ბენ ბარნსი

ინგლისელი მსახიობი (დ. 1981)

ბენჯამინ ტომას (ბენ) ბარნსი (ინგლ. Benjamin Thomas "Ben" Barnes; დ. 20 აგვისტო, 1981, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) — თეატრისა და კინოს ინგლისელი მსახიობი, მომღერალი[1].

ბენ ბარნსი
დაბადების სახელი ბენჯამინ ტომას ბარნსი
დაბადების თარიღი 1981, 20 აგვისტო
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მოქალაქეობა დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 2006-დღემდე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბენ ბარნსი დაიბადა 1981 წლის 20 აგვისტოს ლონდონში. მამა ტომას ბარნსი ფსიქიატრიის პროფესორია ლონდონის საიმპერიო კოლეჯში, დედა პატრისია ბარნსი ქორწინების თერაპევტი და ოჯახისა და ქორწინების საკითხების კონსულტანტია. ჰყავს უმცროსი ძმა ჯეკი[1].

ბენი სწავლობდა კინგსტონის უნივერსიტეტში. 2004 წელს დაამთავრა სწავლა და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ლიტერატურასა და დრამაში[1]. 1997 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა ეროვნულ ახალგაზრდულ მუსიკალური თეატრში[2].

ბენ არის ბრიტანეთის საქველმოქმედო ფონდ „Make a Wish“-ის მეურვე, რომელიც მძიმე ავადმყოფობის მქონე ბავშვების სურვილებს ასრულებს[3].

15 წლის ასაკში ბენმა პირველად მიიღო მონაწილეობა ეროვნუ ახალგაზრდულ მუსიკალური თეატრში „ბაგსი მელოუნის“ მიუზიკლში[2]. შემდეგი ამას მოჰყვა როლები სხვა სპექტაკლებში. თავის საეკრანო კარიერა მან დაიწყო პატარა ინგლისურ ტელეშოუებში. 2006 წელს ბენმა მიიღო დეიკინის როლი სპექტაკლში „ისტორიის მოყვარულები“. ამ სპექტაკლმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და მიიღო პრემია „ტონი“[4].

2007 წელს ბენმა მონაწილეობა მიიღო ჰოლივუდის ფენტეზი ჟანრის ფილმში „ვარსკვლავური მტვერი“, სადაც დანსტან ტორნი განასახიერა[5] და ასევე ითამაშა ფილმში „ბენზე დიდი, სადაც რუსი ემიგრანტის პაველ ტეტერსკის როლი ითამაშა[6].

მას შემდეგ რაც ბარნსს პრინც კასპიანის როლი შესთავაზეს მან თეატრთან კონტრაქტი გააუქმა[7] და Walt Disney Pictures და Walden Media-სთან გააფორმა კონტრაქტი სამ ფილმზე. 2008 წელს „ნარნიის ქრონიკები: პრინცი კასპიანის“ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ ბენი ცნობილი გახდა მსოფლიო მასშტაბით[8]. გაზეთმა The Telegraph უწოდა მას „ჰოლივუდის ახალი პრინცი“[9]. 2010 წელს გამოვიდა ფილმი „ნარნიის ქრონიკები: განთიადის დამპყრობელი“[10]. ორივე ფილმი კომერციულად წარმატებული იყო[11].

2008 წელს გამოვიდა ფილმი „მსუბუქი ყოფაქცევა“, რომელიც ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის რემეიკი გახლდათ. ბენ ბარნსმა ითამაშა უიტიკერის როლი[12].

2009 წელს ოსკარ უალდის რომანის „დორიან გრეის პორტრეტის“ მორიგი ეკრანიზაცია გადაიღეს, სადაც ბარნსმა მთავარი როლი შეასრულა[13].

20102011 წლებში მიიღო მონაწილეობა პიესაში „ჩიტების გალობა“. ბენის თამაშმა დიდი სიმპატია დაიმსახურა თეატრალური კრიტიკოსებისგან[14].  

2011 წელს ეკრანზე გამოდის ფილმი „მოკალი ბონო“[15]. ამ ფილმში ბენმა სიმღერები თვითონ შეასრულა[16].

