ბადრი ბეგალიშვილი (უმცროსი)
ბადრი ბაადურის ძე ბეგალიშვილი (დ. 12 სექტემბერი, 1973) — ქართველი მსახიობი.
ბადრი ბეგალიშვილი (უმცროსი) | |
---|---|
დაბადების სახელი | ბადრი ბეგალიშვილი |
დაბადების თარიღი |
12 სექტემბერი, 1973 თბილისი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1992-დან |
მშობლები |
მამა: ბადრი ბეგალიშვილი დედა: იზა ბოჭოიძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1973 წლის 12 სექტემბერს საქართველოს სახალხო არტისტის ბადრი ბეგალიშვილის და საქართველოს დამსახურებული არტისტის იზა ბოჭოიძის ოჯახში. დაამთავრა ქალაქ თბილისის 22-ე საშუალო სკოლა
1994 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1992 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ნამუშევარი აქვს ისეთ რეჟისორებთან როგორებიც არიან ნუგზარ გაჩავა, ანდრო ენუქიძე, გიგა ლორთქიფანიძე, დავით მღებრიშვილი, დავით დოიაშვილი, დავით საყვარელიძე და ა. შ. ქართველი მსახიობების ზურაბ და ალეკო ბეგალიშვილების უმცროსი ძმა, მსახიობ ჭიჭიკო ბეგალიშვილის შვილიშვილი.
2018 წელს მსახიობმა საქართველო დატოვა [1]
ნათამაშები როლები
რედაქტირება- „კუკარაჩა“ (მურტალო) რეჟ. ანდრო ენუქიძე
- „ტარტიუფი“ (ტარტიუფი) რეჟ. გიორგი ანთაძე
- „ვარიაციები პატრიოტულ თემაზე“ (ძმა) რეჟ. დავით დოიაშვილი
- „ნავიგატორი“ (როსტომი) რეჟ. დავით საყვარელიძე
- „მაკბეტი“ (მაკდაფი) რეჟ. დავით დოიაშვილი
- „რომეო და ჯულიეტა“ (ლორენცო) რეჟ. დავით მღებრიშვილი
- „ქალაქი ალყაში“ (ჭირი) რეჟ. დ. დოიაშვილი
- „გაყრა“ (მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვი) რეჟ. დავით დოიაშვილი
- „ვერის უბნის მელოდიები“ (გეორქ გეორქოვი) სცენური ვერსიის ავტორი დავით დოიაშვილი
- „მერი პოპინსი“ (ედუარდი) რეჟისორები დავით დოიაშვილი, გურანდა იაშვილი
- „სირანო დე ბერჟერაკი“ (მონფლერი, კარბონ დე კასტელ ჟალუ) რეჟ.დავით დოიაშვილი
- „შუა ზაფხულის ღამის სიზმარი“ ( კოჭა/პარამოსი) რეჟ. დავით დოიაშვილი
სერიალები
რედაქტირება- „ტიფლისი“ (იაგო)
მიღწეული წარმატებები
რედაქტირება1995–1996 წლის აღიარეს სეზონის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ახალგაზრდებს შორის.