იაროსლავ ჰაშეკი (დ. 30 აპრილი, 1883, პრაღა — გ. 3 იანვარი, 1923, ლიპნიცე) — ჩეხი მწერალი.

იაროსლავ ჰაშეკი
ჩეხ. Jaroslav Hašek
დაბადების თარიღი 30 აპრილი, 1883(1883-04-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16]
დაბადების ადგილი პრაღა, ბოჰემიის სამეფო, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[1] [17] [9] [12] [13] [18] [16]
გარდაცვალების თარიღი 3 იანვარი, 1923(1923-01-03)[1] [17] [2] [3] [4] [5] [6] [7] [19] [8] [9] [10] [11] [12] [15] [16] (39 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლიპნიცე-ნად-საზავოუ, ჩეხოსლოვაკია[1] [9] [12] [18] [16]
დასაფლავებულია Starý hřbitov
საქმიანობა ავტორი[1] [20] , სატირიკოსი[20] [18] , რომანისტი, ჟურნალისტი[12] [18] [16] , მწერალი[12] [18] [16] , პუბლიცისტი[9] [18] და იუმორისტი[18]
ენა ჩეხური ენა და რუსული ენა
მოქალაქეობა  ბოჰემიის სამეფო
ჩეხოსლოვაკია
ალმა-მატერი Reálné gymnázium v Ječné
Magnum opus კარგი ჯარისკაცი შვეიკი
მეუღლე იარმილა გაშეკოვა[18] და Alexandra Lvova
შვილ(ებ)ი Richard Hašek
ხელმოწერა

დაიბადა მასწავლებლის ოჯახში. დაამთავრა კომერციული სასწავლებელი. ბეჭდვა დაიწყო XX საუკუნის დასაწყისში. თავდაპირველად აქვეყნებდა მგზავრულ ნარკვევებსა და იუმორისტულ ჩანახატებს. ჰაშეკს ეკუთვნის ათასამდე ნარკვევი, მოთხრობა და ფელეტონი, რომლებშიც დასცინის ბიუროკრატიულ სახელმწიფოს აპარატს, ბურჟუაზიულ მორალსა და სამღვდელოებას.

1912 წელს გამოაქვეყნა მოთხრობათა კრებული „ყოჩაღი ჯარისკაცი და სხვა გასაოცარი ისტორიები“. 1915 ავსტრია-უნგრეთის არმიაში გაიწვიეს. მალე რუსებს ჩაბარდა ტყვედ. 1916 შევიდა რუსეთში შექმნილ ჩეხ-სლოვაკთა სამხედრო ნაწილში. თანამრომლობდა გაზეთ „ჩეხოსლოვანში“ (კიევი). ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჰაშეკი გადავიდა საბჭოთა ხელისუფლების მხარეზე, გახდა რკპ (ბ) წევრი და შევიდა წითელი არმიის რიგებში (1918). თანამშრომლობდა საფრონტო გაზეთებში.

რუსულად გამოაქვეყნა „ადმირალ კოლჩაკის არმია“ და „ხუცეს მალიუტას დღიური“ (ორივე 1919). 1920 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ჰაშეკის შემოქმედების მწვერვალია რომანი „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი და მისი თავგადასავალი მსოფლიო ომის დროს“ (1921-1923, დაუმთავრებელია). შვეიკი — „პატარა ადამიანი“ გამოხატავს ხალხის პროტესტს ომის წინააღმდეგ.

ქალაქ ლიპნიცეში (ჩეხეთი) 1959 წელს გაიხსნა ჰაშეკის მუზეუმი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Востокова С. И. Гашек // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 2.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 IMSLP — 2006.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 Babelio — 2007.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Czech National Authority Database
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 The Fine Art Archive — 2003.
  13. 13.0 13.1 Databáze Vojenského historického archivu
  14. Databáze Vojenského historického archivu
  15. 15.0 15.1 ПроДетЛит — 2019.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 regional database of the Regional Library of Highlands
  17. 17.0 17.1 Востокова С. И. Гашек Ярослав // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1971. — Т. 6 : Газлифт — Гоголево. — С. 148–149.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 18.6 18.7 Catalog of the German National Library
  19. filmportal.de — 2005.
  20. 20.0 20.1 М. Скачков Гашек // Литературная энциклопедияКоммунистическая академия, Большая российская энциклопедия, Художественная литература, 1929. — Т. 2.