ახალციხე (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალციხე (მრავალმნიშვნელოვანი).

ახალციხე[2]ისტორიული ძეგლი, სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს თემში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე სნოსწყლის (თერგის შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1800 მეტრი, სტეფანწმინდიდან 12 კილომეტრი. სოფელში დგას IX-X საუკუნის ბაზილიკა, რომელიც აღდგენილია XIX საუკუნეში.[3]

სოფელი
ახალციხე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი სნო
კოორდინატები 42°35′23″ ჩ. გ. 44°39′42″ ა. გ. / 42.58972° ჩ. გ. 44.66167° ა. გ. / 42.58972; 44.66167
ცენტრის სიმაღლე 1800
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 35[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ახალციხე (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ახალციხე (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
ახალციხე (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ახალციხე (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
ახალციხე (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ახალციხე (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

სოფელი შედიოდა არაგვის საერისთავოში, მისი მოურავი იყო არაგვის ერისთავის ყმა მარტია ღუდუშაური. 1439 წლის საბუთში გერგეტელ საყდრისშვილთა მძევლებს შორის მოხსენიებულია ორი ახალციხელიც. სოფელში იყო სალოცავი ხატები — კვირეხვთიშვილის (კვირელობის) ნიში, ლანგურის წმინდა გიორგი, კოპალე (ბიჭების), ელია (გოგონების).

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 35 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[4] 155 70 85
2002[5]   129 66 63
2014[1]   35 13 22

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
  3. ღამბაშიძე ნ., ალავერდაშვილი ქ. (2018). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა. თბილისი: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. 
  4. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 18.
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II