პავლე ნოზაძე
პავლე ნოზაძე (დ. 20 იანვარი, 1948, ბორჯომი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.
პავლე ნოზაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 იანვარი, 1948 ბორჯომი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ბორჯომის სატყეო ტექნიკური სასწავლებელი (1967). 1961–1970 წლებში იყო ბორჯომის სახალხო თეატრის მსახიობი. 1970–1974 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1974–2003 წლებში იყო მეტეხის თეატრის მსახიობი. 2003 წელს მერაბ მიშველაძესთან ერთად დააარსა ქართული ნოველების მონოთეატრი. არის საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998), კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი.[1][2]
2020 წლის 20 იანვარს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ, პავლე ნოზაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს.[3]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- „მეტიჩარა“ (გერონტი), რეჟ. ნელი ნენოვა, გენო წულაია
- „ნეილონის ნაძვის ხე“ (გრიშა ებრაელი მშიშარა), რეჟ . რევაზ ესაძე
- „ცეცხლთან თამაში“ (სატელევიზიო ფილმი) (გულო), რეჟ. ალეკო ნინუა
- „მაისის თოვლი“ (მშობელი), რეჟ.ზურაბ ინაშვილი
- „დონ კიხოტი“ (მეფუნდრუკე, თავადი), რეჟ. რეზო ჩხეიძე
- „მონანიება“ (მეხანძრე), რეჟ. თენგიზ აბულაძე
- „მხიარული რომანი“ (მოჩხუბრები), რეჟ. ლევან ხოტივარი
- „ელისა და რარუს თავგადასავალი“ (ქურდი), რეჟ. გურამ პეტრიაშვილი
- „ფარანი ქარში“ (ქარსელაძის მეგობარი), რეჟ. ნოდარ ომიაძე
- „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ (სიკვდილმისჯილი), რეჟ. გია მატარაძე
- „ცხელი ძაღლი“ (ბენქსტონი), რეჟ.ზაზა ურუშაძე
- „მტვრის გემო“ (ექსპერტი კობახიძე), რეჟ. დავით ჯანელიძე
- „დარჩი ჩემთან“ (ადმინისტრატორი), რეჟ.ზაზა ურუშაძე
- „არის ასეთი ქვეყანა“ (მწერალი, გრიშა), რეჟ. ლევან ანჯაფარიძე
- „ყავა და ლუდი“ (დიმიტრი, გუჯა), რეჟ.ზაზა ბუაძე
- „ნაფიცი მსაჯულები“ (მსაჯული), რეჟ. გიორგი ლიფონავა
- „ზღვის ავაზაკი“ (დამსვენებელი), რეჟ. ნანა მჭედლიძე
- „ოპერები“ (კაპიტანი დგებუაძე), რეჟ. კობა ცხაკაია
- „მკვლელობა“ (მშობელი), რეჟ. ნანა მჭედლიძე
- „დეტექტივები“ (მაღაზიის მეპატრონე), რეჟ. ლაშა ცერიაშვილი
- „ღვინის გზა“ (მძღოლი სურამიდან), რეჟ. რ. ბანიონისი, ალვიდას შლეპიკასი
- „ბრავო ჯორდანო“ (სერგო), რეჟ. გია კაჭარავა
- „ჭამა და სექსი“ (სასიმამრო), რეჟ. გიორგი ლიფონავა
ნათამაშები როლები
რედაქტირებამოზარდ მაყურებელთა თეატრი
რედაქტირება- რევაზ მიშველაძე „არ დამივიწყო“ (გოჩა კალაძე), რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი
- ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე „მე ვხედავ მზეს“ (ლუკაია), რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი
- უილიამ შექსპირი „ზამთრის ზღაპარი“ (მწყემსი), რეჟ. დათა თავაძე
- დავით კლდიაშვილი „ირინეს ბედნიერება“ (ფილიპე), რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი
- ნოდარ დუმბაძე „კუკარაჩა“ (მოშე), რეჟ. შალვა გაწერელია, აღადგინა ოთარ ბაღათურიამ
- ჩეხური ზღაპრის მიხედვით „ოქროსთმიანი პრინცესა“ (მეფე), რეჟ. ანატოლი ლობოვი
- შარლ პერო „ჩექმებიანი კატა“ (ჩექმებიანი კატა), რეჟ. ანატოლი ლობოვი
