ართხმო
ართხმო[2] — ნასოფლარი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს თემში.[3] მდებარეობს მდინარე ართხმოსწყლის მარცხენა ნაპირზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. სტეფანწმინდიდან დაშორებულია 15 კილომეტრით.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[4] | 70 | 36 | 34 |
2002[3] | 0 | 0 | 0 |
2014[1] | 0 | 0 | 0 |
1926 წლის აღწერის მონაცემებით სოფლის მოსახლეობას წარმოადგენდნენ ქართველები, რომლებიც იყვნენ გადმოსახლებული ხევსურები.[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 565.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.
- ↑ 3.0 3.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ 4.0 4.1 სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 18-19.