გერგეთი

მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორწვერი (მრავალმნიშვნელოვანი).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გერგეტი (მრავალმნიშვნელოვანი).

გერგეთი, ორწვერიხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მწვერვალ მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის — ჩხერის სათავეში. მდინარე ჩხერის აუზში ფართობით ყველაზე დიდი მყინვარია. მისი ფართობი 6,00 კმ², ხოლო სიგრძე 8,92 კილომეტრია. მაღალი თოვლიანი ქედებით გარშემორტყმული ფირნის აუზი მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 3900 მ-ზე. მყინვარებს გერგეთსა და დევდარაკს გააჩნიათ საერთო ყინულგამყოფი, ამიტომ იმ მყინვარების ფართობი, რომლებიც იწყებიან ყაზბეგ-მაილის მყინვარულ პლატოზე, განისაზღვრება მიახლოებით.[2]

გერგეთი
მყინვარი
მყინვარი
კოორდინატები: 42°41′02″ ჩ. გ. 44°30′10″ ა. გ. / 42.68389° ჩ. გ. 44.50278° ა. გ. / 42.68389; 44.50278
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ქედი ხოხის ქედი
ფართობი 6,00 კმ²
სიგრძე 8,92 კმ
ტიპი ხეობური
მდგომარეობა პულსაციური
გერგეთი — საქართველო
გერგეთი
გერგეთი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
გერგეთი

ფირნის აუზიდან მყინვარი მოედინება სამხრეთით, შემდეგ მწვერვალ ორწვერიდან უხვევს აღმოსავლეთით და ქმნის ყინულვარდნილს. ქვემოთ მყინვარის ენა თანდათან ვიწროვდება და ზღვის დონიდან 3200 მეტრზე მთავრდება. მდინარე თერგის ხეობაში მყინვარწვერის წინ კარგად მოჩანს გვერდითი და ბოლო სტადიური მორენები.[3]

მისი უმეტესი ნაწილი მოქცეულია ძველ დანგრეულ ვულკანურ კალდერაში, რომლის ჩრდილოეთ კიდეზე ამართულია მყინვარწვერის კონუსი, სამხრეთ კიდეზე — მთა ორწვერი. მასობრივი ტურიზმის ობიექტია. მასზე გადის მყინვარწვერზე ასასვლელი სამი მარშრუტი. მყინვარის მარცხენა მხარეს, 3650 მ სიმაღლეზე, ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოსადგურია.[4]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 44.
  2. ლევან ტიელიძე, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014
  3. გობეჯიშვილი რ., კოტლიაკოვი ვ., გლაციოლოგია, თბ., 2006
  4. ლევან მარუაშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 598.