- ევგენი შვარცი „თოვლის დედოფალი“ (მეფე), რეჟ. თამარ თუხარელი
- ნოდარ დუმბაძე „მე, ბაბუა, დიდრო და ძაღლი“ (დიდრო), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
ბორჯომის სახალხო თეატრი
რედაქტირება- ავქსენტი ცაგარელი „ხანუმა“ (ტიმოთე), რეჟ. გიორგი ხმალაძე
- თამაზ თეთრაძე „ჩაუქრობელი ვარსკვლავი“ (ერონის იანუსი), რეჟ. გიორგი ხმალაძე
- აპოლონიოს როდოსელი „არგონავტები“ (ამიკუს მეფე, მედეას გამზრდელი ), (საქართველო – თურქეთის ერთობლივი პროექტი) რეჟისორები სანდრო მრევლიშვილი, ა. ჩეთილი
- ალექსანდრე სამსონია „ჩემი შვილი სიმონი“ (ნოდარი), რეჟ. გიორგი ხმალაძე
- ცეზარ სოლოდარი „ერთი დღე აგარაკზე“ (გიორგი), რეჟ. გიორგი ხმალაძე
- ართურ მილერი „ხედი ხიდიდან“ (ედი), რეჟ. გიორგი ხმალაძე
- გ. ბერიაშვილი „ვაზის ტირილი“ (თენგო), რეჟ. გიორგი ხმალაძე
- აკაკი წერეთელი „გამზრდელი“ (ბათუ), რეჟ. გიორგი ხმალაძე
- როყვა „დედა“ (ექიმი), რეჟ. გიორგი ხმალაძე
- მომონოვი „განაჩენი აღარ გასაჩივრდება“ (სურენა), რეჟ. გიორგი ხმალაძე
- „ცოლი ხუთი წუთით“ (გიო), რეჟ. გიორგი ხმალაძე
მეტეხის თეატრი
რედაქტირება- იაროსლავ ჰაშეკი „შვეიკი“ (შვეიკი), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი (მიენიჭა პრემია ჩეხური კლასიკური დრამატურგიის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე მოსკოვში)
- სერვანტესი „დონ კიხოტი“ (სანჩო პანსა), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი (მიენიჭა პრემია თელავის კლასიკური დრამატურგიის ფესტივალზე)
- ბერტოლტ ბრეხტი „გალილეო გალილეი“ (გალილეო ), რეჟ. ლოტარ ტაურტმანი
- პიტერ ვაისი „მარატ სადი“ (სადი), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“ (მესაფლავე), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- ვოლფგანგ ბორხერტი „გარეთ,კარის წინ“ (პოლკოვნიკი, მესაფლავე ), რეჟ. ჰერმენ ვედეკინდი
- სტრატოს კარასი „ძალოსნები“ (ეგნატისი), რეჟ. გულსუნდა სიხარულიძე
- უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“ (პოლონიუსი, მესაფლავე ), რეჟ. ლილი იოსელიანი
- პროსპერ მერიმე „ოქროს ნაწილებიანი ეტლი“ (ანდრეს დე რიბერა), რეჟ. მამუკა არეშიძე
- ალფრედ ჟარი „მამა უბუ“ (მამა უბუ), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- ნიკოლაი ოსტროვსკი (ჟუხრაი), „როგორ იწრთობოდა ფოლადი“ რეჟ. გოგი ქავთარაძე
- ვლადიმერ მაიაკოვსკი „ბაღლინჯო“ (სკრიპკინი), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- ალექსანდრე ფადეევი „ახალგაზრდა გვარდიის სახელით“ (სერიოჟა), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- მატი უნტი „ერნესტო ჩე გევარა“ (ჩე გევარა), რეჟ.ზურაბ კანდელაკი
- ფელისიენ მარსო „კვერცხი“ (პოლკოვნიკი), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- ეჟენ იონესკო „მარტორქები ორკესტრში“ (მოსტოდონტე), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- ნოდარ დუმბაძე „დიდრო“ (დიდრო), რეჟ. ზურაბ კანდელაკი, სანდრო მრევლიშვილი
- გიორგი ნახუცრიშვილი „ჭინჭრაქა“ (დევი), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- ვალერიან კანდელაკი „დრო 24 საათი“ (გვარდიელი), რეჟ. დავით ხინიკაძე
- თამაზ მეტრეველი „შეხვედრები ძველ ფურნეში“ (გრიშა), რეჟ. ნუკრი ჭინჭარაძე
