ზურაბ ბეგალიშვილი
ზურაბ ბადრის ძე ბეგალიშვილი (დ. 20 ივნისი , 1961, თბილისი ― გ. 11 აგვისტო, 2015, იქვე) ― ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.
ზურა ბეგალიშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | ზურაბ ბეგალიშვილი |
დაბადების თარიღი |
20 ივნისი, 1961 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
11 აგვისტო, 2015 (54 წლის) თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1985-2015 |
მშობლები |
მამა: ბადრი ბეგალიშვილი დედა: ფატი ბელქანია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა საქართველოს სახალხო არტისტის, ბადრი (ბაადურ) ბეგალიშვილის ოჯახში. „ყოველთვის მინდოდა, რომ ზურა ბეგალიშვილი ვყოფილიყავი და არა ბადრი ბეგალიშვილის შვილი. ეს მომენტი დღესაც მაქვს, ყოველთვის ამბობდნენ, რომ ბადრის შვილი თამაშობს ამ სპექტაკლში, ბადრის შვილი თამაშობს ამ ფილმში.“[1]
სკოლის დამთავრების შემდეგ სპონტანურად გადაწყვიტა სამსახიობო კარიერის გაგრძელება. 1981–1985 წლებში სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში. დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი“[1]
1985 წელს ზურაბ ბეგალიშვილმა ითამაშა ალეკო ცაბაძის ფილმში „ლაქა“ . შეასრულა ნეგატიური პერსონაჟის, ამირანის როლი. შემდეგ იყო „ღამის ცეკვა“, „ორმაგი სახე“ „ჭერი“, „ორფეოსის სიკვდილი“, „კალმასობა იოანესი“, „ნუცას სკოლა“ იყო თუმანიშვილისა და ფოთის თეატრის მსახიობი. 1999 წელს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმ „ღამის ცეკვა“-ში, მიღებული აქვს საქართველოს კინოაკადემიის პრიზი „ნატო“. აღმოსავლეთ ევროპის III კინოფესტივალზე კი ფილმში, „თენდება“, თამაშისთვის დაიმსახურა გრან-პრი.
გარდაიცვალა 2015 წლის 11 აგვისტოს. მის ძმები არიან მსახიობები და ალეკო და ბადრი ბეგალიშვილები.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1985: „ლაქა“ (ამირანი) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე
- 1988: „მეტიჩარა“ რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1988: „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა“ რეჟ. ლევან თუთბერიძე
- 1991: „ღამის ცეკვა“ (მოსე ლახიში) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე
- 1993:„კალმასობა იოანესი“ რეჟ. ზურაბ მეგვაბიშვილი
- 1994:„გზა ტაძრისკენ“
- 1996:„ორფეოსის სიკვდილი“ (ჯიპის პატრონი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1997:„ორმაგი სახე“ რეჟ. ლევან ანჯაფარიძე
- 1998: „აქ თენდება“ (ბექა) რეჟ. ზაზა ურუშაძე
- 2003: „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“ რეჟ. რეზო ესაძე
- 2003: „ცხელი ძაღლი“ — კალდუნა.
- 2007: „სვანი“ (სიმე რექჩიანი) რეჟისორები იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი
- 2010: „რენე მიდის ჰოლივუდში“ (ვაცა) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე
- 2010: „ქუჩის დღეები“ რეჟ. ლევან კოღუაშვილი
- 2011: „შავი თუთა“ რეჟ. გაბრიელ რაზმაძე
- 2011: „გზა“ რეჟისორები იოსებ (სოსო) თავართქილაძე, დავით (დათო) თავართქილაძე
- 2012: „ბოლო გასეირნება“ რეჟ. ზაზა ურუშაძე
- 2013: „კომა“ რეჟ. არჩილ ქავთარაძე
- 2013: „მანდარინები“ (ასლანი) რეჟ. ზაზა ურუშაძე
ნათამაშები როლები
რედაქტირებამარჯანიშვილის თეატრის სარდაფი
რედაქტირება- „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ (ჯონი) რეჟ. დათო ჩხარტიშვილი
მარჯანიშვილის თეატრი
რედაქტირება- „რეპეტიციის შემდეგ“ (რეჟისორი) რეჟ. თემო კუპრავა
თეატრი ათონელზე
რედაქტირება- „იგავი თანამედროვეთათვის“ (ჯალათი) რეჟ. მაია შენგელია