გენალდონი (რუს. Геналдон; ოს. Гæналдон) — მდინარე რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 162 კმ².[1] გიზელდონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ხოხის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მაილის მყინვარზე, ზღვის დონიდან 2350 მ სიმაღლეზე.[2] 2002 წლის სექტემბრამდე გენალდონი წარმოიქმნებოდა მდინარეების კოლკისა და მაილიდონის შეერთების შედეგად.[3] ტიპური მთის მდინარეა, რომელიც მიედინება სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. მარჯვნიდან ერთვის მდინარე კაურიდონი, ხოლო მარცხნიდან კუსარდონი. საზრდოობს ძირითადად მყინვარული წყლით.[4]

გენალდონი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები ჩრდილოეთი ოსეთი
სათავე მაილის მყინვარი
42°45′13″ ჩ. გ. 44°28′54″ ა. გ. / 42.75361° ჩ. გ. 44.48167° ა. გ. / 42.75361; 44.48167
შესართავი გიზელდონი
42°55′50″ ჩ. გ. 44°32′47″ ა. გ. / 42.93056° ჩ. გ. 44.54639° ა. გ. / 42.93056; 44.54639
სიგრძე 22 კმ
აუზის ფართობი 162 კმ²
გენალდონი — ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია
გენალდონი
გენალდონი
— სათავე, — შესართავი
link=commons:Category:{{{Commons}}} გენალდონი ვიკისაწყობში

მდინარეზე კარგად არის გამოხატული ზაფხულის მაქსიმუმი, წელიწადის თბილ დროში უთანასწორო დღე-ღამური და მაღალი მყარი ჩამონადენი. ცნობილია დამანგრეველი წყალმოვარდნებითა და ღვარცოფებით. გამომუშავებული აქვს კარმადონის ხეობა, რომლის ფსკერი ნაწილობრივ დაფარულია კოლკის მყინვარის ნაფენებით. აუზის მცენარეულობა ტიპურია კავკასიონის მაღალმთიანეთის ჩრდილოეთ კალთებისათვის, თუმცა გარდაქმნილია სამეურნეო საქმიანობის შედეგად.[4]

1902 წელს გენალდონის ხეობაში 11 კმ-ზე შეიჭრა დაახლოებით 100 მ სიმაღლის წყალყინულოვანი ნაკადი, რომელსაც მოჰყვა დიდი ნგრევა და მსხვერპლი.[5] 2002 წლის 20 სექტემბერს კარმადონის ხეობაში კოლკის მყინვარის ჩამოწოლის შედეგად მოხდა გლაციალური ღვარცოფი, რომელმაც 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო უგზო-უკვლოდ 106 ადამიანი დაიკარგა.[6]

  1. Поиск по данным государственного водного реестра
  2. Васьков И.М. Крупномасштабные обвалы: геодинамика и прогноз, Владикавказ, 2019 г., 365 стр.
  3. Бюллетень Московского общества испытателей природы. Том 83, Выпуски 2–6, 2008
  4. 4.0 4.1 Рототаев К.П., Ходаков В.Г., Кренке А.Н. Исследование пульсирующего ледника Колка. - М.: Наука, 1983. 169 с.
  5. Колка | Большая российская энциклопедия
  6. 10 лет кармадонской катастрофе: ученые спорят о том, что убило 125 человек, включая Бодрова-младшего