ჩათა
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ჩრდილოეთ ოსეთში
ჩათა — მთა საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხოხის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარეების თერგისა და გიზელდონის მარჯვენა შენაკადის — გენალდონის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4099 მ. ჩათა აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და მერგელებით. დამახასიათებელია სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტი.
ჩათა | |
---|---|
კოორდინატები: 42°45′15″ ჩ. გ. 44°30′50″ ა. გ. / 42.75417° ჩ. გ. 44.51389° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 4099 მ |
ქედი | ხოხის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა და მერგელი |
ასაკი | იურა |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 70.