ალეკო ცაბაძე (დ. 10 ნოემბერი, 1956, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი.

ალეკო ცაბაძე
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1956 (1956-11-10) (68 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
საქმიანობა სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი, კომპოზიტორი
აქტიური 1979-

ბიოგრაფია

რედაქტირება

1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1986 წლიდან იყო კინოსტუდია ქართული ფილმის რეჟისორი. კინოსტუდიასთან არსებული სასწავლო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1995 წელს ნიუ-იორკში გაიარა კინოდრამატურგიის კურსები. ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში (1992–93), ამერიკაში (1991, 1993–97).

რეჟისორია ფილმებისა: „ლაქა“ (1986), „ღამის ცეკვა“ (1991), „მარტოობის ორდენის კავალერი“ (1999), „რუსული სამკუთხედი“ (2007), „რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) და სხვ.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 2008 — მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალი „რუსული სამკუთხედი“, პრემია „ნიკა“
  • 2007 — მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალი „რუსული სამკუთხედი“, ჟიურის სპეციალური პრიზი
  • 1997 — საქართველოს კინოაკადემია, სამი მთავარი პრიზი, ფილმი „ღამის ცეკვა“
  • 1992 — სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალი, I პრიზი, ფილმი „ღამის ცეკვა“
  • 1987 — ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი, II პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, ფილმი „ლაქა“
  • 1987 — მინსკის საკავშირო ტელეფესტივალი, პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, ფილმი „ლაქა“
  • 1987 — კოშალინის საერთაშორისო ფესტივალი, პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, ფილმი „ლაქა“
  • 1987 — თბილისის სტუდენტური ფილმების ფესტივალი, I პრიზი, ფილმი „ლაქა“

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება