ჯიმარა

მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ჩრდილოეთ ოსეთში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიმარა (მრავალმნიშვნელოვანი).

ჯიმარა, ჯიმარაი-ხოხი ან გიმარაი-ხოხიმწვერვალი საქართველო რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხოხის ქედზე, მყინვარწვერიდან დასავლეთით 9 კმ-ზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4780 მ. აგებულია თიხაფიქალის, მეტამორფული ქანებისა და დიაბაზისაგან. დაფარულია თოვლითა და ყინულით. გამყინვარების ფართობი უდრის 37 კმ²-ს. ჯიმარას ფერდობებიდან ეშვება მყინვარები: მიდაგრაბინი (დასავლეთით) და სუათისი (აღმოსავლეთით).

ჯიმარა
კოორდინატები: 42°43′09″ ჩ. გ. 44°24′59″ ა. გ. / 42.71917° ჩ. გ. 44.41639° ა. გ. / 42.71917; 44.41639
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ჩრდილოეთი ოსეთი
სიმაღლე 4780 
ქედი ხოხის ქედი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი, მეტამორფული ქანები და დიაბაზი
ჯიმარა — საქართველო
ჯიმარა
ჯიმარა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჯიმარა
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Пономарев С. В., Беднов Б. В. Тепли, Джимарай, Казбек. — М.: «Физкультура и спорт», 1985.