The Walt Disney Company
(გადამისამართდა გვერდიდან უოლტ დისნეის კომპანია)
The Walt Disney Company — ერთ-ერთი მსხვილი კომპანია აშშ-ის გასართობ ინდუსტრიაში. იგი დაარსდა 1923 წლის 16 ოქტომბერს, ძმების, უოლტ და როი დისნეების მიერ. ამჟამად იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ჰოლივუდურ სტუდიას, 11 თემატური პარკისა და ორი აკვაპარკის, ასევე ტელე-რადიო მაუწყებლობის რამდენიმე ქსელის მფლობელს, რომელთა შორის ასევე არის კომპანია ეი ბი სი.
დარგი | ტელე-რადიო მაუწყებლობა, ანიმაცია, ფილმები, თემატური პარკები |
---|---|
დაფუძნდა |
16 ოქტომბერი, 1923, უოლტ და როი დისნეის მიერ (ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) |
სათავო ოფისი | ბერბანკი, კალიფორნია, აშშ |
მმართველი |
რობერტ აიგერი |
შემოსავალი | 34.3 მილიარდი აშშ დოლარი |
თანამშრომელი | 150,000 (2008 წლის მონაცემებით)[1] |
საიტი | disney.go.com |
თავად კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს Walt Disney Studios-ში (ბერბანკი, კალიფორნია, აშშ).
კომპანია ასევე შედის დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსში.