აჩხოტი[2]ისტორიული ძეგლი, სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სნოს თემი), მდებარეობს მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1760 მეტრი, სტეფანწმინდიდან 5 კილომეტრი.

სოფელი
აჩხოტი

სოფელ აჩხოტის ერთ-ერთი უბანი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი სნო
კოორდინატები 42°37′23″ ჩ. გ. 44°37′02″ ა. გ. / 42.62306° ჩ. გ. 44.61722° ა. გ. / 42.62306; 44.61722
ცენტრის სიმაღლე 1760
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 167[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აჩხოტი — საქართველო
აჩხოტი
აჩხოტი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
აჩხოტი
აჩხოტი — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
აჩხოტი

სოფელზე გადიოდა თბილის-ჟინვალ-დარიალის უძველესი სავაჭრო გზა. XVII საუკუნის I მეოთხედში არაგვის ერისთავების მოურავმა შიოლა ღუდუშაურმა აქ ოსები ჩამოასახლა და ყმებად გაიხადა. შემდგომში ეს უფლებები ხელში ჩაიგდეს აზნაურმა ყაზბეგებმა. თანდათან ოსების უმრავლესობა სოფლიდან ჩრდილოეთ ოსეთში გადასახლდა. მათ ნაცვლად აქ სოფელ სნოდან გადმოსული ოჯახები დასახლდნენ.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 167 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[3] 73 33 40
2002[4]   251 127 124
2014[1]   167 88 79

1926 წლის აღწერის მონაცემებით სოფლის მოსახლეობის 12 %-ს წარმოადგენდნენ ქართველები, ხოლო 88 %-ს ოსები.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.
  3. 3.0 3.1 სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 18.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II