- ავთანდილ ვარსიმაშვილი „ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია“ (მსახიობი), რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
- რაფიელ ერისთავი „ძუნწი კაცის ტვინი“ (სვიმონ შერყეულიძე), რეჟ. კანდიდ გურგენიძე
- ლავრენტი არდაზიანი „ სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (გასპარი), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- დავით კლდიაშვილი „უბედურება“ (ილია, ლომინა), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- ალექსანდრე ჩხაიძე „ხიდი“ (ერგაძე), რეჟ. კონსტანტინე გურგენიძე
- ავთანდილ ჩხიკვიშვილი „მოსაწყენი დღეების ქრონიკა“ (ნიკა), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- ავთანდილ ჩხიკვიშვილი „გზა“ (ნოდარი), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- მამუკა დოლიძე „მდგმურები“ (თემური), რეჟ. კანდიდ გურგენიძე
- სანდრო მრევლიშვილი „განკითხვის დღე“ (კათალიკოსი), რეჟ. კანდიდ გურგენიძე
- ოთარ მრევლიშვილი „ლადო კეცხოველი“ (პატიმარი), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- ოთარ მრევლიშვილი „შეშლილთა ხომალდი“ (კაპიტანი), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- მუსტაი ქარიმი „მთვარის დაბნელების ღამეს“ (აღსაყარი), რეჟ. ნუგზარ ლორთქიფანიძე
- სანდრო მრევლიშვილი „სიკვდილმისჯილთა თეატრი“ (სიკვდილმისჯილი), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- რაფიელ ერისთავი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (ივანიკა), რეჟ. ნუგზარ ლორთქიფანიძე
- გურამ პატარაია „ნამდვილ გზაზე“ (გური), რეჟ. გიორგი ქავთარაძე
- მოლიერი „ქურდი“ (ქურდი), რეჟ. მარლენ ბესტავაშვილი
- სანდრო მრევლიშვილი „მოდი, ვნახოთ ვენახი!“ (გოლა, გაბო), რეჟ. ოთარ მრევლიშვილი
- ოთარ მრევლიშვილი „კოლაელ ყრმათა წამება“ (ბოგანო ბრძენი), რეჟ. ოთარ მრევლიშვილი
- რევაზ მიშველაძე „უფანდუროთ ნამღერი“ (გრიგოლი), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- ოთარ მრევლიშვილი „საბა ხუროთმოძღვარი“ (ბრმა მოხუცი), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- სანდრო მრევლიშვილი „ყვავილები“ (ბერი), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- ილია ჭავჭავაძე „განდეგილი“ (ბერი), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- სანდრო მრევლიშვილი „ქართლის ცხოვრება“ (თავადი ბარათაშვილი), რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
სანდრო ახმეტელის თეატრი
რედაქტირება- ჯონ ფულდი „ვირის ჩრდილი“ (ექიმი, წამყვანი) რეჟ. ცოტნე ნაკაშიძე, ნუგზარ ბაგრატიონი
- გურამ ბათიაშვილი „არის ასეთი ქვეყანა“ (სულთანი), რეჟ. გოგი ქავთარაძე
ქართული ნოველის თეატრი
რედაქტირება- რევაზ მიშველაძე „ჩემი გოლგოთა“ (გროგოლ ბაქრაძე) რეჟ. ვახტანგ ნოზაძე
- პავლე ნოზაძე „15 კლასიკური მონოლოგი“ (მონო სპექტაკლი), რეჟ. ვახტანგ ნოზაძე
- რევაზ მიშველაძე „ცრემლები“ (მონო სპექტაკლი), რეჟ. ლაშა გოგნიაშვილი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ პავლე ნოზაძე. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2020.
- ↑ პავლე ნოზაძე. მოზარდ მაყურებელთა თეატრი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2020.
- ↑ პავლე ნოზაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან. არტინფო (16 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2020.