მიდაგრაბინი
მიდაგრაბინი (რუს. Мидаграбин) — ხეობის ტიპის მყინვარი რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში. გაწოლილია ცენტრალურ კავკასიონზე, ხოხის ქედის ჩრდილო კალთაზე. იწყება მწვერვალ ჯიმარის ჩრდილო-დასავლეთ კალთიდან, ზღვის დონიდან 4200 მ სიმაღლეზე. მყინვარის ბოლო 2950 მ სიმაღლეზეა. თოვლის ხაზის სიმაღლეა 3700 მ.[1] სიგრძე 7,8 კმ, ფართობი 9,2 კმ².[2] მყინვარის ბოლოდან სათავეს იღებს მდინარე გიზელდონის ერთ-ერთი მდგენელი მიდაგრაბინდონი.
მიდაგრაბინი
| |
---|---|
კოორდინატები: 42°43′20″ ჩ. გ. 44°22′50″ ა. გ. / 42.72222° ჩ. გ. 44.38056° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ჩრდილოეთი ოსეთი |
ქედი | ხოხის ქედი |
ფართობი | 9,2 კმ² |
სიგრძე | 7,8 კმ |
ტიპი | ხეობური |