ორწვერი (მთა)
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ორწვერი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მყინვარწვერის მასივის სამხრეთ ნაწილში, მყინვარ გერგეთისა და მდინარე ქესიის სათავეების მყინვართა წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4222 მ. ახასიათებს კლდოვანი „გუშაგები“. აგებულია ზედაპლიოცენური ლავებით, რომლებიც ქმნიდა მყინვარწვერის ძველი, ამჟამად დანგრეული კალდერის სამხრეთ კიდეს. ორწვერზე პირველად ავიდნენ 1913 წელს (მ. გალკინი და კ. ფიცხელაური). პირველი საბჭოთა ასვლა მოეწყო 1930 წელს (დ. მიქელაძე ჯგუფით).
ორწვერი | |
---|---|
მყინვარწვერი და ორწვერი (ხედი სოფ. სნოდან) | |
კოორდინატები: 42°40′20″ ჩ. გ. 44°30′42″ ა. გ. / 42.6722583° ჩ. გ. 44.5117917° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4222 მ |
მთის მასივი | მყინვარწვერის მასივი |
ამგებელი ქანები | ლავა |
პირველი ასვლა | 1913 |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 588.