ჩათის მყინვარი
მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ჩათის მყინვარი, ჩაჩი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე, ხოხის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. განფენილია მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის — ამალის სათავეში. სიგრძე 4,2 კმ, ფართობი 3,7 კმ². საზრდოობს მწვერვალების მაილისა და მყინვარწვერის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. მყინვარიდან გამოედინება მდინარე ამალი.
ჩათის მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 42°43′36″ ჩ. გ. 44°31′00″ ა. გ. / 42.72667° ჩ. გ. 44.51667° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
ქედი | ხოხის ქედი |
ფართობი | 3,7 კმ² |
სიგრძე | 4,2 კმ |
ტიპი | ხეობური |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 70.