ოსკარ შინდლერი (გერმ. Oskar Schindler; დ. 28 აპრილი, 1908 — გ. 9 ოქტომბერი, 1974) — გერმანელი ინდუსტრიალისტი, რომელმაც მის საწარმოებში მომუშავე 1000-ზე მეტი ებრაელი ჰოლოკოსტისგან გადაარჩინა.[1] მის შესახებ გადაღებულია ფილმი „შინდლერის სია“ (1993).

ოსკარ შინდლერი

ადრეული წლები და კარიერა

რედაქტირება

ოსკარ შინდლერი დაიბადა 1908 წლის 28 აპრილს, ეთნიკური გერმანელის ოჯახში მორავიაში, რომელიც ავსტრია-უნგრეთს ეკუთვნოდა (მორავია დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია). როცა ოსკარი 27 წლის იყო, მისი მშობლები ჰანს შინდლერი და ფრანცისკა ლუზერი ერთმანეთს დაშორდნენ. ოსკარი აღიზარდა კათოლიკურად, მაგრამ მორწმუნე არ იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მაღაზიის გამყიდველად. 1928 წლის 6 მარტს ოსკარი დაქორწინდა მდიდარი ფერმერის, ეთნიკური გერმანელების ოჯახის ქალიშვილზე ემილი პელზზე (1907–2001). 30-იან წლებში ოსკარ შინდლერმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სამსახური, სცადა საკუთარი ბიზნესის წამოწყება, მაგრამ დიდი დეპრესიის პერიოდში მისმა ბიზნესმა კრახი განიცადა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: