Miramax (აგრეთვე ცნობილი როგორც Miramax Films) — ამერიკული კომპანია, ცნობილი კინოფილმების და ტელესერიალების წარმოებით. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს სანტა-მონიკაში (კალიფორნია). დაარსდა 1979 წელს ძმების, ბობ და ჰარვი ვაინსტინების მიერ. 1993 წლის 30 ივნისს Miramax შეიძინა The Walt Disney Company-მ. ასეთი საქმიანი ნაბიჯის შემდეგ კომპანიის პირველი დიდი წარმატება იყო 1994 წლის „მაკულატურა“. ვაინსტინები Miramax-ს მართავდნენ უფრო მეტი შემოქმედებითი და ფინანსური თავისუფლებით, ვიდრე ეს Disney-ს კუთვნილ სხვა კომპანიებში ხდებოდა. 2005 წლის 30 სექტემბერს მათ დატოვეს Miramax და დააარსეს The Weinstein Company.

Miramax, LLC
ტიპი შვილობილი კომპანია
დარგი კინოინდუსტრია, ტელევიზია
დაფუძნდა 1979; 45 წლის წინ (1979)
დამაარსებელი ბობ ვაინსტინი
ჰარვი ვაინსტინი
სათავო ოფისი სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ
მფლობელი beIN Media Group
თანამშრომელი 100+
შვილობილ(ებ)ი ამჟამინდელი:
Miramax Television
ყოფილი:
Dimension Films
Miramax Family Films
Prestige Films
Millemeter Films
Miramax Home Entertainment
Dimension Home Video
Miramax Records
Dimension Records
Miramax Books
Miramax Zoe
Toshiba Miramax Communications (იაპონია)
ფილიალი ყოფილი:
Talk (Hearst-თან ერთად)
საიტი http:/miramax.com

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Miramax&oldid=3428527“-დან