზუსტებლად. კერძოდ:
1. ასოს ახალ მნიშვნელობას სძენს;
2. წარმოგვიდგენს შესაბამისი ბგერის რამდენიმე ვარიანტს;
3. მიანიშნებს, რომ ასო იკითხება იზოლირებულად;
4. მიანიშნებს ბგერის სიგრძე-სიმოკლეს;
დიაკრიტიკულ ნიშნებს ფართოდ იყენებენ ტრანსკრიფციებში.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 496.