კოლკის მყინვარი
კოლკის მყინვარი (რუს. Колка) — კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ ვლადიკავკაზის სიახლოვეს. მდებარეობს კავკასიონზე, ყაზბეგ-ჯიმარის მასივის ჩრდილო კალთაზე, გენალდონის ხეობაში. სიგრძე დაახლოებით 3 კმ, ფართობი 2.5 კმ².[1]
კოლკის მყინვარი
| |
---|---|
კოლკის მყინვარი 2001 წელს | |
კოორდინატები: 42°43′48″ ჩ. გ. 44°26′08″ ა. გ. / 42.73000° ჩ. გ. 44.43556° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ჩრდილოეთი ოსეთი |
ქედი | კავკასიონი |
ფართობი | 2.5 კმ² |
სიგრძე | 3 კმ |
XIX საუკუნის ბოლოს კოლკა ერწყმოდა მაილის მყინვარს (სიგრძე დაახლოებით 6 კმ, ფართობი დაახლოებით 7 კმ²), რომელიც აგრეთვე მიეკუთვნება მდინარე გენალდონის აუზს, მაგრამ შემდგომში განცალკევდა.[2] კოლკა მიეკუთვნება პულსაციური მყინვარების ტიპს, რომელთათვის დამახასიათებელია მყინვარის სხეულის მკვეთრი წინსვლა, რომელსაც თან სდევს ყინულის ჩამოქცევა და გლაციალური ღვარცოფის წარმოქმნა. დაახლოებით 70 წელიწადში ერთხელ ფიქსირდება მყინვარის კატასტროფული გადანაცვლება, რომელიც ცნობილია 1835 წლიდან.[2]
1902 წელს მდინარე გენალდონის ხეობაში 11 კმ-ზე შეიჭრა დაახლოებით 100 მ სიმაღლის წყალყინულოვანი ნაკადი, რომელსაც მოჰყვა დიდი ნგრევა და მსხვერპლი. ცნობილია კოლკის მყინვარის გადაადგილება 1969–70 წლის შემოდგომასა და ზამთარში. 2002 წლის სექტემბერში მოხდა რუსეთში უდიდესი გლაციალური კატასტროფა — კარმადონის ხეობაში ჩამოწვა ულტრასელური წყალყინულოვან-ქვიანი ღვარცოფი, რომელმაც დაანგრია დასახლებული პუნქტები, დასასვენებელი ბაზები, ელექტროგადაცემის ხაზები და შეიწირა 135 ადამიანის სიცოცხლე.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Словарь современных географических названий. Екатеринбург, 2006.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Г. Д. Климова. Колка | Большая российская энциклопедия