2012 წელს ითამაშა ფილმში „სიტყვები“[17]. აქაც ფილმის საუნდტრეკი ბარნსმა შეასრულა.

2014 წელს ბენმა მაწანწალის როლი ითამაშა ფილმში „ჯეკი და რაიანი“[18]. ამავე წელს მიიღო მონაწილეობა სერგეი ბოდროვი-უმცროსის ფილმში  „მეშვიდე შვილი“, სადაც ჯადოქრის მოწაფის  — ტომ უორდის როლი განასახიერა[19].

2015 წელს რევოლუციონერ სემუელ ადამსის როლი ითამაშა ისტრორიულ სერიალში „თავისუფლების შვილები[20].

2016 წლის სექტემბერში ბენმა ბილი რუსოს როლი მიიღო სერიალში „The Punisher”, რომელიც ეფუძნება კომპანია Marvel Comics-ის კომიქსებს. სერიალის პირველი სეზონი გამოვიდა 2017 წლის ნოემბერში Netflix-ზე[21].

ბენ ბარნსი არის Salvatore Ferragamo-ს კომპანიის არომატ Uomo-ს სახე. კომპანიამ მისი მონაწილეობით რამდენიმე სარეკლამო რგოლი გამოუშვა[22]. 2016 წელს მან ითამაშა The Black Eyed Peas -ის კლიპში „Where Is the Love?“[23].

ჯილდოები

რედაქტირება
წელი ჯილდო კატეგორია როლი შედეგი
2008 Teen Choice Awards მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება ფილმში ნარნიის ქრონიკები: პრინცი კასპიანი ნომინაცია
2008 National Movie Awards მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება ფილმში ნომინაცია
2009 MTV Movie Awards საუკეთესო გარღვევა ნომინაცია
2011 National Movie Awards წლის საუკეთესო შესრულება ნარნიის ქრონიკები: განთიადის დამპყრობელი ნომინაცია
2017 კინომსახიობთა გილდიის ჯილდო საუკეთესო მსახიობთა შემადგენლობა დრამატულ სერიალში ველური დასავლეთის სამყარო ნომინაცია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Ben Barnes BiographyIMDB კინოფილმების ინტერნეტ მონაცემათა ბაზა
  2. 2.0 2.1 Ben Barnes: Prince of hearts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-02. ციტირების თარიღი: 2018-07-19.
  3. benbarnes@makeawishuk — მსახიობის ოფიციალური ინსტაგრამის გვერდი
  4. It's 'Jersey Boys' and 'History Boys' at the Tony Awards - The New York Times
  5. BEN BARNES FOR FAULT ISSUE
  6. Интервью: Бен Барнс
  7. In brief: Barnes skips History for Caspian - The Guardian
  8. Ben Barnes is Prince Caspian
  9. Ben Barnes: the new prince of Hollywood - The Telegraph
  10. Интервью с Беном Барнсом, героем сказки «Хроники Нарнии»
  11. The Chronicles of Narnia: Prince Caspian - Box Office Mojo
  12. Exclusive: Ben Barnes Has Easy Virtue
  13. БЕН БАРНС: «МАСКУ ДОРИАНА ГРЕЯ Я ХРАНЮ В СПАЛЬНЕ»
  14. Ben Barnes Back on Stage in Birdsong Premiere
  15. EXCLUSIVE: Ben Barnes Talks Killing Bono
  16. ‎Various ‎– Killing Bono (Original Motion Picture Soundtrack)
  17. Sundance 2012: Bradley Cooper's 'The Words' Sells to CBS Films After Heated Bidding - Hollywood Reporter
  18. Venice Review: Ami Canaan Mann’s ‘Jackie & Ryan’ Starring Katherine Heigl And Ben Barnes
  19. ‘Narnia’ star Ben Barnes is WB’s ‘Son’ - Variety
  20. From Valiant Prince to Smoldering Rebel - The New York Times
  21. The Punisher: Ben Barnes Joins Netflix's Latest Marvel Spinoff as Series Regular. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-13. ციტირების თარიღი: 2018-07-19.
  22. CATCHING UP WITH SALVATORE FERRAGAMO UOMO STAR BEN BARNES
  23. The Black Eyed Peas - #WHERESTHELOVE ft. The World