ზურაბ ბეგალიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ზურა ბეგალიშვილი)

ზურაბ ბადრის ძე ბეგალიშვილი (დ. 20 ივნისი , 1961, თბილისი ― გ. 11 აგვისტო, 2015, იქვე) ― ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.

ზურა ბეგალიშვილი
დაბადების სახელი ზურაბ ბეგალიშვილი
დაბადების თარიღი 20 ივნისი, 1961
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 11 აგვისტო, 2015 (54 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1985-2015
მშობლები მამა: ბადრი ბეგალიშვილი
დედა: ფატი ბელქანია

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა საქართველოს სახალხო არტისტის, ბადრი (ბაადურ) ბეგალიშვილის ოჯახში. „ყოველთვის მინდოდა, რომ ზურა ბეგალიშვილი ვყოფილიყავი და არა ბადრი ბეგალიშვილის შვილი. ეს მომენტი დღესაც მაქვს, ყოველთვის ამბობდნენ, რომ ბადრის შვილი თამაშობს ამ სპექტაკლში, ბადრის შვილი თამაშობს ამ ფილმში.“[1]

სკოლის დამთავრების შემდეგ სპონტანურად გადაწყვიტა სამსახიობო კარიერის გაგრძელება. 1981–1985 წლებში სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში. დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი“[1]

1985 წელს ზურაბ ბეგალიშვილმა ითამაშა ალეკო ცაბაძის ფილმში „ლაქა“ . შეასრულა ნეგატიური პერსონაჟის, ამირანის როლი. შემდეგ იყო „ღამის ცეკვა“, „ორმაგი სახე“ „ჭერი“, „ორფეოსის სიკვდილი“, „კალმასობა იოანესი“, „ნუცას სკოლა“ იყო თუმანიშვილისა და ფოთის თეატრის მსახიობი. 1999 წელს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმ „ღამის ცეკვა“-ში, მიღებული აქვს საქართველოს კინოაკადემიის პრიზი „ნატო“. აღმოსავლეთ ევროპის III კინოფესტივალზე კი ფილმში, „თენდება“, თამაშისთვის დაიმსახურა გრან-პრი.

გარდაიცვალა 2015 წლის 11 აგვისტოს. მის ძმები არიან მსახიობები და ალეკო და ბადრი ბეგალიშვილები.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი

რედაქტირება

მარჯანიშვილის თეატრი

რედაქტირება

თეატრი ათონელზე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება