ხოხის ქედი

ქედი საქართველო რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარესა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის

ხოხის ქედიქედი საქართველო რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარესა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის. კავკასიონის ჩრდილოეთ გვერდითი ქედი. მარადთოვლიან-მყინვარებიან თხემზე აღმართულია მწვერვალები: მყინვარწვერი (5054 მ), ჯიმარა (4780 მ), მაილი (4506 მ), სუათისი (4466 მ), ჩათა (4099 მ), წითიხოხი (3905 მ), სივერაუტი (3768 მ) და სხვა. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, რომლებიც გამსჭვალულია დიაბაზების ძარღვებით. ღერძული ზონა გარღვეულია დიორიტებითა და ინტრუზიებით.

ხოხის ქედი
აღმოსავლეთი კავკასიონის და ხოხის ქედის უმაღლესი მწვერვალი — მყინვარწვერი
აღმოსავლეთი კავკასიონის და ხოხის ქედის უმაღლესი მწვერვალი — მყინვარწვერი
კოორდინატები: 42°42′54″ ჩ. გ. 44°22′55″ ა. გ. / 42.715028° ჩ. გ. 44.382028° ა. გ. / 42.715028; 44.382028
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჩრდილოეთი ოსეთი
უმაღლესი წერტილი მყინვარწვერი
სიმაღლე 5054 
ამგებელი ქანები თიხაფიქალი, ქვიშაქვა, დიაბაზი, დიორიტი და ინტრუზია
ხოხის ქედი — საქართველო
ხოხის ქედი
ხოხის ქედი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ხოხის ქედი

ხოხის ქედი კავკასიონის მთელი აღმოსავლური ნახევრის ყველაზე მაღალი და ყველაზე ვრცელი გამყინვარების მქონე ნაწილია. იგი მთავარ ქედთან გადაბმულია გარდიგარდმო სერით — არდონისა და თერგის წყალგამყოფით, რომელზეც თრუსოს უღელტეხილი (ზღვის დონიდან 3150 მ) მდებარეობს. ხოხის ქედის მაღალი, მნიშვნელოვან დადაბლებებს თითქმის მოკლებული თოვლ-ყინულოვანი თხემი ძნელი გადასალახავია; აქ უღელტეხილები, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ალპინისტებისათვის არსებობს. აღმოსავლეთით ხოხის ქედი მყინვარწვერის მასივით თავდება. ქედზე მყინვარული, ძველმყინვარული, ვულკანური და ეროზიული რელიეფის ფორმებია. ქედზე ბევრი მყინვარია, მ.შ. გერგეთი, დევდარაკი, აბანო, მნა, ჩათა, სუათისი და სხვა.

დამახასიათებელია სუბალპური ტყეების, სუბალპური მდელოს, ალპური მდელოს, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 505.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964.