ბელა ჰადიდი (ინგლ. Bella Hadid; დ. 9 ოქტომბერი, 1996)[1]ამერიკელი მოდელი.

ბელა ჰადიდი

ბელა ჰადიდი 2018 წლის მაისს
დაბადების სახელი იზაბელა ჰაირ ჰადიდი
დაბადების თარიღი 9 ოქტომბერი, 1996 (1996-10-09) (28 წლის)
ვაშინგტონი, აშშ
რეზიდენცია ნიუ-იორკი
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მოდელი
აქტიური 2012-დღემდე
ორგანიზაცია IMG Models
ცნობილია როგორც ბელა ჰადიდი
სიმაღლე 175 სმ
წონა 50 კგ
მშობლები მამა: მუჰამედ ჰადიდი
დედა: იოლანდა ჰადიდი
ნათესავები ჯიჯი ჰადიდი(და)
ანვარ ჰადიდი(ძმა)

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ბელა ჰადიდი დაიბადა 1996 წლის 9 ოქტომბერს, ვაშინგტონში[2][2], გაიზარდა ბევერლი-ჰილზში, კალიფორნიაში. არის უძრავი ქონების დეველოპერის — მუჰამედ ჰადიდის[3][4] და ყოფილი მოდელის, იოლანდა ჰადიდის მეორე შვილი. მამისი პალესტინელია[5] , ხოლო დედამისი ნიდერლანდელი. ჰყავს უფროსი და, ჯიჯი ჰადიდი, და ძმა-ანვარ ჰადიდი, ორივე მათგანი მოდელია. მამამისის მხრიდან ჰყავს ორი ნახევარ-და, მარიელა და ალანა[6].

ჰადიდი და მისი და-ძმები 10 წლის განმავლობაში კალიფორნიაში იზრდებოდნენ. 2012 წელს, ბელას, მის ძმას-ანვარს და დედამის ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

2014 წელს, ბელა ნიუ-იორკში გადავიდა და „Parsons School of Design“-ში ფოტოგრაფიის შესწავლა დაიწყო. შემდგომ სწავლა შეწყვიტა, სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად. მას შემდეგ რაც სამოდელო კარიერას შეუდგა, ისევ გაუჩნდა ფოტოგრაფიის შესწავლის სურვილი. ბელას ასევე მსახიობობობაც სურდა[7].

ჰადიდმა მოდელობა 16 წლის ასაკში, „Flynn Skye“-ის კომერციული პროექტით დაიწყო. მან ლესი ამოურის ფილმ „Swan Sittings“-ში ბენ ბარნსთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ჰადიდი ასევე მოდელობდა Hanna Hayes' F/W 2013 კოლექციაზე. 2013-2014 წელს, „Chrome Hearts“-ის კამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა.

ჰადიდმა 2014 წლის 21 აგვისტოდან[8] , IMG Models-თან თანამშრომლობა დაიწყო.

New York Fashion Week-ზე გასვლით, 2014 წელს, მან მისი დებიუტი შექმნა. ხოლო 2015 წელს, პოდიუმზე ის „Diane von Fürstenberg“-ის „Tommy Hilfiger“-ის, „Jeremy Scott“-ისა და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი სამოდელო სახლის ტანისამოსით გამოდიოდა.

2014 წლის დეკემბერს, ჰადიდი ისეთი ჟურნალების გარეკნებზე მოხვდა, როგორიცაა: „Harper's Bazaar“-ი, „GQ“, „W magazine“, „Town and Country“, „Pop magazine“, „Glamour magazine“ და სხვა. 2015 წელს, იგი ერთ-ერთი იყო, იმ რვა ახალგაზრდა მოდელს შორის, რომელმაც „Topshop's Holiday“-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ბელამ რეიჩელ ჰილბერტთან და დევონ ვინდსორთან ერთად, „PINK“-ის სარეკლამო გადაღებაშიც მიიღო მონაწილეობა.

2016 წელს, Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე გაიარა. ლონდონში ყოფნისას მან, ისეთი სამოდელო სახლის ტანისამოსით გახსნა შოუები, როგორიცაა Versus Versace, Alberta Ferretti, Fendi და სხვა.

2017 წლის 30 ნოემბერს, მან Victoria Secret-ის მოდის კვირეულზე ორი ლუქი წარადგინა.

2016 წლის განმავლობაში, იგი გამოჩნდა მრავალი ჟურნალის გარეკანზე, მათ შორისაა: „Seventeen Magazine“, „Self Service Magazine“, „CR Fashion Book's #CRGir“, „V Magazine“, „Harper's Bazaar“, „Sunday Times Style“, „British GQ“, „Flare“ და სხვა.

31 მაისს დააანონსეს, რომ ჰადიდი Dior Makeup-ის ახალი სახე გახდა. 2016 წლის მარტში, წლის მოდელის ჯილდო გადასცეს, „Daily Front Row's“-ის ლოს-ანჯელესის მოდის დაჯილდოვებაზე.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2015 წლის დასაწყისში, მან კანადელ მომღერალთან აბელ მაკ-კონელთან სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო. წყვილი ერთად პირველად, აპრილში, კოაჩელას ფესტივალზე იხილეს, ბელა აბელის მუსიკალურ ვიდეოში, „In the Night“-ში, 2015 წლის დეკემბერს გადაიღეს.

2016 წლის თებერვალს, წყვილი წითელ ხალიჩაზე კვლავ ერთად გამოჩნდა, 2016 წელს ისინი გარკვეული მიზეზების გამო დაშორდნენ, თუმცა 2018 წელს ურთიერთობა განაახლეს.

  1. Hadid, Yolanda. (n.d.) My Beautiful Family. Yolanda.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 1, 2015. ციტირების თარიღი: July 20, 2016. Website of Bella Hadid's mother, Yolanda Foster.
  2. 2.0 2.1 73 Questions With Bella Hadid. Vogue. December 19, 2018. Event occurs at 0:31. https://www.youtube.com/watch?v=HGsjNOOaRXg&t=31s.
  3. Houlis, AnnaMarie. (September 18, 2014) Gigi Hadid Opens Our Eyes to the Israeli-Palestinian Conflict. GlamMonitor.com (Golden Heart Communications). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 5, 2015. ციტირების თარიღი: April 13, 2017
  4. Garvey, Marianne; Niemietz, Brian; Coleman, Oli; Maresca, Rachel (June 26, 2015). „Lower East Side is looking like a model home for Gigi Hadid, with new guy Joe Jonas“. Daily News. New York City. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 1, 2015. ციტირების თარიღი: October 7, 2015.
  5. Janofsky, Michael (დეკემბერი 20, 1991). „Olympics; Construction Was Slow, So ...“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 1, 2016. ციტირების თარიღი: იანვარი 10, 2016. ციტატა: „While it would have been ideal to ski for the United States, his adoptive country, he knew that making its Olympic team would be virtually impossible. Instead, taking advantage of his dual citizenship, he petitioned the Jordan Olympic Committee, and Jordanian officials approved.“
  6. Ford, Sabrina. (March 5, 2015) Who Are Gigi Hadid's Other Siblings?. Bravotv. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 8, 2015. ციტირების თარიღი: November 12, 2015.
  7. Bella Hadid Wants To Enter Into Acting en (December 8, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 2, 2017. ციტირების თარიღი: January 21, 2017.
  8. Bella Hadid, Gigi's Sister, Signed to IMG Models English (August 21, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 2, 2017. ციტირების თარიღი: January 21, 2017.