Walt Disney Pictures
Walt Disney Pictures — ამერიკული კინოსტუდია, რომელსაც ფლობს უოლტ დისნეის კომპანია. იგი არის უოლტ დისნეის სტუდიების შვილობილი კომპანია და ძირითადი კომპანია, რომელიც აწარმოებს მხატვრულ ფილმებს Walt Disney Motion Pictures Group-ის ბაზაზე. მდებარეობს ბერბენკში (კალიფორნია). კომპანიის კომერციულად წარმატებული ფილმები შეიქმნა სხვა სტუდიებთან ერთად, რომელთა შორის არიან Pixar, Caravan Pictures, Studio Ghibli, ჯერი ბრუკჰაიმერის ფილმები, Marvel Studios, Spyglass Entertainment, Starz Media, Walden Media, Mandeville Films, Gunn Films, Jim Henson Pictures და Saturn Films.
![]() | |
ტიპი | უოლტ დისნეის სტუდიების შვილობილი |
---|---|
დაფუძნდა |
1929 (როგორც Walt Disney Productions) 1983 (როგორც Walt Disney Pictures) |
დამაარსებელი | Walt Disney Motion Pictures Group |
მდებარეობა | ბერბენკი, კალიფორნია |
მფლობელი | The Walt Disney Company |
დარგი | ფილმები |
პროდუქცია | ფილმები |
ბრუნვა | http://www.disneypictures.com |
Walt Disney Pictures-თან თანამშრომლობენ უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდია, Pixar Animation Studios, DisneyToon და Studio Ghibli. მათ მიერ წარმოებული ფილმების დისტრიბუციას როგორც წესი, Walt Disney Studios Motion Pictures უწევს, Walt Disney Pictures-ის სახელით.