Free Theatre.jpg

„თავისუფალი თეატრი“ — ქართული თეატრი თბილისში, მეტრო „თავისუფლების მოედნის“ უკან, სახელმწიფო კანცელარიისაკენ მიმავალ კიბეებთან. (რუსთაველის პრ. 2/4). შენობას აქვს გემის, როგორც თავისუფლების სიმბოლოს ფორმა (არქიტექტორი პაატა ჭავჭანიძე). თეატრი კერძოა და ეკუთვნის რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილს. თეატრი მუშაობს ანტრეპრიზის პრინციპით და მუდმივად ასაქმებს 60-მდე მსახიობს.

თეატრი დაარსდა 2001 წლის 31 მარტს.[1]

2018 წელს „თავისუფალმა თეატრმა“ ახალი სეზონი გახსნა იმავე ადგილას აშენებულ ახალ შენობაში. სადაც ორი დარბაზია. „წითელი დარბაზი“ (185 ადგილი) და „ლურჯი დარბაზი“ (75 ადგილი)

მსახიობები და რეპერტუარირედაქტირება

„თავისუფალი თეატრის“ მსახიობები არიან: სლავა ნათენაძე, აპოლონ კუბლაშვილი, გოგა ბარბაქაძე, თიკო კორძაძე, ჯაბა კილაძე, მაია დობორჯგინიძე, მამუკა მუმლაძე, ქეთა ლორთქიფანიძე, მიხეილ არჯევანიძე, კახა მიქიაშვილი, თამუნა ნიკოლაძე, ლაშა გურგენიძე და სხვები. თეატრის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი იყო ნიკო გომელაური.

ამ თეატრის სცენაზე სხვადასხვა სპექტაკლებში თამაშობდნენ ქართული თეატრის ისეთი მსახიობები, როგორიცაა: გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, თათული დოლიძე, მარინე ჯანაშია, ირინა მეღვინეთუხუცესი, რამაზ იოსელიანი, დიმა ჯაიანი, ევა ხუტუნაშვილი, ვანო იანტბელიძე და სხვ.

ავთო ვარსიმაშვილის გარდა „თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლების რეჟისორები არიან: დათო დოიაშვილი, გოჩა კაპანაძე, ანდრო ენუქიძე, გიორგი შალუტაშვილი, გოგი მარგველაშვილი, ნუგზარ ლორთქიფანიძე, რობერტ სტურუა.

„თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლები გადის ორშაბათის გარდა ყოველდღე.

რეპერტუარი: „კომედიანტები“, „ჯინსების თაობა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ მესამე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“, „2030“ და სხვ.

„თავისუფალი თეატრის“ ბაზაზე არსებობს კინოსტუდია „vars-studio“, რომელმაც გადაიღო მხატვრული ფილმები: „იდიოტოკრატია“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „ბამბაზიის სამოთხე“, „მიდი ძმაო, მიდი“, „ისპაჰან-ბათუმი“, „სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა“.

„თავისუფალმა თეატრმა“ სპექტაკლები უჩვენა საქართველოს ყველა კუთხეში, ის იყო პირველი თეატრი, რომელმაც მოახერხა და უჩვენა სპექტაკლები მაყურებელს, კონფლიქტის ზონაში — ცხინვალის რეგიონში (2004 წლის აპრილი).[წყარო არ არის მითითებული 82 დღე]

„თავისუფალი თეატრის“ საგასტროლოდ იყო ქვეყნებში: დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ესტონეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ლატვია, გერმანია, საბერძნეთი, პოლონეთი, ეგვიპტე, თურქეთი, რუმინეთი.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება