სივერაუტი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ჩრდილოეთ ოსეთში
სივერაუტი — მთა საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ გვერდით ხოხის ქედზე, მდინარე თერგის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3767 მ. აგებულია ზედალიასური ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. რელიეფი მკვეთრია. სივერაუტის ჩრდილოეთ კალთაზე არის ძველი გამყინვარების ნიშნები — ცირკები და ტროგები. სივერაუტის კალთებიდან ეშვება მოზრდილი მყინვარი მდინარე ფიაგდონის ტროგულ ხეობაში.
სივერაუტი | |
---|---|
კოორდინატები: 42°40′54″ ჩ. გ. 44°15′04″ ა. გ. / 42.68167° ჩ. გ. 44.25111° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 3767 მ |
ქედი | ხოხის ქედი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა და თიხაფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 328.