ალეკო ბეგალიშვილი
ალექსანდრე (ალეკო) ბეგალიშვილი (დ. 4 აპრილი, 1968, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.
ალეკო ბეგალიშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | ალექსანდრე ბეგალიშვილი |
დაბადების თარიღი |
4 აპრილი, 1968 თბილისი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1990-დან |
მშობლები |
მამა: ბადრი ბეგალიშვილი დედა: ფატი ბელქანია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1968 წლის 4 აპრილს. 1990 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი. 1990–1995 წლებში იყო თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის თეატრის მსახიობი. 1995 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.
ოჯახში ყველა მსახიობი ჰყავდა: მამა — ბადრი ბეგალიშვილი, საქართველოს სახალხო არტისტი, დედა — ფატი ბელქანია, ძმები — ზურა და ბადრი ბეგალიშვილები
სცენური სახეები
რედაქტირება- „პეპი გრძელიწინდა“ (პოლიციელი, ხულიგანი, ქურდი) — რეჟ. ზურაბ კახიანი
- „კინტო“ (კოწია) — რეჟ. გიორგი ქართველიშვილი
- „საჭიროა მატყუარა“ (ტომასი) — რეჟ. ნუგზარ გაჩავა
- „ო ადონაი ისმინე“ (აბიკო) — რეჟ. ნუგაზარ გაჩავა
- „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ (კვირა) — რეჟ. ვ ძიგუა
- „მხიარული ახალგაზრდობა“ (ხიპი) — რეჟ. ზურაბ კახიანი
- „ბაბაჯანას ქოშები“ (ბაბაჯანა) — აღადგინა ბადრი ბეგალიშვილმა
- „კურკას ქორწილი“ (კურკა ) — აღადგინა ბადრი ბეგალიშვილმა
- ალბერ კამიუს „ქალაქი ალყაში“ (მოსამართლე) — რეჟ. დავით დოიაშვილი
- „საქორწინო გარიგება“ (როსინის სული) — რეჟ. დავით დოიაშვილი
- „მაკულატურა ანუ დღეს ორშაბათია“ (ექიმი – რაძინსკი)— რეჟ. დავით დოიაშვილი, გურანდა იაშვილი
- „მარლენ დიტრიხი“ (ვიზაჟისტი, კაბარეს მოცეკვავე) — რეჟ. დავით დოიაშვილი
- პამელა ლინდონ ტრევერსის „მერი პოპინსი“ (ბიძია ალბერტი) — რეჟ. დავით დოიაშვილი, გურანდა იაშვილი
- გიორგი ერისთავის „გაყრა“ (რამაზი) — რეჟ. დავით დოიაშვილი
- „ბედნიერი ერი“ (მონაწილე) — რეჟ. მანანა ბერიკაშვილი
- იუკიო მისიმას „მარკიზა დე სადი“ (მადამ დე მონტრეი) — რეჟ. მანანა ბერიკაშვილი
- „იყო და არა იყო რა ანუ საშობაო ზღაპარო“ (კურდღელი) — რეჟ. დავით დოიაშვილი
- ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“ (რაგნო) — რეჟ. დავით დოიაშვილი
- უილიამ შექსპირის „მაკბეთი“ (დანკანი) — რეჟ. დავით დოიაშვილი
- „ვერის უბნის მელოდიები“ (მედროგე პავლე) — რეჟ. დავით დოიაშვილი
- სლავომირ მროჟეკის „სახლი საზღვარზე“ (მე) — რეჟ . დავით დოიაშვილი
- „ვარიაციები პატრიოტულ თემაზე“ (ძმა ) — რეჟ. დავით დოიაშვილი
- უილიამ შექსპირის „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“ (სტვირა, თისბე ) — რეჟ. დავით დოიაშვილი
- უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ (მონტეგი) — რეჟ. დავით მღებრიშვილი
- სოფოკლეს „ანტიგონე“ (კრეონტი) —რეჟ. პაატა ციკოლია
- მორის მეტერლინკის „ლურჯი ფრინველი“ (ახალი წლის ჯადოსნური სული) — რეჟ. დავით დოიაშვილი
- ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებები“ (ენგსტრანდი) — რეჟ. მიხეილ ჩარკვიანი
- ჯანი როდარის „ჩიპოლინო“ (მასტინო, მაძებარი სტაფილოუ) — რეჟ. მაია ჩართოლანი
- მაქსიმ გორკის „ფსკერზე“ (კლეშჩი) — რეჟ. დავით დოიაშვილი
- ედვარდ ოლბის „ეს ხომ სამხეცეა“ (ჯერი) — რეჟ. ბექა ქავთარაძე
- ევრიპიდეს „მედეა“ (ეგევსი)— რეჟ. მიხეილ ჩარკვიანი
- მარტინ მაკდონას „ბალიშის კაცუნა“ (ყველა მამა) — რეჟ. დავით დოიაშვილი
- ოთარ ქათამაძის, პაატა ციკოლიას „აიიქ“ (ბასგიტარა) — რეჟ. პაატა ციკოლია
- ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“ ( ბრაუნი ) — რეჟ. გიორგი თავაძე
ეკრანული სახეები
რედაქტირება- 1993: „კალმასობა იოანესი“ (ოთარიკა) — რეჟ. ზურაბ მექვაბიშვილი
- 2010: „ქუჩის დღეები“ (პოლიციელი) — რეჟ. ლევან კოღუაშვილი
- 2013: „კომა“(მერაბა) — რეჟ. აჩიკო ქავთარაძე
- 2013: „მანდარინები“ (აფხაზი მებრძოლი) — რეჟ. ზაზა ურუშაძე
- „დეტექტივები“ (სერიალი) (მინდია მექვაბიშვილი) — რეჟ. ლაშა ცერიაშვილი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაალექსანდრე ბეგალიშვილი დაარქივებული 2020-09-26 საიტზე Wayback Machine.