სერგეი ბოდროვი (უმცროსი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სერგეი სერგეის ძე ბოდროვი (ცნობილია როგორც სერგეი ბოდროვი-უმცროსი; დ. 27 დეკემბერი, 1971, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ — გ. 20 სექტემბერი, 2002, კარმადონის ხეობა, ჩრდილოეთ ოსეთი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი კინომსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი და ტელეწამყვანი. ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატი.

სერგეი ბოდროვი უმცროსი
მშობლიური სახელი რუს. Сергей Сергеевич Бодров
დაბადების თარიღი 27 დეკემბერი, 1971
მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 სექტემბერი, 2002 (30 წლის)
კარმადონის ხეობა, ჩრდილოეთ ოსეთი, რუსეთი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი, ტელეწამყვანი
მეუღლე(ები) სვეტლანა ბოდროვა
შვილ(ებ)ი ოლგა და ალექსანდრე ბოდორვები
მშობლები მამა: სერგეი ბოდროვი უფროსი
დედა: ნატალია ბოდროვა
ხელმოწერა

მთავარი როლი შეასრულა შემდეგ ფილმებში: „კავკასიის ტყვე“, „ძმა“, „სტრინგერი“, „აღმოსავლეთი-დასავლეთი“, „ძმა 2“ და „დათვის ამბორი“. მას მიჰყავდა ტელეპროგრამები — „Марафон-15“ და „Взгляд“, ასევე პროექტ უკანასკნელი გმირის პირველი სეზონი.

ოფიციალურად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება გადამღებ ჯგუფთან ერთად, კარმადონის ხეობაში კოლკის მყინვარის ჩამოწოლის შედეგად, სადაც ფილმ „Связной“-ის (შიკრიკი) გადაღება მიმდინარეობდა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობა

რედაქტირება

სერგეი ბოდროვი-უმცროსი, 1971 წლის 27 დეკემბერს ქალაქ მოსკოვში დაიბადა. ბავშვობაში, სერგეი ბოდროვს მარტო ყოფნა უყვარდა და „საკუთარ თავს შესანიშნავად ეწყობოდა“.

  გარე სურათები
  დედა
  მეუღლე და ბავშვები
  მამა დასთან ერთად
  • მამა — სერგეი ბოდროვი-უფროსი (დ. 28 ივნისი, 1948) — კინორეჟისორი.
  • დედა — ვალენტინა ბოდროვა — ხელოვნებათმცოდნე. სერგეი ბოდროვ-უფროსს 1976 წელს დაშორდა[1].
    • და — ასია ბოდროვა-ბეკულოვა[2].
    • მეუღლე — სვეტლანა ბოდროვა (სიტინა, მიხაილოვა).
      • ქალიშვილი — ოლგა ბოდროვა (დ. 24 ივლისი, 1998).
      • ვაჟიშვილი — ალექსანდრე ბოდროვა (დ. 27 აგვისტო, 2002).

2002 წლის 20 სექტემბერს, ფილმ "Связной"-ის (შიკრიკის) გადამღები ჯგუფი სერგეი ბოდროვის ხელმძღვანელობით, ვლადიკავკაზიდან მთების მიმართულებით დაიძრა. გადაღებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, როცა შებინდდა, ჯგუფი უკან ქალაქისკენ გამოემართა[3]. ადგილობრივი დროით 20:08 საათზე, კოლკის მყინვარმა მოულოდნელად ჩამოწოლა დაიწყო, მყინვარის ნაშალმა მასამ რამდენიმე წუთში მთელი კარმადონის ხეობა 60 მეტრიანი ყინულისა და ქვის ფენით დაფარა.

ოფიციალური ვერსიით, ჯიმარის მთის კლდეზე ჩამოკიდებული ერთ-ერთი მყინვარი ჩამოწყდა. მყინვარის მასა კოლკის მყინვარს დაეცა, ეს უკანასკნელი კი დაიძრა ხეობის მიმართულებით 180კმ/სთ სიჩქარით, რომელმაც თან ქვა-ღორღი ჩაიტანა. მასშტაბური სამაშველო სამუშაოები რამდენიმე თვე გრძელდებოდა, მოხალისეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნათესავების ჯგუფი მყინვარზე 2004 წლის თებერვლამდე დარჩა. ტრაგედიის შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ასზე მეტი ადამიანი გამოცხადდა, არც აღმოუჩენიათ სერგეი ბოდროვ-უმცროსის გვამი [4].

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ფილმი მონაწილეობდა როგორც
რეჟისორი სცენარისტი მსახიობი როლი
1986 Я тебя ненавижу (ვერ გიტან)(ტელეფილმი)
 
ბიჭი სპორტულ საცხენოსნო კლუბში
1989 СЭР
 
კოლონიის მსრჯავდებული
1992 Белый король, красная королева
 
ფოსტალიონი
1996 Кавказский пленник (фильм, 1996) (კავკასიის ტყვე)
 
ივან ჟილინი
1997 ძმა
 
დანილა ბაგროვი
1998 სტრინგერი
 
ვადიკი
1999 აღმოსავლეთი-დასავლეთი
 
საშა ვასილიევი
2000 ძმა 2
 
დანილა ბაგროვი
2001 Давай сделаем это по-быстрому
 
დიმა
2001 Сёстры (фильм, 2001) (დები)
 
 
 
დანილა ბაგროვი[5][6]
2002 ომი
 
კაპიტანი მედვედევი
2002 Медвежий поцелуй (დათვის ამბორი)
 
მიშა
2002 Связной (შიკრიკი) (დაუსრულებელია)
 
 
 
მენაგვე ალექსეი სემიონოვი
2008 Морфий (მორფიუსი)
 

კლიპებში მონაწილეობა

რედაქტირება
წელი ჯგუფი სახელწოდება
1997 Nautilus Pompilius Во время дождя
2000 "Би-2" Полковнику никто не пишет
2001 "აგატა კრისტი" Пуля
წელი პროგრამა მონაწილეობის ტიპი
1992 "Марафон-15" წამყვანი
1996—1999 "Взгляд" წამყვანი
2000 "Как снимался Брат 2" წამყვანი
2000 "Брат 2". Живьём в Олимпийском (концерт) წამყვანი
2000 5-й юбилейный фестиваль "КВН" "Снежные буераки" в Челябинске ჟიურის წევრი
2001 "Последний герой", сезон 1 წამყვანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება