ნარნიის ქრონიკები (ფილმების სერია)
ნარნიის ქრონიკები — ფენტეზის ჟანრის ფილმების სერია, რომელიც ეფუძნება მწერალ კლაივ ლუისის ამავე სახელწოდების რომანების სერიას. ფილმები გადაღებულია სტუდიის Walden Media მიერ. დღეისათვის გამოსულია სამი ფილმი: ლომი, კუდიანი და გარდერობი (2005), უფლისწული კასპიანი (2008) და განთიადის დამმორჩილებლის მოგზაურობა (2010).[1]
„ნარნიის ქრონიკები“ | |
---|---|
ჟანრი | ფენტეზი |
რეჟისორი |
ენდრიუ ადამსონი (I და II ფილმები) მაიკლ ეპტედი (III ფილმი) |
პროდიუსერი | მარკ ჯონსონი |
სცენარის ავტორი |
ლომი, კუდიანი და გარდერობი ენ პიკოკი ენდრიუ ადამსონი კრისტოფერ მარკუსი სტივენ მაკ-ფილი უფლისწული კასპიანი ენდრიუ ადამსონი კრისტოფერ მარკუსი სტივენ მაკ-ფილი განთიადის დამმორჩილებლის მოგზაურობა კრისტოფერ მარკუსი სტივენ მაკ-ფილი სტივენ ნაიტი მაიკლ პეტრონი რიჩარდ ლა-გრავენეზი |
ნაწარმოები | კლაივ ლუისი, ნარნიის ქრონიკები |
როლებში | ნარნიის ქრონიკების პერსონაჟების როლების შემსრულებლები |
სტუდია | Walden Media |
დისტრიბუტორი |
Walt Disney Pictures (2005–2008) 20th Century Fox (2010–დღემდე) |
გამოსვლის თარიღი | 2005–დღემდე |
ხანგრძლივობა |
კინოთეატრის ვერსია: 406 წთ. ვრცელი ვერსია: 415 წთ. (დღეისათვის) |
ქვეყანა |
გაერთიანებული სამეფო აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 560 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანად) |
შემოსავალი | 1 580 364 900 აშშ დოლარი (მთლიანად) |
სერიებში მოთხრობილია და-ძმების, პევენსის ოჯახის მოგზაურობა გამოგონილ სამყარო ნარნიაში, რომელსაც მართავს ასლანი, მოლაპარაკე ლომი და ქვეყნის ნამდვილი მეფე. მიუხედავად იმისა, რომ ფილმებში გამოყენებულია რომანების ძირითადი ელემენტები, როგორიც არის მოვლენათა ქრონოლოგია და ქრისტიანობასთან დაკავშირებული თემები, ასევე გამოყენებულია ბერძნული მითოლოგიისა და ზღაპრების მოტივები.
ფილმების ამ სერიის პირველი ორი ნაწილის რეჟისორია ენდრიუ ადამსონი, ხოლო მესამე ფილმის - მაიკლ ეპტედი. განთიადის დამმორჩილებლის მოგზაურობა ასევე არის ამ ფილმებიდან რიგით პირველი, რომელიც 3D ფორმატში გამოვიდა.[2]
რომანების პოპულარობის გამო ითვლებოდა, რომ ეკრანიზაციაც უდიდესი წარმატებით ისარგებლებდა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ფილმი, ლომი, კუდიანი და გარდერობი (2005) კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სიის 38-ე ადგილზეც მოექცა, მეორე ფილმმა შემქმნელთა იმედები არ გაამართლა. ამის გამო კომპანიამ Walt Disney Pictures, რომელიც ფილმის დისტრიბუციას ეწეოდა, უარი თქვა დაკისრებულ ვალდებულებებზე - მიუხედავად იმისა, რომ 20th Century Fox (რომელიც ასევე ფილმის დისტრიბუციაზე ზრუნავდა) მას ფინანსურად მხარში ამოუდგა.
ნარნიის ქრონიკების პირველმა ორმა ფილმმა მსოფლიო გაქირავებიდან შემქმნელებს 1 მილიარდი დოლარი შემოუტანეს[3][4] ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმთა სერიების სიაში ნარნიის ქრონიკებს 17-ე ადგილი უკავია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება