Walden Media
Walden Media — ამერიკული კინოკომპანია, რომელიც აწარმოებს ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაფუძნებულ ბავშვთა ფილმებს. სტუდია ძირითადად ცნობილია კლაივ სტეპლზ ლიუისის ზღაპრების ციკლის „ნარნიის ქრონიკების“ ფილმების გადაღებით. კომპანია სათაო ოფისი მდებარეობს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში.
დარგი | კინომატოგრაფია |
---|---|
დაფუძნდა | 2000 |
დამაარსებელი | მაიკლ ფლაერტი და კერი გრენეტი |
სათავო ოფისი | აშშ ლოს-ანჯელესი, კალიფორნია |
მფლობელი | Anschutz Entertainment Group |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ისტორია
რედაქტირებაWalden Media დააარსა მაიკლ ფლაერტიმ და კერი გრენეტმა. გრენეტი კომპანია Miramax-ის პრეზიდენტი იყო. ფლაერტი და გრენეტი უნივერსიტეტში ერთად სწავლობდნენ[1]. თავდაპირველად, კომპანიის დაარსების მიზანი იყო ბავშვთა და ახალგაზრდობის განათლება და გართობა კინოში, ტელევიზიაში, ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტშიც კი.
კომპანიის მფლობელი იყო ცნობილი მილიარდერი ფილანტროპი ფილიპ ანშულტცი, რომელიც ცნობილი იყო კონსერვატიული ქრისტიანობის მხარდაჭერით[2].
კომანიის მნიშვნელოვანი პროექტებია: 2003 წელი ფილმი „საგანძური“, „ვინი-დიქსის ბრალია“ - 2005 წელი, „შარლოტას ქსელი“ – 2006 წელი, „ხიდი ტერაბიტიაში“ – 2007 წელი, „ნარნიის ქრონიკების“ სამი ფილმი - 2005,2008 და 2010 წლები, „რამონა და ბიზუსი“ 2010 წელი, ფილმები „ძაღლის ცხოვრება“ და „საოცრება“ – 2017 წელი[3]. ყველა ეს ფილმი პოპულარული საბავშვო წიგნების მიხედვითაა გადაღებული.
Walden Media-ს საგამომცემლო საწარმო Walden Pond Press აქვეყნებს მომავალი თაობისთვის წიგნებს. მათი მთავარი კრიტერიუმებია, რომ წიგნები სწრაფად, სასიამოვნოდ და ინტერესით იკითხებოდნენ. ავტორები კი ახალგაზრდა და ნიჭიერი მწერლები არიან[4].
კომპანიამ თავისი სახელწოდება მიიღო უოლდენის ტბორისგან, რომელიც მდებარეობს კონკორდში, მასაჩუსეტსის შტატში.
კომპანიის ლოგოზე ასახულია წყლის ზედაპირზე მხტომიალე ქვები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Walden Media - ოფიციალური ვებ-გვერდი
- Walden Media - კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემათა ბაზა