მნის მყინვარი

მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მნა (მრავალმნიშვნელოვანი).

მნის მყინვარიხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გვერდითი ქედისხოხის სამხრეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის — მნაისისწყლის აუზში და რომელშიც ყველაზე დიდი მყინვარია. მისი ფართობი 2,60 კმ², ხოლო სიგრძე 3,37 კილომეტრია. მყინვარი ზღვის დონიდან 3360 მეტრზე მთავრდება. საველე კვლევებისა და უახლეს კოსმოსურ სურათებზე დაკვირვების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ ზომის მყინვარებში მნის მყინვარი საქართველოში პირველია თავისი უკანდახევის მაჩვენებლებით (არ იგულისხმება ისეთი დიდი ზომის მყინვარები როგორიც იყო მაგალითად ტვიბერი და ქვიში, სადაც უკანდახევის მაჩვენებელი იგივე პერიოდში კიდევ უფრო მაღალი იყო).

მნის მყინვარი
კოორდინატები: 42°41′46″ ჩ. გ. 44°28′49″ ა. გ. / 42.69611° ჩ. გ. 44.4802806° ა. გ. / 42.69611; 44.4802806
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ქედი ხოხის ქედი
ფართობი 2,60 კმ²
სიგრძე 3,37 კმ
ტიპი ხეობური
მნის მყინვარი — საქართველო
მნის მყინვარი
მნის მყინვარი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
მნის მყინვარი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014;