სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაილი (მრავალმნიშვნელოვანი).

მაილის მყინვარი, გენალდონის მყინვარი (რუს. Майлийский ледник) — ხეობის ტიპის მყინვარი რუსეთში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გვერდით ხოხის ქედის ჩრდილო კალთაზე. გაწოლილია მდინარე გიზელდონის მარჯვენა შენაკადის — გენალდონის სათავეებში.[1]

მაილის მყინვარი
კოორდინატები: 42°43′30″ ჩ. გ. 44°28′40″ ა. გ. / 42.72500° ჩ. გ. 44.47778° ა. გ. / 42.72500; 44.47778
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ჩრდილოეთი ოსეთი
ქედი ხოხის ქედი
ფართობი 5.9 კმ²
სიგრძე 5.4 კმ
ტიპი ხეობური
მაილის მყინვარი — ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია
მაილის მყინვარი

მაილის მყინვარის ვეებერთელა ფირნული აუზი სამხრეთიდან შემოზღუდულია ყაზბეგის მასივის უმაღლესი მწვერვალებით: სამხრეთ-აღმოსავლეთით მყინვარწვერით (5054 მ), სამხრეთით მაილითა (4597.8 მ) და სამხრეთ-დასავლეთით ჯიმარით (4780.1 მ). ციცაბოდ ეშვება მყინვარწვერის ფირნული ველიდან. სიგრძე 5.4 კმ, ფართობი 5.9 კმ².[2] მყინვარის ბოლოს სიმაღლე ზღვის დონიდან 2350 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ყინულის სისქე 50–130 მ. მყინვარამდე მისასვლელი გზა რთულია.[1]

XIX საუკუნის ბოლოს მაილის მყინვარს ერთვოდა კოლკის მყინვარი, რომელიც შემდგომში განცალკევდა. მყინვარის ენის დახრილობა უჩვეულოდ დიდია. დამახასიათებელია სუფთა ზედაპირი, მორენულ წარმონაქმნებს თითქმის მოკლებულია. მაილის მყინვარი ქმნის 1.5–2 კმ სიგრძის გრანდიოზულ ყინულვარდნილს. დეგრადაციის სტადიაშია.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Известия Всесоюзного географического общества. Т. 94, Вып. 1. Ленинград, 1962
  2. Панов В.Д. Эволюция современного оледенения Кавказа. СПб.: Гидрометеоиздат, 1993. 429 с.