სტივ უოზნიაკი
სტივენ გარი „სტივ“ უოზნიაკი (ინგლ. Steve Wozniak; ცნობილია როგორც „Woz“; დ. 11 აგვისტო, 1950) — ამერიკელი ელექტრო-ინჟინერი, რომელიც არის Apple Computer Inc. (ამჟამინდელი Apple Inc.) თანადამფუძნებელი, სტივ ჯობსთან და რონალდ ვეინთან ერთად. სტივ უოზნიაკმა დააპროექტა და ააწყო Apple I და Apple II კომპიუტერები (1970-იან წლებში), რომელმაც მოახდინა მიკროკომპიუტერების რევოლუცია.
სტივ უოზნიაკი | |
---|---|
სტივ უოზნიაკი 2005 წელს | |
დაბადების თარიღი |
11 აგვისტო, 1950 სან-ხოსე, კალიფორნია |
ალმა-მატერი | კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი) |
საქმიანობა | ელექტროინჟინერია |
საიტი | woz.org |
სტივ უოზნიაკი ხშირად მოიხსენიებოდა მეტსახელით „Woz“ („wheels of zeus“-ის შებოკლებული ვერსია ანუ ზევსის თვლები). მან დააფუძნა კომპანია „wozniak“. 1970 წელს სტივი ცნობილი იყო როგორც „Berkeley Blue“.
სტეფან გარი უოზნიაკი დაიბადა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეში. უოზნიაკი არის მარგარეტ ელაინისა და იაკობ ფრანცის „ჯერი“ უოზნიაკის შვილი. მამის მხრიდან ის არის პოლონური და გერმანული წარმოშობის, ხოლო დედის მხრიდან ასევე გერმანული, ინგლისური და ირლანდიური წარმოშობისაა.
2007 წელს ABC News-თან ინტერვიუში, უოზნიაკმა მოყვა თუ როგორ და სად შეხვდა პირველად სტივ ჯობსს:
„პირველად ჩვენ შევხვდით 1971 წელს, ჩემი კოლეჯის წლებში, სკოლის მეგობარმა მითხრა: შენ უნდა შეხვდე სტივ ჯობსს, მას უყვარს ელექტრონიკა და ერკვევა ამ სფეროში, ასე გაგვაცნო ჩვენ ერთმანეთი.“
|
1973 წლისთვის, ჯობსი მუშაობდა Atari inc.-ის არკადულ თამაშზე კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-გატოსში. ის იმიტომ დაინიშნა კომპანიაში, რომ შეექმნა ბეჭდური პლატა არკადული თამაშისთვის breakout. ატარის თანადამფუძნებელმა, ნოლან ბუშნელმა შესთავაზა $100 თითოეულ ლიკვიდირებულ ჩიპზე, მანქანაში. ჯობსს საკმარისი ცოდნა არ ჰქონდა ბეჭდური პლატის დიზაინზე, ამიტომ მან უოზნიაკს მოელაპარაკა, რომ თუ ის შეძლებდა დაეყვანა ჩიპებიის რაოდენობა მინიმუმამდე ისინი გაინაწილებდნენ გასამრჯელოს. უოზნიაკმა შეამცირა ჩიპების რაოდენობა 50-მდე, აგურისთვის განკუთვნილი ოპერატიული მეხსიერების მეშვეობით. სტივ ჯობსმა სტივ უოზნიაკს უთხრა, რომ ატარიმ მხოლოდ $700 გადაუხადა და შესაბამისად უოზნიაკს შეხვდა $350. სიმართლე თუ რამდენი გადაუხადა ატარიმ ჯობსს, უოზნიაკმა შეიტყო 10 წლის შემდეგ და თქვა, რომ ჯობსს რომ ეთქვა თუ როგორ სჭირდებოდა ფული მას მისცემდა თავის წილს.