პიქსარი
პიქსარის ანიმაციური სტუდია — ამერიკული კომპიუტერული ანიმაციის კინოსტუდია, რომლის შტაბი მდებარეობს კალიფორნიის შტატის ქალაქ ემერივილში. 2006 წლიდან ის არის უოლტ დისნეის კომპანიის შვილობილი კომპანია. სტუდიის ფილმებს დამსახურებული აქვთ ოცდაოთხი ოსკარი, ექვსი ოქროს გლობუსი და სამი გრემი სხვა ჯილდოებთან ერთად. მსოფლიოს მასშტაბით მათი შემოსავლის ჯამი $6.3 მილიარდს აღწევს. კინოსტუდია განთქმულია თავისი კომპიუტერული ანიმაციური ფილმებით, რომლის შესაქმნელადაც იყენებენ PhotoRealistic RenderMan-ს.
ტიპი | The Walt Disney Company-ის შვილობილი კომპანია |
---|---|
დარგი | კომპიუტერული ანიმაციური ფილმები |
დაფუძნდა |
1979 1986 (პიქსარი) | (გრაფიკოსთა ჯგუფი)
დამაარსებელი |
ედვინ ქეთმული ელვი რეი სმითი სტივ ჯობსი |
სათავო ოფისი | ემერივილი, კალიფორნია, აშშ |
მმართველი |
ედვინ ქეთმული, Walt Disney Animation Studios-ის და პიქსარის ანიმაციური სრუდიის პრეზიდენტი ჯონ ლასეტერი, Walt Disney Animation Studios-ის და პიქსარის ანიმაციური სრუდიის შემოქმედებითი დირექტორი ჯიმ მორისი, პიქსარის გენერალური მენეჯერი |
პიქსარი დაარსდა 1979 წელს, როგორც სპეც-ეფექტების კომპიუტერული ჯგუფი, რომელიც Lucasfilm-ის შემადგენლობაში შედიოდა, სანამ ის 1986 წელს Apple-ის თანადამააარსებელმა სტივ ჯობსმა შეიძინა. მან სტუდია 2006 წელს უოლტ დისნეის კომპანიას მიჰყიდა.
პიქსარს აქვს ცამეტი სრულმეტრაჟიანი ფილმი, მათ შორის პირველია სათამაშოების ისტორია (1995). მას მოჰყვა მწერის ცხოვრება (1998), სათამაშოების ისტორია 2 (1999), მონსტრების კორპორაცია (2001), ნემოს ძიებაში (2003), სუპერ ოჯახი (2004), მანქანები (2006), რატატუი (2007), WALL-E (2008), მფრინავი სახლი (2009), სათამაშოების ისტორია 3 (2010), მანქანები 2 (2011) და გულადი (2012). სტუდიის ყველა ანიმაციურმა ფილმმა წარმატებას მიაღწია კომერციულად, ასევე ყველა მათგანმა, მანქანები 2–ის გარდა, კინოკრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა. ფილმების საშუალო შემოსავალი შეადგენს $602 მილიონს, რაც პიქსარს ყველა სხვა კინოსტუდიაზე მაღლა აყენებს ამ კომპონენტში. სტუდიის ყველა ანიმაციური ფილმი შესულია ყველა დროის ორმოცდაათ მაღალშემოსავლიან ანიმაციურ ფილმს შორის, რომლის სათავეშიც სათამაშოების ისტორია 3 დგას. სათამაშოების ისტორია 3, ნემოს ძიებაში და მფრინავი სახლი ასევე შედიან ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმთა ნუსხაში.
მას შემდეგ, რაც შეიქმნა ნომინაცია „ოსკარი საუკეთესო ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის“, პიქსარის მიერ გამოშვებულმა რვა ფილმმა მოახერვა მასში ნომინაციის მოპოვება. ექვსმა ჯილდოც დაისაკუთრა, მათ შორის არიან ნემოს ძიებაში, The Incredibles, რატატუი, WALL-E, მფრინავი სახლი და სათამაშოების ისტორია 3. მფრინავი სახლი და სათამაშოების ისტორია 3 იმ სამ ანიმაციურ ფილმთა შორისაა, რომლებიც ასევე ნომინირებული იყვნენ ოსკარზე საუკეთესო სურათისთვის.(პირველი ასეთი იყო მზეთუნახავი და ურჩხული)
2009 წლის 6 სექტემბერს პიქსარის ხელმძღვანელები ჯონ ლასეტერი, ბრედ ბერდი, პიტ დოქტერი, ენდრუ სტენტონი და ლი უნკრიხი ვენეციის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს ოქროს ლომით კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. მათ ჯილდო გადასცათ Lucasfilm-ის დამაარსებელმა ჯორჯ ლუკასმა.
პიქსარის მომავალ პროექტებს შორისაა მონსტრების უნივერსიტეტი და კარგი დინოზავრი, რომელთაგან პირველის პრემიერა 2013 წელს შედგება, მეორის კი – 2014 წელს.
ფილმები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პიქსარის ანიმაციური სტუდია - IMDb
- პიქსარი - Wikia
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Pixar - Box Office History. The-numbers.com. ციტირების თარიღი: 2009-06-30.