სტივენ პოლ ჯობსი (ინგლ. Steven Paul Jobs, დ. 24 თებერვალი, 1955, სან-ფრანცისკო — გ. 5 ოქტომბერი, 2011, პალო-ალტო),[1][2] ცნობილი როგორც სტივ ჯობსი (ინგლ. Steve Jobs) — კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი[3], თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO).[4][5] 1986–2006 წლებში ის ასევე იყო პიქსარის ანიმაციური სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი. პიქსარის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე სათამაშოების ისტორია, მან იმუშავა, როგორც აღმასრულებელმა პროდიუსერმა.[6] როდესაც სტუდია უოლტ დისნეის კომპანიამ შეიძინა 2006 წელს, ჯობსი გახდა დისნეის დირექტორთა საბჭოს წევრი და კომპანიის უმსხვილესი მეწილე.[7]

სტივ ჯობსი
დაბადების სახელი სტივენ პოლ ჯობსი
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1955
სან-ფრანცისკო, აშშ
გარდაცვალების თარიღი 5 ოქტომბერი, 2011 (56 წლის)
პალო ალტო, კალიფორნია
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა Apple-ს თანადამაარსებელი და გენერალური დირექტორი
აქტიური 1971–2011
მეუღლე(ები) ლორენ პოუელი(ქ.1991 - 2011; მისი გარდაცვალება)
შვილ(ებ)ი 4
მშობლები მამა: აბდულფატა ჯანდალი
დედა: ჯოენ შიბლ სიმფსონი

1976 წელს ეპლის თანადამფუძნებელ, სტივ უოზნიაკთან, ერთად მან პოპულარიზაცია გაუწია პერსონალური კომპიუტერის იდეას Apple II-ით. მოგვიანებით, ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც კომერციული პოტენციალი დაინახა გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისსა და თაგუნაში, რომელიც ქსეროქსის პალო-ალტოს კვლევით ცენტრში დამუშავდა, ეს ინოვაციები შემოიტანა ეპლ მაკინტოშის კომპიუტერებში.[8][9] 1985 წელს ჯობსი Apple-იდან გაათავისუფლეს,[10] რის შემდეგაც მან დააარსა კომპიუტერული კომპანია NeXT. 1996 წელს Apple-ის მიერ NeXT-ის შესყიდვის შემდეგ, ჯობსი დაბრუნდა თავისივე თანადაარსებულ კომპანიაში ამჯერად მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და ეს ადგილი 2011 წლის 24 აგვისტომდე ეკავა. გადადგომიდან რამდენიმე თვეში, 2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.

  1. „Steve Jobs, Apple founder, dies“. CNN. October 5, 2011. ციტირების თარიღი: October 5, 2011.
  2. „Apple - Remembering Steve Jobs“. Apple. October 5, 2011. ციტირების თარიღი: October 5, 2011.
  3. Markoff, John (September 1, 1997). „An 'Unknown' Co-Founder Leaves After 20 Years of Glory and Turmoil“. The New York Times. ციტირების თარიღი: August 24, 2011.
  4. „Steve Jobs Resigns as CEO of Apple“ (პრეს-რელიზი). Apple Inc. August 24, 2011. ციტირების თარიღი: August 24, 2011.
  5. Ovide, Shira (August 24, 2011). „Steve Jobs Resigns as Apple CEO“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: August 24, 2011.
  6. IMDB, "Toy Story" Credits
  7. The Walt Disney Company — Steve Jobs Biography.
    Holson, Laura M. (January 25, 2006). „Disney Agrees to Acquire Pixar in a $7.4 Billion Deal“. The New York Times. ციტირების თარიღი: January 17, 2010.
    „Pixar Becomes Unit of Disney“. The New York Times. Associated Press. May 6, 2006. ციტირების თარიღი: January 17, 2010.
  8. Kahney, Leander (January 6, 2004). „Wired News: We're All Mac Users Now“. Wired News. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 29, 2012. ციტირების თარიღი: September 20, 2006.
  9. „America's Most Admired Companies: Jobs' journey timeline“. CNNMoney.com. ციტირების თარიღი: May 24, 2010. Jobs and a team of engineers visit Xerox PARC, where they see a demo of mouse and graphical user interface
  10. Vivek Kaul. (May 11, 2009) What Steve Jobs did when he was fired from Apple. DNA (newspaper).