სნოსოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ართხმო, აჩხოტი, ახალციხე, კარკუჩა, ქოსელი, ჯუთა). მდებარეობს მდინარე სნოსწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 1760 მეტრი, სტეფანწმინდიდან 8 კილომეტრი. XVIII საუკუნეში სნო იყო ხევის ოთხი სამოურავოდან ერთ-ერთის ცენტრი. სოფელს მთიდან გადაჰყურებს ეკლესია და ზურგიანი ციხე. ეკლესია 1987 წელსაა აშენებული ძველი ეკლესიის საფუძველზე.

სოფელი
სნო

სნო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი სნო
კოორდინატები 42°36′20″ ჩ. გ. 44°38′22″ ა. გ. / 42.60556° ჩ. გ. 44.63944° ა. გ. / 42.60556; 44.63944
ცენტრის სიმაღლე 1760
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 263[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სნო — საქართველო
სნო
სნო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
სნო
სნო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სნო

1900 წელს „ქრისტიანობის აღმადგენელმა საზოგადოებამ“ სოფელში დააარსა საეკლესიო-სამრევლო სკოლა. სოფლის მცხოვრებლებმა სკოლის შენობის ასაგებად ოთხ-ოთხი მანეთი გაიღეს. 1902 წლის თებერვალში მათი თხოვნით სკოლა ორკლასიანად გადაკეთდა. 1903 წელს სოფელში გახსნეს კიდევ ერთი მსგავსი სკოლა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 263 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 605 272 333
2002[3]   418 204 214
2014[1]   263 122 141

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 19.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სნო&oldid=4399427“-დან